წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

რიცხვები 29:1—40

29  „მეშვიდე თვეს, თვის პირველ დღეს წმინდა შეკრება+ გამართეთ. არ იმუშაოთ.+ საყვირის დაყვირების დღე იყოს ის თქვენთვის.+  შესწირეთ ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, თითო წლის შვიდი საღი+ მამალი თოხლი, როგორც დასაწვავი შესაწირავი და დამამშვიდებელი სურნელება იეჰოვასთვის,  მათთან ერთად მარცვლეულ შესაწირავად ზეთში მოზელილი წმინდად დაფქული ფქვილი: სამი მეათედი ეფა — ხართან ერთად, ორი მეათედი ეფა — ვერძთან ერთად,+  მეათედი ეფა — შვიდივე მამალ თოხლთან ერთად,+  ერთი მამალი თიკანი ცოდვის შესაწირავად, თქვენთვის გამოსყიდვის წესის შესასრულებლად;+  ასევე ყოველთვიური დასაწვავი შესაწირავი+ და მასთან ერთად მარცვლეული შესაწირავი,+ მუდმივი დასაწვავი შესაწირავი,+ მასთან ერთად მარცვლეული შესაწირავი+ და მათთან ერთად დასაღვრელი შესაწირავი,+ მათთვის დადგენილი წესის მიხედვით, როგორც დამამშვიდებელი სურნელება, ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი იეჰოვასთვის.+  მეშვიდე თვის მეათე დღეს წმინდა შეკრება გამართეთ,+ დაიმდაბლეთ თავი.+ არანაირი საქმე არ გააკეთოთ.+  შესწირეთ იეჰოვას ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, თითო წლის შვიდი მამალი თოხლი დასაწვავ შესაწირავად, როგორც დამამშვიდებელი სურნელება.+ თითოეული მათგანი საღი უნდა იყოს;+  მათთან ერთად მარცვლეულ შესაწირავად შესწირეთ ზეთში მოზელილი წმინდად დაფქული ფქვილი: სამი მეათედი ეფა — ხართან ერთად, ორი მეათედი ეფა — ვერძთან ერთად,+ 10  მეათედი ეფა — შვიდივე მამალ თოხლთან ერთად,+ 11  ერთი თიკანი — ცოდვის შესაწირავად; ასევე ცოდვის შესაწირავი გამოსყიდვის წესის შესასრულებლად,+ მუდმივი დასაწვავი შესაწირავი, მასთან ერთად მარცვლეული შესაწირავი და მათთან ერთად დასაღვრელი შესაწირავი.+ 12  მეშვიდე თვის მეთხუთმეტე დღეს+ წმინდა შეკრება+ გამართეთ. არ იმუშაოთ+ და შვიდ დღეს იზეიმეთ დღესასწაული იეჰოვასთვის.+ 13  დასაწვავ შესაწირავად,+ ცეცხლში დასაწვავ შესაწირავად, როგორც დამამშვიდებელი სურნელება იეჰოვასთვის, შესწირეთ ცამეტი მოზვერი, ორი ვერძი, თითო წლის თოთხმეტი მამალი თოხლი. თითოეული მათგანი საღი უნდა იყოს.+ 14  მათთან ერთად მარცვლეულ შესაწირავად შესწირეთ ზეთში მოზელილი წმინდად დაფქული ფქვილი: სამ-სამი მეათედი ეფა — ცამეტივე ხართან ერთად, ორ-ორი მეათედი ეფა — ორივე ვერძთან ერთად,+ 15  თითო მეათედი ეფა — თოთხმეტივე მამალ თოხლთან ერთად,+ 16  და ერთი თიკანი — ცოდვის შესაწირავად; ასევე მუდმივი დასაწვავი შესაწირავი, მისი მარცვლეული შესაწირავი და დასაღვრელი შესაწირავი.+ 17  მეორე დღეს შესწირეთ თორმეტი მოზვერი, ორი ვერძი, თითო წლის თოთხმეტი საღი+ მამალი თოხლი 18  და მარცვლეული შესაწირავი+ და დასაღვრელი შესაწირავი+ ხარებთან, ვერძებთან და მამალ თოხლებთან ერთად მათი რაოდენობისა და დადგენილი წესის მიხედვით;+ 19  ერთი თიკანი — ცოდვის შესაწირავად;+ ასევე მუდმივი დასაწვავი შესაწირავი, მასთან ერთად მარცვლეული შესაწირავი და მათთან ერთად დასაღვრელი შესაწირავი.+ 20  მესამე დღეს შესწირეთ თერთმეტი ხარი, ორი ვერძი, თითო წლის თოთხმეტი საღი მამალი თოხლი+ 21  და მარცვლეული შესაწირავი+ და დასაღვრელი შესაწირავი+ ხარებთან, ვერძებთან და მამალ თოხლებთან ერთად მათი რაოდენობისა და დადგენილი წესის მიხედვით; 22  ერთი თხა — ცოდვის შესაწირავად;+ ასევე მუდმივი დასაწვავი შესაწირავი, მისი მარცვლეული შესაწირავი და დასაღვრელი შესაწირავი. 23  მეოთხე დღეს შესწირეთ ათი ხარი, ორი ვერძი, თითო წლის თოთხმეტი საღი მამალი თოხლი+ 24  და მარცვლეული შესაწირავი+ და დასაღვრელი შესაწირავი+ ხარებთან, ვერძებთან და მამალ თოხლებთან ერთად მათი რაოდენობისა და დადგენილი წესის მიხედვით;+ 25  ერთი თიკანი — ცოდვის შესაწირავად;+ ასევე მუდმივი დასაწვავი შესაწირავი,+ მისი მარცვლეული შესაწირავი და დასაღვრელი შესაწირავი.+ 26  მეხუთე დღეს შესწირეთ ცხრა ხარი, ორი ვერძი, თითო წლის თოთხმეტი საღი+ მამალი თოხლი 27  და მარცვლეული შესაწირავი+ და დასაღვრელი შესაწირავი+ ხარებთან, ვერძებთან და მამალ თოხლებთან ერთად მათი რაოდენობისა და დადგენილი წესის მიხედვით;+ 28  ერთი თხა — ცოდვის შესაწირავად;+ ასევე მუდმივი დასაწვავი შესაწირავი, მისი მარცვლეული შესაწირავი და დასაღვრელი შესაწირავი.+ 29  მეექვსე დღეს შესწირეთ რვა ხარი, ორი ვერძი, თითო წლის თოთხმეტი საღი+ მამალი თოხლი 30  და მარცვლეული შესაწირავი+ და დასაღვრელი შესაწირავი+ ხარებთან, ვერძებთან და მამალ თოხლებთან ერთად მათი რაოდენობისა და დადგენილი წესის მიხედვით;+ 31  ერთი თხა — ცოდვის შესაწირავად;+ ასევე მუდმივი დასაწვავი შესაწირავი, მისი მარცვლეული შესაწირავი და დასაღვრელი შესაწირავი.+ 32  მეშვიდე დღეს შესწირეთ შვიდი ხარი, ორი ვერძი, თითო წლის თოთხმეტი საღი+ მამალი თოხლი 33  და მარცვლეული შესაწირავი+ და დასაღვრელი შესაწირავი+ ხარებთან, ვერძებთან და მამალ თოხლებთან ერთად მათი რაოდენობისა და დადგენილი წესის მიხედვით;+ 34  ერთი თხა — ცოდვის შესაწირავად;+ ასევე მუდმივი დასაწვავი შესაწირავი, მისი მარცვლეული შესაწირავი და დასაღვრელი შესაწირავი.+ 35  მერვე დღეს გამართეთ საზეიმო შეკრება.+ არ იმუშაოთ.+ 36  შესწირეთ ერთი ხარი, ერთი ვერძი, თითო წლის შვიდი საღი მამალი თოხლი, როგორც დასაწვავი შესაწირავი, ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი და დამამშვიდებელი სურნელება იეჰოვასთვის,+ 37  და მარცვლეული შესაწირავი+ და დასაღვრელი შესაწირავი+ ხართან, ვერძთან და მამალ თოხლებთან ერთად მათი რაოდენობისა და დადგენილი წესის მიხედვით;+ 38  ერთი თხა ცოდვის შესაწირავად;+ ასევე მუდმივი დასაწვავი შესაწირავი, მისი მარცვლეული შესაწირავი და დასაღვრელი შესაწირავი.+ 39  ესენი უნდა შესწიროთ იეჰოვას თქვენს დღესასწაულებზე,+ რომლებიც წელიწადის სხვადასხვა დროს უნდა გაიმართოს; ასევე თქვენი აღთქმული შესაწირავი+ და ნებაყოფლობითი შესაწირავი,+ როგორც დასაწვავი შესაწირავი,+ მარცვლეული შესაწირავი,+ დასაღვრელი შესაწირავი+ და მშვიდობის მსხვერპლი*“.+ 40  გადასცა მოსემ ისრაელის ძეებს ყველაფერი, რაც იეჰოვამ უბრძანა მოსეს.+

სქოლიოები

ან საზიარო მსხვერპლი.