წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

რომაელები 13:1—14

13  ყოველი სული* დაემორჩილოს+ უმაღლეს ხელისუფალთ,+ რადგან ყველა ხელისუფლება+ ღვთისგანაა.+ არსებულ ხელისუფალთ ღვთის+ მიერ დადგენილი სხვადასხვა მდგომარეობა უკავიათ.+  ამიტომ, ვინც ხელისუფლებას ეწინააღმდეგება, ღვთის მიერ დადგენილი წესრიგის წინააღმდეგია და ასეთებს მსჯავრი დაედებათ.+  მმართველები მაშინ კი არ არიან საშიშნი, როცა კარგს აკეთებ, არამედ მაშინ, როცა ცუდს აკეთებ.+ გინდა, რომ ხელისუფლებისა არ გეშინოდეს? კარგი აკეთე+ და ქებას მიიღებ მისგან,  რადგან ის ღვთის მსახურია შენ სასარგებლოდ.+ მაგრამ, თუ ბოროტებას სჩადიხარ,+ გეშინოდეს, რადგან ის ტყუილუბრალოდ არ ატარებს მახვილს. ის ღვთის მსახურია და რისხვით იძიებს შურს+ ბოროტმოქმედებზე.  ასე რომ, საფუძვლიანი მიზეზი გაქვთ მორჩილებისთვის, მაგრამ არა მარტო რისხვის გამო, არამედ თქვენი სინდისის გამოც.+  ამიტომაც იხდით გადასახადებს, რადგან ისინი ღვთის მსახურები+ არიან ხალხის საკეთილდღეოდ და გამუდმებით ემსახურებიან ამ საქმეს.  ვისაც რა ეკუთვნის, ის მიეცით: ვისაც გადასახადი — გადასახადი,+ ვისაც ხარკი — ხარკი, ვისაც შიში — შიში,+ ვისაც პატივი — პატივი.+  არავისი არაფერი გემართოთ+ გარდა ერთმანეთის სიყვარულისა,+ რადგან ვისაც სხვა უყვარს, კანონი შეასრულა.+  კანონები: „არ იმრუშო,+ არ მოკლა,+ არ მოიპარო,+ სხვისი არაფერი ისურვო“+ და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“.+ 10  სიყვარული+ ბოროტს არ უკეთებს მოყვასს.+ ამიტომ სიყვარული კანონის+ შესრულებაა. 11  მაშ, ასე მოიქეცით, რადგან იცით, რა დროა: დადგა თქვენი გამოღვიძების საათი,+ ვინაიდან ხსნა ახლა უფრო ახლოა, ვიდრე მაშინ, როცა ვირწმუნეთ.+ 12  ღამე იწურება და დღე+ ახლოვდება. მაშ, მოვიშოროთ სიბნელის საქმეები+ და შევიმოსოთ სინათლის საჭურვლით.+ 13  წესიერებით ვიაროთ,+ როგორც დღისით, არა ღრეობითა და გადამეტებული სმით,+ არა უზნეობითა და თავაშვებულობით,+ არა დავითა+ და შურით, 14  არამედ შეიმოსეთ უფალი იესო ქრისტე+ და ნუ შეადგენთ გეგმებს, როგორ დაიკმაყოფილოთ ხორცის სურვილები.+

სქოლიოები

ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.