წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

რიცხვები 26:1—65

26  იმ უბედურების+ შემდეგ უთხრა იეჰოვამ მოსესა და ელეაზარს, აარონ მღვდლის ვაჟს:  „აღრიცხეთ ისრაელის ძეების მთელი კრებული ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა თავისი საგვარეულოს მიხედვით, ყოველი ლაშქარში გამსვლელი ისრაელი“.+  ელაპარაკნენ მოსე და ელეაზარ+ მღვდელი მათ მოაბის უკაცრიელ ველზე+ მდინარე იორდანესთან, იერიხონთან:+  „აღრიცხეთ ოცი წლიდან მოყოლებული, როგორც იეჰოვამ უბრძანა მოსეს“.+ ეგვიპტიდან გამოსული ისრაელის ძეები იყვნენ:  რეუბენი, ისრაელის პირმშო.+ რეუბენის ვაჟები იყვნენ: ხანოქი+ — ხანოქელთა საგვარეულო; ფალუ+ — ფალუელთა საგვარეულო;  ხეცრონი+ — ხეცრონელთა საგვარეულო; ქარმი+ — ქარმელთა საგვარეულო.  ესენი იყვნენ რეუბენელთა საგვარეულოები. მათ შორის აღირიცხა ორმოცდასამი ათას შვიდას ოცდაათი კაცი.+  ფალუს ვაჟი იყო ელიაბი.  ელიაბის ვაჟები იყვნენ: ნემუელი, დათანი+ და აბირამი.+ დათანი და აბირამი კრებულიდან არჩეულები იყვნენ. მათ მოსესა და აარონის წინააღმდეგ გაილაშქრეს კორახის+ კრებულთან ერთად, იეჰოვას წინააღმდეგ გაილაშქრეს. 10  დააღო მიწამ პირი და ჩაყლაპა ისინი.+ კრებულთან ერთად მოკვდა კორახი, როცა ცეცხლმა ორას ორმოცდაათი კაცი შთანთქა.+ ისინი გამაფრთხილებელ მაგალითად იქცნენ.+ 11  კორახის ვაჟები არ დახოცილან.+ 12  სიმონის ვაჟები+ და მათი საგვარეულოები იყვნენ: ნემუელი*+ — ნემუელელთა საგვარეულო; იამინი+ — იამინელთა საგვარეულო; იაქინი+ — იაქინელთა საგვარეულო; 13  ზერახი* — ზერახელთა საგვარეულო; შაული+ — შაულელთა საგვარეულო. 14  ესენი იყვნენ სიმონელთა საგვარეულოები, სულ ოცდაორი ათას ორასი კაცი.+ 15  გადის ვაჟები+ და მათი საგვარეულოები იყვნენ: ცეფონი* — ცეფონელთა საგვარეულო; ხაგი — ხაგელთა საგვარეულო; შუნი — შუნელთა საგვარეულო; 16  ოზნი* — ოზნელთა საგვარეულო; ერი — ერელთა საგვარეულო; 17  აროდი — აროდელთა საგვარეულო; არელი+ — არელიელთა საგვარეულო. 18  ესენი იყვნენ გადისგან წამოსული საგვარეულოები, რომლებიც აღირიცხნენ, სულ ორმოცი ათას ხუთასი კაცი.+ 19  იუდას ვაჟები+ იყვნენ ერი+ და ონანი.+ ერი და ონანი ქანაანში დაიხოცნენ.+ 20  იუდას ვაჟები და მათი საგვარეულოები იყვნენ: შელა+ — შელაელთა საგვარეულო; ფერეცი+ — ფერეცელთა საგვარეულო; ზერახი+ — ზერახელთა საგვარეულო. 21  ფერეცის ვაჟები იყვნენ: ხეცრონი+ — ხეცრონელთა საგვარეულო; ხამული+ — ხამულელთა საგვარეულო. 22  ესენი იყვნენ იუდასგან+ წამოსული საგვარეულოები, რომლებიც აღირიცხნენ, სულ სამოცდათექვსმეტი ათას ხუთასი კაცი.+ 23  ისაქარის ვაჟები+ და მათი საგვარეულოები იყვნენ: თოლა+ — თოლელთა საგვარეულო; ფუვა — ფუველთა საგვარეულო; 24  იაშუბი* — იაშუბელთა საგვარეულო; შიმრონი+ — შიმრონელთა საგვარეულო. 25  ესენი იყვნენ ისაქარისგან წამოსული საგვარეულოები, რომლებიც აღირიცხნენ, სულ სამოცდაოთხი ათას სამასი კაცი.+ 26  ზებულონის ვაჟები+ და მათი საგვარეულოები იყვნენ: სერედი — სერედელთა საგვარეულო; ელონი — ელონელთა საგვარეულო; იახლელი+ — იახლელთა საგვარეულო. 27  ესენი იყვნენ ზებულონელთა საგვარეულოები, რომლებიც აღირიცხნენ: სამოცი ათას ხუთასი კაცი.+ 28  იოსების ვაჟები+ და მათი საგვარეულოები იყვნენ: მენაშე და ეფრემი.+ 29  მენაშეს ვაჟები+ იყვნენ: მაქირი+ — მაქირელთა საგვარეულო, მაქირს შეეძინა გალაადი; გალაადი+ — გალაადელთა საგვარეულო. 30  გალაადის ვაჟები იყვნენ: იეზერი+ — იეზერელთა საგვარეულო; ხელეკი — ხელეკელთა საგვარეულო; 31  ასრიელი — ასრიელთა საგვარეულო; შექემი — შექემელთა საგვარეულო; 32  შემიდა+ — შემიდელთა საგვარეულო; ხეფერი+ — ხეფერელთა საგვარეულო. 33  ცელოფხადს, ხეფერის ვაჟს არ ჰყავდა ვაჟები, მაგრამ ჰყავდა ასულები,+ რომელთაც ერქვათ: მახლა, ნოე, ხოგლა, მილქა და თირცა.+ 34  ესენი იყვნენ მენაშესგან წამოსული საგვარეულოები, რომლებიც აღირიცხნენ, სულ ორმოცდათორმეტი ათას შვიდასი კაცი.+ 35  ეფრემის ვაჟები+ და მათი საგვარეულოები იყვნენ: შუთელა+ — შუთელელთა საგვარეულო; ბექერი — ბექერელთა საგვარეულო; თახანი+ — თახანელთა საგვარეულო. 36  შუთელას ვაჟები იყვნენ: ერანი — ერანელთა საგვარეულო. 37  ესენი იყვნენ ეფრემის ვაჟების საგვარეულოები,+ რომლებიც აღირიცხნენ, სულ ოცდათორმეტი ათას ხუთასი კაცი. ესენი იყვნენ იოსების ვაჟები და მათი საგვარეულოები.+ 38  ბენიამინის+ ვაჟები და მათი საგვარეულოები იყვნენ: ბელა+ — ბელელთა საგვარეულო; აშბელი+ — აშბელთა საგვარეულო; ახირამი* — ახირამელთა საგვარეულო; 39  შეფუფამი* — შუფამელთა საგვარეულო; ხუფამი+ — ხუფამელთა საგვარეულო. 40  ბელას ვაჟები იყვნენ არდი და ნაამანი:+ არდი — არდელთა საგვარეულო; ნაამანი — ნაამანელთა საგვარეულო. 41  ესენი იყვნენ ბენიამინის+ ვაჟები და მათი საგვარეულოები, რომლებიც აღირიცხნენ, სულ ორმოცდახუთი ათას ექვსასი კაცი.+ 42  დანის+ ვაჟები და მათი საგვარეულოები იყვნენ: შუხამი* — შუხამელთა საგვარეულო. ესენი იყვნენ დანისგან წამოსული საგვარეულოები+ და მათი საგვარეულოები. 43  შუხამელთა ყველა საგვარეულოში, რომლებიც აღირიცხნენ, იყო სულ სამოცდაოთხი ათას ოთხასი კაცი.+ 44  აშერის+ ვაჟები და მათი საგვარეულოები იყვნენ: იმნაჰი+ — იმნაჰელთა საგვარეულო; იშვი+ — იშველთა საგვარეულო; ბერია — ბერიელთა საგვარეულო; 45  ბერიას ვაჟები იყვნენ: ხებერი — ხებერელთა საგვარეულო; მალქიელი+ — მალქიელთა საგვარეულო. 46  აშერის ასულს ერქვა სერა.+ 47  ესენი იყვნენ აშერის ვაჟების საგვარეულოები,+ რომლებიც აღირიცხნენ, სულ ორმოცდაცამეტი ათას ოთხასი კაცი.+ 48  ნაფთალის+ ვაჟები და მათი საგვარეულოები იყვნენ: იახცეელი+ — იახცეელთა საგვარეულო; გუნი+ — გუნელთა საგვარეულო; 49  იეცერი+ — იეცერელთა საგვარეულო; შილემი+ — შილემელთა საგვარეულო. 50  ესენი იყვნენ ნაფთალისგან+ წამოსული საგვარეულოები, მათი საგვარეულოების მიხედვით, რომლებიც აღირიცხნენ, სულ ორმოცდახუთი ათას ოთხასი კაცი.+ 51  ისრაელის ძეთაგან სულ აღირიცხა ექვსას ერთი ათას შვიდას ოცდაათი კაცი.+ 52  უთხრა იეჰოვამ მოსეს: 53  „ამათ უნდა დაუნაწილდეთ ეს მიწა სამკვიდროდ მათი სახელების რაოდენობის მიხედვით.+ 54  ბევრს დიდი სამკვიდრო უნდა მისცე, ცოტას კი — პატარა.+ თითოეულს სამკვიდრო აღრიცხულთა რაოდენობის მიხედვით მიეცი. 55  მიწა წილისყრით+ უნდა დანაწილდეს. თავიანთი მამების ტომების სახელების მიხედვით უნდა მიიღონ მათ სამკვიდრო. 56  სამკვიდრო წილისყრით უნდა დაუნაწილდეს ბევრსაც და ცოტასაც“. 57  აღრიცხულ ლევიანთა+ საგვარეულოები იყვნენ: გერშონი+ — გერშონელთა საგვარეულო; კეჰათი+ — კეჰათელთა საგვარეულო; მერარი+ — მერარელთა საგვარეულო. 58  ესენი იყვნენ ლევიანთა საგვარეულოები: ლიბნელთა+ საგვარეულო, ხებრონელთა+ საგვარეულო, მახლელთა+ საგვარეულო, მუშელთა+ საგვარეულო და კორახელთა+ საგვარეულო. კეჰათს+ შეეძინა ამრამი.+ 59  ამრამის ცოლს ერქვა იოქებედი.+ ის ლევის ასული იყო, რომელიც ეგვიპტეში გაუჩინა ლევის თავისმა ცოლმა. ამრამს მან გაუჩინა აარონი, მოსე და მირიამი, მათი და.+ 60  აარონს შეეძინა ნადაბი და აბიჰუ,+ ელეაზარი და ითამარი.+ 61  მაგრამ დაიხოცნენ ნადაბი და აბიჰუ, რადგან უკანონო ცეცხლი მიიტანეს იეჰოვას წინაშე.+ 62  მათგან აღრიცხულებმა შეადგინეს ოცდასამი ათასი კაცი, ყველა მამრმა ერთი თვიდან მოყოლებული;+ არ აღრიცხულან ისინი ისრაელის ძეებს შორის,+ ვინაიდან მათ ისრაელის ძეებს შორის სამკვიდრო არ უნდა მისცემოდათ.+ 63  ესენი იყვნენ მოსესა და ელეაზარ მღვდლის მიერ აღრიცხული ისრაელის ძეები, რომლებიც მოაბის უკაცრიელ ველზე აღირიცხნენ იორდანესთან, იერიხონთან.+ 64  ამათ შორის არც ერთი კაცი არ აღრიცხულა ისრაელის ძეებიდან, რომლებიც მოსემ და აარონ მღვდელმა სინას უდაბნოში აღრიცხეს,+ 65  რადგან იეჰოვას ნათქვამი ჰქონდა მათზე, რომ უდაბნოში დაიხოცებოდნენ.+ მათგან არც ერთი არ გადარჩენილა ქალებ იეფუნეს ძისა და იესო ნავეს ძის გარდა.+

სქოლიოები

იგივე იემუელი დბ. 46:10-სა და გმ. 6:15-ში.
იგივე ცოხარი დბ. 46:10-სა და გმ. 6:15-ში.
იგივე ციფიონი დბ. 46:16-ში.
იგივე ეცბონი დბ. 46:16-ში.
იგივე იობი დბ. 46:13-ში.
იგივე ეხი დბ. 46:21-ში.
იგივე მუფიმი დბ. 46:21-ში, და შუფიმი 1 მტ. 7:12-ში.
იგივე ხუშიმი დბ. 46:23-ში.