წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

საქმეები 11:1—30

11  იმ დროს იუდეაში მოციქულებმა და ძმებმა გაიგეს, რომ უცხოტომელებმაც+ მიიღეს ღვთის სიტყვა.  როცა პეტრე იერუსალიმში ავიდა, წინადაცვეთის+ მომხრეებმა კამათი დაუწყეს იმის გამო,  რომ წინადაუცვეთელთა სახლში შევიდა და მათთან ერთად ჭამა.  პეტრემ თავიდან დაიწყო და ყველაფერი დაწვრილებით აუხსნა:  «ქალაქ იოპეში ვიყავი და ერთხელაც, როცა ვლოცულობდი, ბურანში წავედი და ხილვა ვიხილე: რაღაც ტილოს მსგავსი ოთხივე კიდით ეშვებოდა ციდან და ჩემ წინ გაჩერდა.  დავაკვირდი და დავინახე დედამიწის ოთხფეხნი, მხეცები, ქვეწარმავლები და ცის ფრინველები.+  და მომესმა ხმა: „პეტრე, ადექი, დაკალი და ჭამე!“+  მე კი ვუთხარი: „არა, უფალო, ბილწისა და უწმინდურისთვის პირი არასოდეს დამიკარებია“.+  ხმამ ციდან მეორედ მითხრა: „ნუღარ უწოდებ ბილწს იმას, რაც ღმერთმა განწმინდა“.+ 10  ეს მესამედაც მოხდა და ყველაფერი ისევ ცაში ავიდა.+ 11  თანაც, იმ დროს, სახლს, რომელშიც ვიყავით, სამი კაცი მოადგა. ისინი კესარეიდან იყვნენ გამოგზავნილები ჩემთან.+ 12  სულმა+ მითხრა, რომ გავყოლოდი მათ და ეჭვი არაფერში შემპარვოდა. ეს ექვსი ძმაც გამომყვა და იმ კაცის სახლში მივედით.+ 13  მან გვიამბო, როგორ იხილა თავის სახლში ანგელოზი, რომელმაც უთხრა: «გაგზავნე კაცები იოპეში და მოაყვანინე სიმონი, პეტრედ წოდებული,+ 14  და ის გეტყვის ყველაფერს, რაც გადაგარჩენთ შენ და შენს შინაურებს“.+ 15  როცა ლაპარაკი დავიწყე, წმინდა სული გადმოვიდა მათზე, როგორც ჩვენზე თავდაპირველად.+ 16  ამაზე უფლის ნათქვამი გამახსენდა: „იოანე წყლით ნათლავდა,+ თქვენ კი წმინდა სულით მოინათლებით“.+ 17  ამიტომ, თუ ღმერთმა მათ ისეთივე უსასყიდლო ძღვენი მისცა, როგორიც ჩვენ, ვინც უფალი იესო ქრისტე ვირწმუნეთ,+ მე ვინა ვარ, რომ ღმერთს შევეწინააღმდეგო?»+ 18  როცა ეს მოისმინეს, ვეღარაფერი უთხრეს+ და ღმერთი განადიდეს:+ „ღმერთმა უცხოტომელებსაც მისცა იმის ნება, რომ მოინანიონ და იცოცხლონ“.+ 19  ისინი კი, ვინც სტეფანეს გამო დამდგარი გასაჭირის დროს მიმოიფანტა,+ მივიდნენ ფინიკიაში,+ კვიპროსსა+ და ანტიოქიაში, მაგრამ იუდეველების გარდა არავის ამცნობდნენ სიტყვას.+ 20  ანტიოქიაში მისულთაგან ზოგიერთი კვიპროსელი და კირენელი იყო და ისინი ბერძნულენოვან მოსახლეობას+ აუწყებდნენ სასიხარულო ცნობას უფალ იესოს შესახებ.+ 21  იეჰოვას ხელი+ იყო მათთან და დიდძალმა ხალხმა ირწმუნა და უფლისკენ მოიქცა.+ 22  ეს ამბავი იერუსალიმის კრებამ შეიტყო და მათ ბარნაბა+ გაგზავნეს ანტიოქიაში. 23  როცა ის ჩავიდა და ღვთის წყალობა+ იხილა, გაიხარა+ და ყველას ამხნევებდა, რომ მთელი გულით გადაეწყვიტათ, ყოველთვის უფალს მიჰყოლოდნენ.+ 24  ბარნაბა კარგი ადამიანი იყო, წმინდა სულითა და რწმენით სავსე. უამრავი ხალხი შეემატა უფალს.+ 25  იქიდან ის ტარსოსში+ წავიდა სავლეს საძებნელად,+ 26  იპოვა და ანტიოქიაში მიიყვანა. მთელი წელი იქ იკრიბებოდნენ სხვებთან ერთად და დიდძალ ხალხს ასწავლიდნენ. მოწაფეებს ღვთის განგებით პირველად ანტიოქიაში ეწოდათ ქრისტიანები.+ 27  იმ დღეებში იერუსალიმიდან ანტიოქიაში წინასწარმეტყველები+ ჩავიდნენ. 28  ერთი მათგანი, სახელად აგაბე,+ ადგა და სულით აღძრულმა თქვა, რომ დიდი შიმშილობა ჩამოვარდებოდა მთელ ქვეყნიერებაზე,+ რაც კლავდიუსის დროს მოხდა კიდეც. 29  ამიტომ მოწაფეებმა გადაწყვიტეს, იუდეაში ძმებისთვის დახმარება+ გაეგზავნათ, ვინც რამდენს შეძლებდა.+ 30  ასეც მოიქცნენ და ბარნაბასა და სავლეს ხელით გაუგზავნეს დახმარება უხუცესებს.+

სქოლიოები