წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

რომაელები 12:1—21

12  მაშ, ძმებო, ღვთის თანაგრძნობით გეხვეწებით: წარადგინეთ თქვენი სხეულები+ ცოცხალ,+ წმინდა,+ ღვთისთვის მოსაწონ+ მსხვერპლად,+ რაც გააზრებული+ წმინდა მსახურებაა.+  ნუღარ იცხოვრებთ ქვეყნიერების* ყაიდაზე,+ არამედ განიახლეთ გონება+ და გარდაიქმენით, რათა დარწმუნდეთ,+ რა არის ღვთის ნება — კარგი, მოსაწონი და სრულყოფილი.+  ჩემდამი გამოვლენილი წყალობით ვეუბნები ყოველ თქვენგანს: თქვენს თავზე იმაზე მეტად ნუ იფიქრებთ, ვიდრე უნდა ფიქრობდეთ,+ არამედ ისე იფიქრეთ, რომ საღი აზროვნება+ გქონდეთ, თითოეულმა იმ ზომით, რა ზომითაც+ ღმერთმა გიწილადათ რწმენა.+  ერთ სხეულში სხეულის ბევრი ნაწილი გვაქვს,+ მაგრამ ყველა ნაწილს ერთი დანიშნულება არა აქვს.  თუმცა ბევრნი ვართ, ჩვენც ერთი სხეული+ ვართ ქრისტესთან ერთობაში, ცალ-ცალკე კი სხეულის ნაწილები ვართ და ერთმანეთს ვეკუთვნით.+  ჩვენ მიმართ გამოვლენილი წყალობით+ სხვადასხვა ძღვენი+ გვაქვს. თუ წინასწარმეტყველება გვაქვს, ჩვენი წილხვდომილი რწმენის მიხედვით ვიწინასწარმეტყველოთ;  თუ მსახურება გვაქვს, ვიმსახუროთ;+ ვინც ასწავლის,+ ასწავლოს;+  ვინც შეაგონებს, შეაგონოს;+ ვინც გასცემს, გულუხვად გასცეს;+ ვინც ხელმძღვანელობს,+ ეს საქმე მთელი მონდომებით აკეთოს; ვინც შეიწყალებს,+ ხალისით შეიწყალოს.  თქვენი სიყვარული+ უთვალთმაქცო+ იყოს. ბოროტება შეიზიზღეთ+ და სიკეთეს მიეკარით.+ 10  ძმათმოყვარეობაში+ სათუთი გრძნობები გამოავლინეთ ერთმანეთის მიმართ. პატივისცემაში+ ერთმანეთს დაასწარით. 11  საქმეში ნუ იზოზინებთ.+ სულით აენთეთ.+ ემსახურეთ იეჰოვას, როგორც მისმა მონებმა.+ 12  იხარეთ იმედში.+ გაუძელით გასაჭირს.+ გამუდმებით ილოცეთ.+ 13  წმინდებს მათი საჭიროებისდა მიხედვით გაუზიარეთ ყველაფერი.+ სტუმართმოყვარეობა გამოიჩინეთ.+ 14  ლოცეთ თქვენი მდევნელები,+ ლოცეთ,+ ნუ დაწყევლით.+ 15  მოხარულებთან იხარეთ,+ მოტირალებთან იტირეთ. 16  სხვებზე ისევე იფიქრეთ, როგორც საკუთარ თავზე.+ ქედმაღლურად კი ნუ იფიქრებთ,+ არამედ იმას მიჰყევით, რაც თავმდაბლობის მაჩვენებელია.+ გონიერი ნუ გეგონებათ საკუთარი თავი.+ 17  ნურავის გადაუხდით სამაგიეროს.+ ის აკეთეთ, რაც ყველას თვალში კარგი იქნება. 18  რამდენადაც თქვენი მხრივ შესაძლებელია, მშვიდობიანად+ იყავით ყველასთან. 19  ნუ იძიებთ შურს,+ საყვარლებო, არამედ ადგილი მიეცით ღვთის რისხვას,+ რადგან დაწერილია: „ჩემია შურისძიება, მე მივუზღავ, — ამბობს იეჰოვა“.+ 20  მაგრამ, „თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე, თუ სწყურია, დაალევინე,+ რადგან ამით ნაკვერჩხლებს დააგროვებ მის თავზე“.+ 21  არ დაგძლიოს ბოროტებამ, არამედ შენ სძლიე ბოროტებას სიკეთით.+

სქოლიოები

ბერძნულად ეონ, რაც ნიშნავს გარკვეულ სისტემას ან წყობას.