წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

რომაელები 2:1—29

2  ამიტომ, ვინც არ უნდა იყო, ადამიანო,+ გამართლება არა გაქვს, თუკი სხვას ასამართლებ,+ რადგან რაშიც სხვას ასამართლებ, იმაში საკუთარ თავს სდებ მსჯავრს, ვინაიდან სხვისი გამსამართლებელი+ იმავეს სჩადიხარ.+  ჩვენ კი ვიცით, რომ ჭეშმარიტების+ თანახმად ღვთის სასამართლო ამის ჩამდენთა წინააღმდეგაა.  ხომ არ გგონია, ადამიანო,+ რომ თუკი ამის ჩამდენთ ასამართლებ, ხოლო თვითონ იმავეს სჩადიხარ, ღვთის სასამართლოს გაექცევი?+  ან იქნებ გძულს სიკეთის,+ დიდსულოვნებისა+ და სულგრძელობის+ სიმდიდრე, რადგან არ იცი, რომ ღვთის სიკეთეს მონანიებისკენ მიჰყავხარ?+  შენი სიჯიუტითა+ და მოუნანიებელი გულით+ აგროვებ რისხვას,+ რომელიც თავს დაგატყდება ღვთის სამართლიანი განაჩენის+ გამოცხადებისა+ და რისხვის დღეს.+  ის თითოეულს თავისი საქმეებისამებრ მიუზღავს:+  მარადიულ სიცოცხლეს მათ, ვინც მოთმინებით აკეთებს სიკეთეს, რითაც დიდებას, პატივსა და უხრწნელობას+ ეძებენ,  ხოლო მათ, ვისაც კამათი უყვარს+ და ჭეშმარიტების+ ნაცვლად უმართლობას ემორჩილება, რისხვასა და გულისწყრომას,+  გასაჭირსა და ვაებას მიუზღავს ყოველი ადამიანის სულს, რომელიც ბოროტებას სჩადის — ჯერ იუდეველებს,+ მერე კი ბერძნებს;+ 10  დიდებას, პატივსა და მშვიდობას კი მიაგებს ყველას, ვინც კარგს აკეთებს+ — ჯერ იუდეველებს,+ მერე კი ბერძნებს,+ 11  რადგან ღმერთი მიუკერძოებელია.+ 12  ყველა, ვინც კანონის გარეშე სცოდავდა, კანონის გარეშე დაიღუპება;+ ხოლო ყველა, ვინც კანონს ექვემდებარებოდა+ და სცოდავდა, კანონით გასამართლდება.+ 13  კანონის მომსმენნი კი არ არიან ღვთის წინაშე მართლები, არამედ კანონის შემსრულებელნი+ იქნებიან აღიარებულნი მართლებად.+ 14  როცა უცხოტომელები,+ რომლებსაც კანონი არა აქვთ,+ თავიანთი ბუნებით ასრულებენ იმას, რაც კანონშია,+ ისინი, თუმცა კანონი არა აქვთ, თავიანთი თავის კანონი არიან. 15  ისინი აჩვენებენ, რომ კანონის არსი გულებში უწერიათ.+ ამას მათთან ერთად მოწმობს მათი სინდისიც+ და საკუთარი აზრები ხან ბრალს სდებენ+ მათ, ხან ამართლებენ. 16  ეს იქნება იმ დღეს, როცა ღმერთი ქრისტე იესოს მეშვეობით ადამიანთა+ ფარულ+ საქმეებს გაასამართლებს+ იმ სასიხარულო ცნობის მიხედვით, რომელსაც მე ვაუწყებ.+ 17  თუ შენ იუდეველი გქვია,+ კანონით ხელმძღვანელობ+ და ღმერთით ამაყობ,+ 18  იცი მისი ნება,+ იწონებ საუკეთესოს, რადგან კანონი ზეპირგადმოცემით გაქვს ნასწავლი,+ 19  დარწმუნებული ხარ, რომ ბრმებისთვის მეგზური ხარ+ და ბნელში მყოფთათვის — სინათლე,+ 20  უგუნურთა გამომასწორებელი+ და ჩვილთა მასწავლებელი+ ხარ და კანონში მოცემული ჭეშმარიტებისა+ და ცოდნის მონახაზი გაქვს,+ 21  სხვებს ასწავლი და საკუთარ თავს არა?+ ქადაგებ, არ მოიპაროო+ და იპარავ?+ 22  ამბობ, არ იმრუშოო+ და მრუშობ? კერპები გეზიზღება და თან ტაძრებს ძარცვავ?+ 23  კანონით ამაყობ და თან კანონის დარღვევით+ ღმერთს შეურაცხყოფ? 24  „თქვენ გამო უცხოტომელები ღვთის სახელს გმობენ“,+ როგორც დაწერილია. 25  წინადაცვეთას+ მაშინ მოაქვს სარგებლობა, როცა კანონს ასრულებ,+ მაგრამ, თუ კანონს არღვევ, შენი წინადაცვეთა+ წინადაუცვეთელობა+ ხდება. 26  ამიტომ განა წინადაუცვეთელობა+ წინადაცვეთაში არ ჩაეთვლება წინადაუცვეთელს,+ რომელიც კანონის სამართლიან მოთხოვნებს+ იცავს? 27  და დაბადებიდან წინადაუცვეთელი, მაგრამ კანონის დამცველი, გაგასამართლებს შენ,+ ვისაც დაწერილ კანონთა კრებულიცა გაქვს და წინადაცვეთილიც ხარ, მაგრამ კანონს არღვევ. 28  ის კი არ არის იუდეველი, ვინც გარეგნულად არის ასეთი,+ და ის კი არ არის წინადაცვეთა, რაც გარეგნულად ჩანს ხორცზე,+ 29  არამედ იუდეველია ის, ვინც შინაგანად არის ასეთი+ და ვისი გულიც წინადაცვეთილია+ სულით და არა დაწერილ კანონთა კრებულით.+ ასეთ ადამიანს ქება+ აქვს არა ადამიანთაგან, არამედ ღვთისგან.+

სქოლიოები