არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

რიცხვები 33:1—56

33  აი, როგორ გადაადგილდებოდნენ ეგვიპტიდან გამოსული ისრაელის ძეთა+ ლაშქრები+ მოსესა და აარონის ხელმძღვანელობით.+  იწერდა მოსე იმ ადგილებს, სადაც იეჰოვას ბრძანებისამებრ გადადიოდნენ. აი საიდან სად გადაადგილდნენ ისინი:+  პირველ თვეს, თვის მეთხუთმეტე დღეს+ დაიძრნენ რამსესიდან.+ ისრაელის ძეები პასექის+ მეორე დღესვე აღმართული ხელით გამოვიდნენ ყველა ეგვიპტელის თვალწინ,+  როცა ეგვიპტელები თავიანთ პირმშოებს მარხავდნენ,+ რომლებიც იეჰოვამ დაუხოცა; იეჰოვამ განაჩენი აღასრულა მათ ღმერთებზე.+  დაიძრნენ ისრაელის ძეები რამსესიდან+ და დაბანაკდნენ სუქოთში.+  დაიძრნენ სუქოთიდან და დაბანაკდნენ ეთამში,+ უდაბნოს პირას.  დაიძრნენ ეთამიდან და გაბრუნდნენ ფი-ჰახიროთისკენ,+ რომელიც ბაალ-ცეფონიდან+ მოჩანს, და დაბანაკდნენ მიგდოლის+ წინ.  დაიძრნენ ფი-ჰახიროთიდან და ზღვის შუაში+ გავიდნენ, უდაბნოს მიმართულებით.+ სამი დღის სავალზე იარეს ეთამის+ უდაბნოში და მარაში+ დაბანაკდნენ.  დაიძრნენ მარიდან და მივიდნენ ელიმში.+ ელიმში თორმეტი წყარო და სამოცდაათი პალმის ხე იყო, და იქ დაბანაკდნენ. 10  დაიძრნენ ელიმიდან და წითელ ზღვასთან დაბანაკდნენ. 11  დაიძრნენ წითელი ზღვიდან და სინის უდაბნოში დაბანაკდნენ.+ 12  დაიძრნენ სინის უდაბნოდან და დოფკაში დაბანაკდნენ. 13  დაიძრნენ დოფკიდან და ალუშში დაბანაკდნენ. 14  დაიძრნენ ალუშიდან და რეფიდიმში+ დაბანაკდნენ. არ იყო იქ დასალევი წყალი ხალხისთვის. 15  დაიძრნენ რეფიდიმიდან და სინას+ უდაბნოში დაბანაკდნენ. 16  დაიძრნენ სინას უდაბნოდან და კიბროთ-ჰათაავაში+ დაბანაკდნენ. 17  დაიძრნენ კიბროთ-ჰათაავიდან და ხაცეროთში+ დაბანაკდნენ. 18  დაიძრნენ ხაცეროთიდან და რითმაში დაბანაკდნენ. 19  დაიძრნენ რითმიდან და რიმონ-ფარეცში დაბანაკდნენ. 20  დაიძრნენ რიმონ-ფარეციდან და ლიბნაში დაბანაკდნენ. 21  დაიძრნენ ლიბნიდან და რისაში დაბანაკდნენ. 22  დაიძრნენ რისიდან და კეჰელათაში დაბანაკდნენ. 23  დაიძრნენ კეჰელათიდან და შაფერის მთაზე დაბანაკდნენ. 24  დაიძრნენ შაფერის მთიდან და ხარადაში დაბანაკდნენ.+ 25  დაიძრნენ ხარადიდან და მაკელოთში დაბანაკდნენ. 26  დაიძრნენ+ მაკელოთიდან და თახათში დაბანაკდნენ. 27  დაიძრნენ თახათიდან და თერახში დაბანაკდნენ. 28  დაიძრნენ თერახიდან და მითკაში დაბანაკდნენ. 29  დაიძრნენ მითკიდან და ხაშმონაში დაბანაკდნენ. 30  დაიძრნენ ხაშმონიდან და მოსეროთში დაბანაკდნენ. 31  დაიძრნენ მოსეროთიდან და ბენე-იააკანში+ დაბანაკდნენ. 32  დაიძრნენ ბენე-იააკანიდან და ხორ-ჰაგიდგადში დაბანაკდნენ. 33  დაიძრნენ ხორ-ჰაგიდგადიდან და იოტბათაში+ დაბანაკდნენ. 34  დაიძრნენ იოტბათიდან და აბრონაში დაბანაკდნენ. 35  დაიძრნენ აბრონიდან და ეციონ-გებერში+ დაბანაკდნენ. 36  დაიძრნენ ეციონ-გებერიდან და ცინის უდაბნოში,+ კადეშში დაბანაკდნენ. 37  დაიძრნენ კადეშიდან და ჰორის მთაზე+ დაბანაკდნენ, ედომის მიწის საზღვარზე. 38  ავიდა აარონ მღვდელი ჰორის მთაზე იეჰოვას ბრძანებისამებრ და მოკვდა ისრაელის ძეების ეგვიპტიდან გამოსვლის მეორმოცე წელს, მეხუთე თვეს, თვის პირველ დღეს.+ 39  ას ოცდასამი წლისა იყო აარონი, როცა მოკვდა ჰორის მთაზე. 40  გაიგო ქანაანის მიწაზე ნეგებში+ მცხოვრებმა არადის+ მეფემ, რომელიც ქანაანელი იყო, რომ ისრაელის ძეები მოდიოდნენ. 41  დაიძრნენ ისინი ჰორის მთიდან+ და ცალმონაში დაბანაკდნენ. 42  დაიძრნენ ცალმონიდან და ფუნონში დაბანაკდნენ. 43  დაიძრნენ ფუნონიდან და ობოთში+ დაბანაკდნენ. 44  დაიძრნენ ობოთიდან და იე-აბარიმში, მოაბის+ საზღვარზე დაბანაკდნენ. 45  დაიძრნენ იიმიდან და დიბონ-გადში+ დაბანაკდნენ. 46  დაიძრნენ დიბონ-გადიდან და ალმონ-დიბლათაიმში დაბანაკდნენ. 47  დაიძრნენ ალმონ-დიბლათაიმიდან+ და აბარიმის მთებში,+ ნებოს+ წინ დაბანაკდნენ. 48  ბოლოს დაიძრნენ აბარიმის მთებიდან და მოაბის უკაცრიელ ველზე+ დაბანაკდნენ იორდანესთან, იერიხონთან. 49  იორდანესთან იყვნენ დაბანაკებულები მოაბის უკაცრიელ ველზე, ბეთ-იეშიმოთიდან+ აბელ-შიტიმამდე.+ 50  ელაპარაკა იეჰოვა მოსეს მოაბის ველზე იორდანესთან, იერიხონთან+ და უთხრა: 51  „ელაპარაკე ისრაელის ძეებს და უთხარი: როცა გადახვალთ იორდანის გაღმა და შეხვალთ ქანაანის მიწაზე,+ 52  განდევნეთ იმ მიწის ყველა მკვიდრი თქვენგან და გაანადგურეთ მათი ქვის გამოსახულებები,+ გაანადგურეთ მათი ლითონის ქანდაკებები+ და მოსპეთ მათი წმინდა მაღლობები.+ 53  დაეპატრონეთ იმ მიწას და იცხოვრეთ მასზე, რადგან თქვენ გაძლევთ ამ მიწას დასაუფლებლად.+ 54  მიწა წილისყრით+ დაინაწილეთ თქვენი საგვარეულოების მიხედვით.+ მრავალრიცხოვანს დიდი სამკვიდრო მიეცით და მცირერიცხოვანს — პატარა.+ ვისაც სად შეხვდება წილისყრით, იქ მიეცით.+ თქვენი მამების ტომების მიხედვით დაინაწილეთ მიწა საკუთრებად.+ 55  თუ არ განდევნით იმ მიწის მკვიდრთ თქვენგან,+ ვისაც დატოვებთ, ეკლად გექცევიან თვალებსა და ფერდებში და შეგავიწროებენ იმ მიწაზე, რომელზეც იცხოვრებთ,+ 56  და რაც მათთვის განვიზრახე, თქვენ დაგმართებთ“.+

სქოლიოები