წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

რიცხვები 32:1—42

32  რეუბენისა+ და გადის ვაჟებს+ უამრავი, დიდძალი საქონელი ჰყავდათ. დაინახეს იაზერისა+ და გალაადის მიწები და, აი, საქონლისთვის ყოფილა ის ადგილები.  მივიდნენ გადისა და რეუბენის ძეები მოსესთან, ელეაზარ მღვდელთან და კრებულის თავკაცებთან და უთხრეს:  „ატაროთი,+ დიბონი,+ იაზერი, ნიმრა,+ ხეშბონი,+ ელალე,+ სებამი, ნებო+ და ბეონი+  მიწები, რომელიც იეჰოვამ ისრაელის კრებულის წინაშე დაამარცხა,+ საძოვრებია, შენს მსახურებს კი საქონელი ჰყავთ“.+  შემდეგ უთხრეს: „თუ წყალობა ვპოვეთ შენს თვალში, მიეცი ეს მიწა შენს მსახურებს საკუთრებად. ნუ გადაგვიყვან იორდანის გაღმა“.+  მიუგო მოსემ გადისა და რეუბენის ვაჟებს: «თქვენი ძმები ომში წავლენ და თქვენ აქ დარჩებით?+  რატომ უცრუებთ გულს ისრაელის ძეებს იმ ქვეყანაში გადასვლაზე, რომელსაც იეჰოვა მისცემს მათ?  ასე მოიქცნენ თქვენი მამებიც,+ როცა კადეშ-ბარნეადან+ მიწის სანახავად გავგზავნე.  ავიდნენ ეშქოლის ხევამდე,+ დაინახეს ის მიწა და გული აუცრუეს ისრაელის ძეებს, რომ არ შესულიყვნენ იმ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა აძლევდა მათ.+ 10  აენთო იმ დღეს იეჰოვას რისხვა და დაიფიცა:+ 11  „ეგვიპტიდან გამოსული ვერც ერთი მამაკაცი, ოცი წლიდან მოყოლებული,+ ვერ იხილავს მიწას, რომლის მიცემაც აბრაამს, ისაკსა და იაკობს+ დავუფიცე, რადგან ბოლომდე არ მომყვნენ, 12  კენიზელ ქალებ+ იეფუნეს ძისა და იესო+ ნავეს ძის გარდა, რადგან ისინი ბოლომდე მიჰყვნენ იეჰოვას“. 13  აენთო იეჰოვას რისხვა ისრაელზე და ორმოც წელიწადს ახეტიალა ისინი უდაბნოში,+ სანამ არ ამოწყდა მთელი ის თაობა, რომელიც ბოროტებას სჩადიოდა იეჰოვას თვალში.+ 14  ახლა კი თქვენ დადექით თქვენი მამების ადგილზე, ცოდვილ კაცთა ნაშიერნო, რომ კიდევ უფრო აანთოთ იეჰოვას რისხვა+ ისრაელზე! 15  თუ ზურგს შეაქცევთ მას,+ ის კიდევ მეტ ხანს დატოვებს მათ უდაბნოში+ და დაღუპავთ მთელ ამ ხალხს».+ 16  კიდევ მივიდნენ მასთან და უთხრეს: „აგვაშენებინე ქვისგან ფარეხები ჩვენი ფარისთვის და ქალაქები — ჩვენი ბავშვებისთვის. 17  ჩვენ კი აღვიჭურვებით,+ დავირაზმებით და წავუძღვებით ისრაელის ძეებს, სანამ თავიანთ ადგილზე არ მივიყვანთ; ჩვენი ბავშვები კი დარჩნენ ამ გამაგრებულ ქალაქებში იმ მიწის მოსახლეობისგან შორს. 18  არ დავბრუნდებით ჩვენს სახლებში, სანამ ისრაელის ძეებს საკუთარი მიწა არ ექნებათ, თითოეულს თავისი სამკვიდრო.+ 19  არ დავმკვიდრდებით მათთან ერთად იორდანის გაღმა და იმის იქით, რადგან ჩვენი სამკვიდრო იორდანის გამოღმაა, მზის ამოსავლის მხარეს“.+ 20  უთხრა მოსემ მათ: „თუ ასე მოიქცევით, საომრად აღიჭურვებით იეჰოვას წინაშე,+ 21  და ყველა აღჭურვილი იორდანის გაღმა იქნება იეჰოვას წინაშე, სანამ არ განდევნის იგი თავის მტერს+ 22  და არ დაემორჩილება ის მიწა იეჰოვას,+ მაშინ დაბრუნდებით+ და უდანაშაულოები იქნებით იეჰოვასა და ისრაელის წინაშე; თქვენი საკუთრება იქნება ეს მიწა იეჰოვას წინაშე.+ 23  მაგრამ თუ ასე არ მოიქცევით, შესცოდავთ იეჰოვას,+ და იცოდეთ, რომ გეწევათ თქვენივე ცოდვა.+ 24  აიშენეთ ქალაქები თქვენი ბავშვებისთვის და ფარეხები თქვენი ფარისთვის, გააკეთეთ, რაც თქვენი ბაგეებით თქვით“.+ 25  გადისა და რეუბენის ვაჟებმა მოსეს მიუგეს: „ისე მოიქცევიან შენი მსახურები, როგორც ჩვენი ბატონი გვიბრძანებს.+ 26  ჩვენი ბავშვები, ცოლები, საქონელი და შინაური ცხოველები აქ დარჩებიან, გალაადის ქალაქებში,+ 27  შენი მსახურები კი გადავლენ საომრად იეჰოვას წინაშე, ყველა სალაშქროდ აღჭურვილი,+ როგორც ჩვენი ბატონი ამბობს“. 28  უბრძანა მოსემ მათზე ელეაზარ მღვდელს, იესო ნავეს ძესა და ისრაელის ძეების ტომთა მამების თავკაცებს 29  და უთხრა მათ მოსემ: „თუ გადისა და რეუბენის ვაჟები იეჰოვას წინაშე საომრად აღიჭურვებიან,+ თქვენთან ერთად გადმოვლენ იორდანის გაღმა და დაიმორჩილებენ იმ მიწას თქვენ წინაშე, მიეცით მათ საკუთრებად გალაადის მიწა.+ 30  მაგრამ თუ აღჭურვილები არ გადმოვლენ თქვენთან ერთად, თქვენ შორის უნდა დასახლდნენ ქანაანის მიწაზე“.+ 31  გადისა და რეუბენის ვაჟებმა მიუგეს: „ისე მოვიქცევით, როგორც იეჰოვამ უთხრა შენს მსახურებს.+ 32  აღჭურვილები გადავალთ იეჰოვას წინაშე ქანაანის მიწაზე+ და იორდანის გამოღმა+ იქნება ჩვენი სამკვიდრო, ჩვენი საკუთრება“. 33  მისცა მოსემ გადის ძეებს,+ რეუბენის ძეებს+ და იოსების ვაჟის, მენაშეს ტომის ნახევარს+ ამორეველთა მეფის, სიხონის+ სამეფო, ბაშანის მეფის, ოგის+ სამეფო, მათი ქალაქების საზღვრებში მოქცეული მიწები და ამ ქვეყნის ქალაქები ირგვლივ. 34  ააშენეს გადის ძეებმა დიბონი,+ ატაროთი,+ აროერი,+ 35  ატროთ-შოფანი, იაზერი,+ იოგბეჰა,+ 36  ბეთ-ნიმრა+ და ბეთ-ჰარანი,+ გამაგრებული ქალაქები+ და ქვის ფარეხები.+ 37  ააშენეს რეუბენის ძეებმა ხეშბონი,+ ელალე,+ კირიათაიმი,+ 38  ნებო,+ ბაალ-მეონი+ — ამათი სახელები შეიცვალა — და სიბმა. აშენებულ ქალაქებს თავიანთი სახელები უწოდეს. 39  მენაშეს ვაჟის, მაქირის+ ძეები გალაადისკენ გაემართნენ, დაიპყრეს ის და განდევნეს იქ მცხოვრები ამორეველები. 40  გალაადი მოსემ მენაშეს ვაჟს, მაქირს მისცა და ის დასახლდა იქ.+ 41  გაემართა იაირი, მენაშეს ვაჟი, და დაიპყრო სოფლები, სადაც კარვებში ცხოვრობდა ხალხი, და უწოდა მათ ხავოთ-იაირი.+ 42  გაემართა ნობაც და დაიპყრო კენათი,+ მიმდებარე ქალაქები და მას თავისი სახელი, ნობა უწოდა.

სქოლიოები