წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

რომაელები 9:1—33

9  ჭეშმარიტებას+ ვამბობ ქრისტეში, არ ვცრუობ,+ ჩემი სინდისი მემოწმება წმინდა სულში,  რომ დიდი მწუხარება და გაუყუჩებელი ტკივილი მაქვს გულში.+  ნეტავი მე ვყოფილიყავი დაწყევლილი და ქრისტესგან მოკვეთილი ჩემი ძმების,+ ხორციელი ნათესავების გულისთვის,+  რომლებიც ისრაელები+ არიან და რომლებსაც ეკუთვნით შვილება,+ დიდება,+ შეთანხმებები,+ რომლებსაც მიეცათ კანონი,+ წმინდა მსახურება+ და დაპირებები.+  მათნი არიან წინაპრები+ და მათგან არის ქრისტე ხორციელად;+ ღმერთი+ კი, რომელიც ყოველივეზე მაღლაა, კურთხეული იყოს მარადიულად. ამინ.  ნუ იფიქრებთ, რომ ღვთის სიტყვა არ შესრულებულა,+ რადგან ისრაელთაგან ყველა როდია ნამდვილი ისრაელი.+  და ის, რომ აბრაამის შთამომავლები არიან, არ ნიშნავს, რომ ყველა შვილია,+ არამედ, როგორც დაწერილია: „ის, ვისაც შენი შთამომავალი ეწოდება, ისაკისგან წარმოიშობა“.+  ესე იგი, ხორციელი შვილები+ კი არ არიან ღვთის შვილები,+ არამედ შთამომავლებად ისინი ითვლებიან, რომლებიც დანაპირების+ მიხედვით არიან შვილები,  რადგან დანაპირები ასეთი იყო: „ამ დროს მოვალ და სარას ვაჟი ეყოლება“.+ 10  და არა მარტო ეს, რებეკასაც ჩაესახა ტყუპები+ ერთი კაცისგან — ჩვენი წინაპარი ისაკისგან. 11  როცა ჯერ არ იყვნენ დაბადებულნი და არც კარგი ჰქონდათ გაკეთებული და არც ცუდი+ — ღვთის განზრახვა არჩევანთან დაკავშირებით საქმეებზე რომ არ ყოფილიყო დამოკიდებული, არამედ მომწოდებელზე+ 12  უთხრა მას ღმერთმა: „უფროსი უმცროსს დაემონება“,+ 13  როგორც წერია: „იაკობი შევიყვარე, ესავი კი შევიძულე“.+ 14  მაშ, რას ვიტყვით? უსამართლობაა ღმერთთან?+ არავითარ შემთხვევაში! 15  ის მოსეს ეუბნება: „ვისაც შევიწყალებ, შევიწყალებ და ვისაც თანავუგრძნობ, თანავუგრძნობ“.+ 16  ეს მასზე კი არ არის დამოკიდებული, ვისაც სურს ან ვინც ისწრაფვის, არამედ მწყალობელ+ ღმერთზე.+ 17  წმინდა წერილი ფარაონს ეუბნება: „იმისთვის დაგტოვე, რომ შენზე ვაჩვენო ჩემი ძალა და ჩემი სახელი მთელ დედამიწას ეუწყოს“.+ 18  ასე რომ, თუ სურს, შეიწყალებს,+ და თუ სურს, დაუშვებს, რომ გაჯიუტდეს.+ 19  მაგრამ შენ მკითხავ: „მაშ, რაღად სდებს ბრალს? ვინ აღუდგება წინ მის გამჟღავნებულ ნებას?“+ 20  ვინა ხარ შენ, ადამიანო,+ რომ სიტყვას უბრუნებ ღმერთს?+ განა ნაკეთობა ეტყვის გამკეთებელს, ასეთი რატომ შემქმენიო?+ 21  როგორ? ნუთუ მეთუნეს+ უფლება არა აქვს, რომ მოზელილი თიხისგან ერთი ჭურჭელი საპატიო ხმარებისთვის გააკეთოს, მეორე კი — არასაპატიო ხმარებისთვის?+ 22  მერე რა, რომ ღმერთი, რომელსაც სურს, აჩვენოს თავისი რისხვა და აუწყოს თავისი ძლიერება, დიდი სულგრძელობით უთმენდა დასაღუპავად გამზადებულ რისხვის ჭურჭელს,+ 23  რათა ეჩვენებინა თავისი დიდების სიმდიდრე+ წყალობის ჭურჭელზე,+ რომელიც წინასწარ გაამზადა სადიდებლად,+ 24  ანუ ჩვენზე, რომლებსაც მოგვიწოდა არა მხოლოდ იუდეველთაგან, არამედ უცხოტომელთაგანაც?+ 25  როგორც ოსიაში ამბობს: «ვინც არ არის ჩემი ხალხი,+ მას ვუწოდებ ჩემს ხალხს და ვინც არ არის საყვარელი, მას ვუწოდებ საყვარელს,+ 26  და იქ, სადაც ნათქვამი იყო მათ მიმართ: „ჩემი ხალხი არა ხართ“, მათ „ცოცხალი ღვთის ძეები“ ეწოდებათ».+ 27  ესაია ღაღადებს ისრაელზე: „ისრაელის ძეთა რიცხვი ზღვის ქვიშასავითაც რომ იყოს,+ მხოლოდ ნაწილი გადარჩება,+ 28  რადგან იეჰოვა სამართალს აღასრულებს დედამიწაზე, საბოლოოდ და დაუყოვნებლივ“.+ 29  და როგორც ესაიას წინასწარ ჰქონდა ნათქვამი: „ლაშქართა ღმერთ იეჰოვას+ რომ არ დაეტოვებინა შთამომავლობა ჩვენთვის, სოდომივით ვიქნებოდით და გომორას დავემსგავსებოდით“.+ 30  მაშ, რას ვიტყვით? იმას, რომ უცხოტომელებმა, რომლებიც სიმართლისკენ არ ისწრაფოდნენ, მიაღწიეს სიმართლეს,+ რომელიც რწმენას მოაქვს.+ 31  ისრაელმა კი, თუმცა სიმართლის კანონისკენ ისწრაფოდა, ვერ მიაღწია მიზანს.+ 32  რატომ? იმიტომ, რომ რწმენით კი არ ისწრაფოდა მისკენ, არამედ საქმეებით.+ მათ ფეხი წამოჰკრეს „დაბრკოლების ქვას“,+ 33  როგორც დაწერილია: „აი, ვდებ სიონში დაბრკოლების ქვასა+ და შეფერხების კლდეს,+ მაგრამ მას, ვისაც სწამს ის, იმედი არ გაუცრუვდება“.+

სქოლიოები