წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

რიცხვები 34:1—29

34  უთხრა იეჰოვამ მოსეს:  „უბრძანე ისრაელის ძეებს და უთხარი: შედიხართ ქანაანის მიწაზე.+ მემკვიდრეობად+ გერგებათ ქანაანის მიწა თავისი საზღვრებით.+  თქვენი იქნება სამხრეთი მხარე ცინის უდაბნოდან ედომის+ გაყოლებაზე; სამხრეთით თქვენი საზღვარი იქნება მარილოვანი ზღვიდან+ აღმოსავლეთით.  საზღვარი გაგრძელდება აკრაბიმის+ მაღლობის სამხრეთით ცინის უდაბნოსკენ და კადეშ-ბარნეას+ სამხრეთით დამთავრდება, იქიდან ხაცარ-ადარისკენ+ გაგრძელდება და აცმონს ჩაუვლის.  აცმონიდან საზღვარი ეგვიპტის ხევისკენ+ გაგრძელდება და ზღვასთან* დამთავრდება.+  დასავლეთ საზღვრად+ დიდი ზღვა და სანაპირო იქნება. ეს იქნება თქვენი საზღვარი დასავლეთით.  ჩრდილოეთით დიდი ზღვიდან ჰორის მთამდე*+ გაატარეთ საზღვარი.  ჰორის მთიდან ხამათის+ შესასვლელამდე გაატარეთ საზღვარი, რომელიც ცედადთან+ დამთავრდება.  საზღვარი ავა ზიფრონისკენ და ხაცარ-ენანთან+ დამთავრდება. ეს იქნება თქვენი საზღვარი ჩრდილოეთით. 10  აღმოსავლეთით საზღვარი ხაცარ-ენანიდან შეფამამდე გაატარეთ. 11  შეფამიდან საზღვარი რიბლისკენ* დაეშვება აინის აღმოსავლეთით. დაეშვება საზღვარი და მიადგება ქინერეთის+ ზღვის აღმოსავლეთ ფერდობს. 12  დაეშვება საზღვარი იორდანისკენ და მარილოვან ზღვასთან+ დამთავრდება. ეს იქნება თქვენი მიწა+ და მისი საზღვრები“. 13  უბრძანა მოსემ ისრაელის ძეებს: „ეს ის მიწაა, რომელსაც წილისყრით+ დაიმკვიდრებთ, რისი მიცემაც ბრძანა იეჰოვამ ცხრა ტომისთვის და ნახევარი ტომისთვის.+ 14  რეუბენელთა ძეების ტომს თავიანთი საგვარეულოების მიხედვით და გადელთა ძეების ტომს თავიანთი საგვარეულოების მიხედვით უკვე მიღებული აქვთ სამკვიდრო; მენაშეს ტომის ნახევარმაც უკვე მიიღო.+ 15  ორმა ტომმა და ნახევარმა უკვე მიიღო სამკვიდრო იორდანის მხარეში, იერიხონთან, აღმოსავლეთით, მზის ამოსავლის მხარეს“.+ 16  უთხრა იეჰოვამ მოსეს: 17  „აი მათი სახელები, ვინც ხალხს მიწას დაუნაწილებს: ელეაზარ+ მღვდელი და იესო ნავეს ძე.+ 18  მიწის დასანაწილებლად თითო ტომიდან თითო თავკაცი გამოყავით.+ 19  მათი სახელებია: ქალებ იეფუნეს ძე+ იუდას+ ტომიდან; 20  შემუელი, ამიჰუდის ვაჟი, სიმონის+ ძეების ტომიდან; 21  ელიდადი, ქისლონის ვაჟი, ბენიამინის+ ტომიდან; 22  თავკაცი ბუკი, იოგლის ვაჟი, დანის+ ძეების ტომიდან; 23  თავკაცი ხანიელი, ეფოდის ვაჟი, იოსების+ ძეებიდან, მენაშეს+ ძეების ტომიდან, 24  და თავკაცი კემუელი, შიფტანის ვაჟი, ეფრემის+ ძეების ტომიდან; 25  თავკაცი ელიცაფანი, ფარნაქის ვაჟი, ზებულონის+ ძეების ტომიდან; 26  თავკაცი ფალტიელი, აზანის ვაჟი, ისაქარის+ ძეების ტომიდან; 27  თავკაცი ახიჰუდი, შელომის ვაჟი, აშერის+ ძეების ტომიდან; 28  თავკაცი ფედაელი, ამიჰუდის ვაჟი, ნაფთალის+ ძეების ტომიდან“. 29  იეჰოვას ბრძანებით ისრაელის ძეებიდან ესენი უნდა დაუფლებოდნენ ქანაანის მიწას.+

სქოლიოები

ანუ დიდი ზღვა, ხმელთაშუა ზღვა.
უცნობია მთის ადგილმდებარეობა. შესაძლოა, ლიბანის მთაგრეხილის ერთ-ერთი მწვერვალიც იყოს.
ქანაანის მიწის აღმოსავლეთ საზღვართან მდებარე ადგილი, და არა ქალაქი რიბლა ხამათის მიწაზე.