წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

რომაელები 14:1—23

14  გულთბილად მიიღეთ ის, ვინც სუსტია+ რწმენაში, მაგრამ დასკვნებს ნუ გამოიტანთ შინაგან+ ეჭვებზე დაფუძნებით.  ზოგს ისეთი რწმენა აქვს, რომ ყველაფერს ჭამს,+ სუსტი კი მხოლოდ მწვანილეულს ჭამს.  ვინც ჭამს, ზემოდან ნუ დაუწყებს ყურებას იმას, ვინც არა ჭამს;+ და ვინც არა ჭამს, ნუ გაასამართლებს იმას, ვინც ჭამს, რადგან ღმერთმა გულთბილად მიიღო იგი.  ვინა ხარ შენ, რომ სხვის მოსამსახურეს ასამართლებ?+ დგას თუ ეცემა, ეს მისი ბატონის საქმეა.+ ის არ წაიქცევა, რადგან იეჰოვას წყალობით დგას.+  ზოგი თვლის, რომ ერთი დღე მეორეზე მნიშვნელოვანია,+ ზოგისთვის კი ყველა დღე ერთნაირია.+ დაე, თითოეული ბოლომდე იყოს დარწმუნებული თავის აზრებში.  ვინც იცავს რომელიმე დღეს, იეჰოვასთვის იცავს, და ვინც ჭამს, იეჰოვასთვის ჭამს,+ რადგან მადლობას უხდის ღმერთს;+ ხოლო ვინც არ ჭამს, იეჰოვასთვის არ ჭამს+ და მაინც მადლობას უხდის ღმერთს.+  არც ერთი ჩვენგანი არ ცოცხლობს მხოლოდ საკუთარი თავისთვის+ და არც მხოლოდ საკუთარი თავისთვის კვდება ვინმე,  რადგან, თუ ვცოცხლობთ, იეჰოვასთვის ვცოცხლობთ+ და თუ ვკვდებით, იეჰოვასთვის ვკვდებით.+ ამიტომ ვცოცხლობთ თუ ვკვდებით, იეჰოვას ვეკუთვნით.+  ქრისტე იმისთვის მოკვდა და იმისთვის გაცოცხლდა,+ რომ მკვდრებისა+ და ცოცხლების უფალი ყოფილიყო.+ 10  რატომ ასამართლებ შენს ძმას?+ ან ზემოდან რატომ დაჰყურებ? ყველანი წარვდგებით ღვთის სასამართლო ტახტის წინაშე,+ 11  რადგან დაწერილია: „ცოცხალი ვარ, — ამბობს იეჰოვა,+ — ჩემ წინაშე მოიდრიკება ყოველი მუხლი და ყოველი ენა აღიარებს ღმერთს“.+ 12  ამრიგად, ყოველი ჩვენგანი საკუთარი თავისთვის აგებს პასუხს ღვთის წინაშე.+ 13  ამიტომ ნუღარ გავასამართლებთ+ ერთმანეთს, არამედ მივიღოთ გადაწყვეტილება,+ რომ ძმას არ დავუდოთ+ დაბრკოლების ლოდი+ ან ფეხწამოსაკრავი. 14  ვიცი და დარწმუნებული ვარ უფალ იესოში, რომ თავისთავად არაფერია შებილწული,+ მაგრამ, თუ ვინმე შებილწულად მიიჩნევს რამეს, ის მისთვის არის შებილწული.+ 15  თუ შენი ძმა დანაღვლიანდა საჭმლის გამო, შენ უკვე აღარ იქცევი სიყვარულით.+ ნუ დაღუპავ შენი საჭმლით მას, ვისთვისაც ქრისტე მოკვდა.+ 16  დასაგმობი ნუ გახდება თქვენი კარგი საქმეები, 17  რადგან ღვთის სამეფო+ საჭმელ-სასმელი+ კი არ არის, არამედ სიმართლე,+ მშვიდობა+ და სიხარული+ წმინდა სულში. 18  ვინც ასე ემსახურება ქრისტეს, როგორც მონა, მოსაწონია ღვთისთვისაც და ადამიანებისთვისაც.+ 19  მაშ, იმისკენ ვისწრაფოთ, რაც მშვიდობასა+ და ერთმანეთის აღშენებას ემსახურება.+ 20  ნუღარ დაანგრევ ღვთის საქმეებს საჭმლის გულისთვის.+ მართალია, ყველაფერი სუფთაა, მაგრამ საზიანოა ადამიანისთვის, თუ ჭამს და ამით სხვას აბრკოლებს.+ 21  კარგს იზამ, თუ არ შეჭამ ხორცს, არ დალევ ღვინოს ან არ გააკეთებ ისეთ რამეს, რაც აბრკოლებს შენს ძმას.+ 22  როგორი რწმენაც გაქვს, შენთვის გქონდეს ღვთის წინაშე.+ ბედნიერია კაცი, რომელიც არ ასამართლებს თავის თავს იმის გამო, რასაც ირჩევს. 23  მაგრამ, თუ ეჭვობს და ჭამს,+ მსჯავრი დაედება, რადგან რწმენით არა ჭამს. რაც რწმენით არ არის, ყველაფერი ცოდვაა.+

სქოლიოები