არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

რიცხვები 7:1—89

7  იმ დღეს, როცა დაამთავრა მოსემ კარვის გაშლა,+ სცხო+ და განწმინდა ის და მთელი მისი მოწყობილობა, სამსხვერპლო და მთელი მისი მოწყობილობა, სცხო და განწმინდა.+  ისრაელის მთავრებმა,+ საგვარეულოების თავკაცებმა, რომლებიც ტომების თავკაცებიც იყვნენ და აღრიცხულებისაც, მიიტანეს ძღვენი+  და თავიანთი შესაწირავი იეჰოვას წინაშე: ექვსი ჩარდახიანი ურემი და თორმეტი ხარი, თითო ურემი ორ თავკაცზე და თითო ხარი თითოზე, და კარვის წინ მიიყვანეს.  უთხრა იეჰოვამ მოსეს:  „გამოართვი ისინი შეხვედრის კარვისთვის მსახურების შესასრულებლად და გადაეცი ლევიანებს, თითოეულს თავისი მსახურების მიხედვით“.  გამოართვა მოსემ ურმები და ხარები და ლევიანებს გადასცა.  ორი ურემი და ოთხი ხარი გერშონის ვაჟებს გადასცა თავიანთი მსახურების მიხედვით,+  და ოთხი ურემი და რვა ხარი მერარის ვაჟებს გადასცა თავიანთი მსახურების მიხედვით,+ აარონ მღვდლის ვაჟის, ითამარის ხელმძღვანელობით.+  კეჰათის ვაჟებისთვის არაფერი მიუცია, რადგან მათ წმინდა ადგილის მომსახურება ევალებოდათ.+ მათ მხრებით უნდა ეტარებინათ თავიანთი ტვირთი.+ 10  მიიტანეს თავკაცებმა თავიანთი ძღვენი სამსხვერპლოს მიძღვნისას,+ მისი ცხების დღეს. თავკაცებს თავიანთი შესაწირავი სამსხვერპლოს წინ მიჰქონდათ. 11  უთხრა იეჰოვამ მოსეს: „სამსხვერპლოს მიძღვნისთვის დღეში ერთმა თავკაცმა მიიტანოს თავისი შესაწირავი“.+ 12  პირველ დღეს თავისი შესაწირავი მიიტანა ნახშონმა,+ ამინადაბის ვაჟმა იუდას ტომიდან. 13  მისი შესაწირავი იყო: ასოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის ჯამი, სამოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის თასი წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით,+ — ორივე ზეთში მოზელილი წმინდად დაფქული ფქვილით სავსე, მარცვლეული შესაწირავისთვის,+ 14  საკმევლით სავსე ათშეკელიანი ერთი ოქროს სასმისი,+ 15  ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი წლის მამალი თოხლი დასაწვავი შესაწირავისთვის,+ 16  ერთი თიკანი ცოდვის შესაწირავისთვის+ 17  და ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი მამალი თოხლი, თითო წლისა, მშვიდობის+ მსხვერპლისთვის. ეს იყო ამინადაბის+ ვაჟის, ნახშონის შესაწირავი. 18  მეორე დღეს ძღვენი მიიტანა ნეთანელმა,+ ცუარის ვაჟმა, ისაქარის თავკაცმა. 19  მისი შესაწირავი იყო: ასოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის ჯამი, სამოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის თასი წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით, — ორივე ზეთში მოზელილი წმინდად დაფქული ფქვილით სავსე, მარცვლეული შესაწირავისთვის,+ 20  საკმევლით სავსე ათშეკელიანი ერთი ოქროს სასმისი, 21  ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი წლის მამალი თოხლი დასაწვავი შესაწირავისთვის,+ 22  ერთი თიკანი ცოდვის შესაწირავისთვის+ 23  და ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი მამალი თოხლი, თითო წლისა, მშვიდობის+ მსხვერპლისთვის. ეს იყო ცუარის ვაჟის, ნეთანელის შესაწირავი. 24  მესამე დღეს — ზებულონის ძეების თავკაცმა ელიაბმა,+ ხელონის ვაჟმა. 25  მისი შესაწირავი იყო: ასოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის ჯამი, სამოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის თასი წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით, — ორივე ზეთში მოზელილი წმინდად დაფქული ფქვილით სავსე, მარცვლეული შესაწირავისთვის, — 26  საკმევლით სავსე ათშეკელიანი ერთი ოქროს სასმისი, 27  ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი წლის მამალი თოხლი დასაწვავი შესაწირავისთვის,+ 28  ერთი თიკანი ცოდვის შესაწირავისთვის+ 29  და ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი მამალი თოხლი, თითო წლისა, მშვიდობის+ მსხვერპლისთვის. ეს იყო ხელონის ვაჟის, ელიაბის შესაწირავი.+ 30  მეოთხე დღეს — რეუბენის ძეების თავკაცმა ელიცურმა,+ შედურის ვაჟმა. 31  მისი შესაწირავი იყო: ასოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის ჯამი, სამოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის თასი წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით, — ორივე ზეთში მოზელილი წმინდად დაფქული ფქვილით სავსე, მარცვლეული შესაწირავისთვის,+ 32  საკმევლით სავსე ათშეკელიანი ერთი ოქროს სასმისი, 33  ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი წლის მამალი თოხლი დასაწვავი შესაწირავისთვის,+ 34  ერთი თიკანი ცოდვის შესაწირავისთვის+ 35  და ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი მამალი თოხლი, თითო წლისა, მშვიდობის+ მსხვერპლისთვის. ეს იყო შედურის ვაჟის, ელიცურის შესაწირავი.+ 36  მეხუთე დღეს — სიმონის ძეების თავკაცმა შელუმიელმა,+ ცურიშადაის ვაჟმა. 37  მისი შესაწირავი იყო: ასოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის ჯამი, სამოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის თასი წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით, — ორივე ზეთში მოზელილი წმინდად დაფქული ფქვილით სავსე, მარცვლეული შესაწირავისთვის,+ 38  საკმევლით სავსე ათშეკელიანი ერთი ოქროს სასმისი, 39  ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი წლის მამალი თოხლი დასაწვავი შესაწირავისთვის,+ 40  ერთი თიკანი ცოდვის შესაწირავისთვის+ 41  და ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი მამალი თოხლი, თითო წლისა, მშვიდობის+ მსხვერპლისთვის. ეს იყო ცურიშადაის ვაჟის, შელუმიელის შესაწირავი.+ 42  მეექვსე დღეს — გადის ძეების თავკაცმა ელიასაფმა,+ დეუელის ვაჟმა. 43  მისი შესაწირავი იყო: ასოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის ჯამი, სამოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის თასი წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით, — ორივე ზეთში მოზელილი წმინდად დაფქული ფქვილით სავსე, მარცვლეული შესაწირავისთვის,+ 44  საკმევლით+ სავსე ათშეკელიანი ერთი ოქროს სასმისი, 45  ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი წლის მამალი თოხლი დასაწვავი შესაწირავისთვის,+ 46  ერთი თიკანი ცოდვის შესაწირავისთვის+ 47  და ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი მამალი თოხლი, თითო წლისა, მშვიდობის+ მსხვერპლისთვის. ეს იყო დეუელის ვაჟის, ელიასაფის შესაწირავი.+ 48  მეშვიდე დღეს — ეფრემის ძეების თავკაცმა ელიშამამ,+ ამიჰუდის ვაჟმა. 49  მისი შესაწირავი იყო: ასოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის ჯამი, სამოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის თასი წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით, — ორივე ზეთში მოზელილი წმინდად დაფქული ფქვილით სავსე, მარცვლეული შესაწირავისთვის,+ 50  საკმევლით სავსე ათშეკელიანი ერთი ოქროს სასმისი, 51  ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი წლის მამალი თოხლი დასაწვავი შესაწირავისთვის,+ 52  ერთი თიკანი ცოდვის შესაწირავისთვის+ 53  და ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი მამალი თოხლი, თითო წლისა, მშვიდობის+ მსხვერპლისთვის. ეს იყო ამიჰუდის ვაჟის, ელიშამას შესაწირავი.+ 54  მერვე დღეს — მენაშეს ძეების თავკაცმა გამალიელმა,+ ფედაცურის ვაჟმა. 55  მისი შესაწირავი იყო: ასოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის ჯამი, სამოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის თასი წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით, — ორივე ზეთში მოზელილი წმინდად დაფქული ფქვილით სავსე, მარცვლეული შესაწირავისთვის,+ 56  საკმევლით+ სავსე ათშეკელიანი ერთი ოქროს სასმისი, 57  ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი წლის მამალი თოხლი დასაწვავი შესაწირავისთვის,+ 58  ერთი თიკანი ცოდვის შესაწირავისთვის+ 59  და ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი მამალი თოხლი, თითო წლისა, მშვიდობის+ მსხვერპლისთვის. ეს იყო ფედაცურის ვაჟის, გამალიელის შესაწირავი.+ 60  მეცხრე დღეს — ბენიამინის ძეების თავკაცმა+ აბიდანმა,+ გიდეონის ვაჟმა. 61  მისი შესაწირავი იყო: ასოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის ჯამი, სამოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის თასი წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით, — ორივე ზეთში მოზელილი წმინდად დაფქული ფქვილით სავსე, მარცვლეული შესაწირავისთვის,+ 62  საკმევლით სავსე ათშეკელიანი ერთი ოქროს სასმისი, 63  ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი წლის მამალი თოხლი დასაწვავი შესაწირავისთვის,+ 64  ერთი თიკანი ცოდვის შესაწირავისთვის+ 65  და ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი მამალი თოხლი, თითო წლისა, მშვიდობის+ მსხვერპლისთვის. ეს იყო გიდეონის ვაჟის, აბიდანის შესაწირავი.+ 66  მეათე დღეს — დანის ძეების თავკაცმა ახიეზერმა,+ ამიშადაის ვაჟმა. 67  მისი შესაწირავი იყო: ასოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის ჯამი, სამოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის თასი წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით, — ორივე ზეთში მოზელილი წმინდად დაფქული ფქვილით სავსე, მარცვლეული შესაწირავისთვის,+ 68  საკმევლით სავსე ათშეკელიანი ერთი ოქროს სასმისი, 69  ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი წლის მამალი თოხლი დასაწვავი შესაწირავისთვის,+ 70  ერთი თიკანი ცოდვის შესაწირავისთვის+ 71  და ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი მამალი თოხლი, თითო წლისა, მშვიდობის+ მსხვერპლისთვის. ეს იყო ამიშადაის ვაჟის, ახიეზერის შესაწირავი.+ 72  მეთერთმეტე დღეს — აშერის ძეების თავკაცმა ფაგიელმა,+ ოქრანის ვაჟმა. 73  მისი შესაწირავი იყო: ასოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის ჯამი, სამოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის თასი წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით, — ორივე ზეთში მოზელილი წმინდად დაფქული ფქვილით სავსე, მარცვლეული შესაწირავისთვის,+ 74  საკმევლით სავსე ათშეკელიანი ერთი ოქროს სასმისი,+ 75  ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი წლის მამალი თოხლი დასაწვავი შესაწირავისთვის,+ 76  ერთი თიკანი ცოდვის შესაწირავისთვის+ 77  და ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი მამალი თოხლი, თითო წლისა, მშვიდობის+ მსხვერპლისთვის. ეს იყო ოქრანის ვაჟის, ფაგიელის შესაწირავი.+ 78  მეთორმეტე დღეს — ნაფთალის ძეების თავკაცმა ახირამ,+ ენანის ვაჟმა. 79  მისი შესაწირავი იყო: ასოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის ჯამი, სამოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის თასი წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით, — ორივე ზეთში მოზელილი წმინდად დაფქული ფქვილით სავსე, მარცვლეული შესაწირავისთვის,+ 80  საკმევლით სავსე ათშეკელიანი ერთი ოქროს სასმისი,+ 81  ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი წლის მამალი თოხლი დასაწვავი შესაწირავისთვის,+ 82  ერთი თიკანი ცოდვის შესაწირავისთვის+ 83  და ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი მამალი თოხლი, თითო წლისა, მშვიდობის+ მსხვერპლისთვის. ეს იყო ენანის ვაჟის, ახირას შესაწირავი.+ 84  ეს იყო ისრაელის თავკაცების+ შესაწირავი სამსხვერპლოს მიძღვნისას,+ მისი ცხების დღეს: თორმეტი ვერცხლის ჯამი, თორმეტი ვერცხლის თასი,+ თორმეტი ოქროს სასმისი; 85  თორმეტივე ვერცხლის ჯამი ასოცდაათშეკელიანი იყო, თითო თასი — სამოცდაათშეკელიანი, მთელი ჭურჭლის ვერცხლი ორი ათას ოთხასი შეკელი იყო წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით,+ 86  საკმევლით სავსე თორმეტივე ოქროს სასმისი+ სათითაოდ ათშეკელიანი იყო წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით. სასმისების ოქრო ას ოცი შეკელი იყო. 87  დასაწვავი შესაწირავისთვის+ იყო: თორმეტი ხარი, თორმეტი ვერძი, თორმეტი მამალი თოხლი, თითო წლისა, მათი მარცვლეული+ შესაწირავი და თორმეტი თიკანი ცოდვის შესაწირავისთვის.+ 88  მშვიდობის+ მსხვერპლისთვის იყო: ოცდაოთხი ხარი, სამოცი ვერძი, სამოცი ვაცი, სამოცი მამალი თოხლი, თითო წლისა. ეს იყო შესაწირავი სამსხვერპლოს მიძღვნისას,+ მისი ცხების დღეს.+ 89  როდესაც მოსე შეხვედრის კარავში შედიოდა მასთან სალაპარაკოდ,+ ესმოდა მოსაუბრე ხმა მოწმობის კიდობნის სახურავიდან,+ ორი ქერუბიმის შუიდან;+ და ისიც ესაუბრებოდა მას.

სქოლიოები