არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

რომაელები 4:1—25

4  თუ ეს ასეა, მაშ, რას ვიტყვით აბრაამზე, ჩვენს ხორციელ წინაპარზე?+  აბრაამი რომ თავისი საქმეებით ყოფილიყო მართლად აღიარებული,+ საამაყო ექნებოდა, მაგრამ არა ღვთის წინაშე.  რას ამბობს წმინდა წერილი? „აბრაამმა ირწმუნა იეჰოვა და ეს სიმართლედ ჩაეთვალა“.+  კაცს, რომელიც საქმეს აკეთებს,+ ეკუთვნის გასამრჯელო+ და წყალობად+ არ ეთვლება.  მას კი, ვინც არ აკეთებს, მაგრამ სწამს+ ის, ვინც უღმერთოს მართლად აღიარებს, რწმენა სიმართლედ+ ეთვლება.  დავითიც ბედნიერს უწოდებს კაცს, რომელსაც ღმერთი მართლად თვლის საქმეებისგან დამოუკიდებლად:  „ბედნიერნი არიან ისინი, ვისაც უკანონო საქმეები ეპატიათ+ და ვისი ცოდვებიც დაიფარა.+  ბედნიერია კაცი, რომელსაც იეჰოვა ცოდვას არ ჩაუთვლის“.+  ეს ბედნიერება მხოლოდ წინადაცვეთილებს აქვთ თუ წინადაუცვეთელებსაც?+ ჩვენ ვამბობთ, რომ აბრაამს რწმენა სიმართლედ ჩაეთვალა.+ 10  მაგრამ როდის ჩაეთვალა? წინადაცვეთილს თუ წინადაუცვეთელს?+ წინადაცვეთილს კი არა, წინადაუცვეთელს. 11  და მიიღო ნიშანი,+ წინადაცვეთა, იმის ბეჭედი, რომ წინადაუცვეთელობისას რწმენით მართლად იქნა აღიარებული, რათა ყველა წინადაუცვეთელი მორწმუნის+ მამა+ გამხდარიყო, რომ ისინიც ჩათვლილიყვნენ მართლებად, 12  აგრეთვე გამხდარიყო წინადაცვეთილ შთამომავალთა მამა, რომლებიც არა მხოლოდ წინადაცვეთილები არიან, არამედ იმ რწმენის კვალს მიჰყვებიან, წინადაუცვეთელობისას რომ ჰქონდა ჩვენს მამა+ აბრაამს. 13  აბრაამს ან მის შთამომავლობას კანონის მეშვეობით კი არ მიეცა დაპირება,+ რომ ქვეყნიერების მემკვიდრე გახდებოდა, არამედ იმის გამო, რომ რწმენით მართლად იქნა აღიარებული.+ 14  თუ კანონის დამცველები მემკვიდრეები არიან, მაშინ რწმენა ფუჭი ყოფილა და დანაპირები გაუქმებულა.+ 15  სინამდვილეში, კანონი რისხვას წარმოქმნის,+ ხოლო სადაც კანონი არ არის, იქ არც დარღვევაა.+ 16  მაშასადამე, ეს მოხდა რწმენის შედეგად, რათა ეს წყალობით+ ყოფილიყო და დანაპირები+ განმტკიცებულიყო მთელი მისი შთამომავლობისთვის+ — არა მხოლოდ მათთვის, ვინც კანონს მიჰყვება, არამედ მათთვისაც, ვინც აბრაამს მიჰყვება რწმენაში (ის ყველა ჩვენგანის მამაა,+ 17  როგორც დაწერილია: „მე დაგნიშნე მრავალი ხალხის მამად“).+ ეს მოხდა ღვთის წინაშე, ვისიც მას სწამდა და ვინც მკვდრებს აცოცხლებს+ და ისე მიმართავს არარსებულს, თითქოს არსებობდეს.+ 18  მას იმედის საფუძველი არ ჰქონდა, მაგრამ მაინც ჰქონდა იმედი და სწამდა,+ რომ მრავალი ხალხის მამა გახდებოდა,+ როგორც ღმერთს ჰქონდა მისთვის ნათქვამი: „ასევე იქნება შენი შთამომავლობაც“.+ 19  თუმცა რწმენა არ შესუსტებია, ას წელს მიღწეული,+ ხედავდა, რომ სხეული გამოფიტული+ ჰქონდა და სარასაც უკვე ჩამკვდარი ჰქონდა საშვილოსნო.+ 20  მაგრამ, რაკი ღმერთი დაჰპირდა,+ არ დაეჭვებულა ურწმუნოებით,+ არამედ რწმენამ გააძლიერა,+ ღმერთს ადიდებდა 21  და სრულიად იყო დარწმუნებული, რომ ღმერთს დანაპირების შესრულებაც შეეძლო.+ 22  ამიტომაც „ეს სიმართლედ ჩაეთვალა“.+ 23  და რომ ჩაეთვალა,+ მხოლოდ მისი გულისთვის კი არ დაიწერა,+ 24  არამედ ჩვენი გულისთვისაც, ვისაც ასევე ჩაგვეთვლება, რადგან გვწამს მისი, ვინც მკვდრეთით აღადგინა ჩვენი უფალი იესო.+ 25  ის ჩვენი შეცოდებებისთვის+ გადაეცა და აღდგა, რათა მართლებად გვაღიაროს.+

სქოლიოები