წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

რიცხვები 25:1—18

25  ცხოვრობდა ისრაელი შიტიმში.+ დაიწყო ხალხმა გარყვნილების ჩადენა მოაბის ასულებთან.+  თავიანთი ღმერთების შესაწირავებზე იწვევდნენ ქალები ხალხს;+ ხალხიც ჭამდა და თაყვანს სცემდა მათ ღმერთებს.+  მიეწება ისრაელი ფეორის ბაალს+ და აენთო იეჰოვას რისხვა ისრაელზე.+  უთხრა იეჰოვამ მოსეს: „მოიყვანე ხალხის ყველა თავკაცი და მზის გულზე ჩამოკიდე იეჰოვას წინაშე,+ რომ გადავიდეს იეჰოვას რისხვა ისრაელისგან“.  უთხრა მოსემ ისრაელის მსაჯულებს:+ „დახოცეთ+ თქვენ-თქვენი კაცები, ვინც ფეორის ბაალს მიეწება!“  და, აი, მოვიდა ერთი+ ისრაელის ძე და მოიყვანა მიდიანელი ქალი+ თავის ძმებთან, მოსესა და ისრაელის ძეთა მთელი კრებულის თვალწინ, როცა ისინი შეხვედრის კარვის შესასვლელთან ტიროდნენ.  ამის დანახვაზე აარონ მღვდლის ვაჟის, ელეაზარის ვაჟი, ფინხასი+ მაშინვე წამოდგა კრებულიდან და შუბს დაავლო ხელი.  გაეკიდა ისრაელ კაცს, შეჰყვა გახსნილ კარავში და ორივეს, ისრაელ კაცსაც და იმ ქალსაც, მუცელში გაუყარა შუბი. შეწყდა უბედურება ისრაელის ძეებში.+  ოცდაოთხი ათასი კაცი მოკვდა ამ უბედურების გამო.+ 10  ელაპარაკა იეჰოვა მოსეს: 11  «ფინხასმა,+ აარონ მღვდლის ვაჟის, ელეაზარის ვაჟმა დააცხრო ჩემი რისხვა+ ისრაელის ძეებზე, რადგან არ შეიწყნარა ჩემდამი მეტოქეობა,+ და მეც აღარ შევმუსრე ისრაელის ძეები, ვინაიდან განსაკუთრებულ ერთგულებას ვითხოვ.+ 12  ამიტომ უთხარი მას: „მშვიდობის შეთანხმებას ვაძლევ მას. 13  ეს იქნება მღვდლობის შეთანხმება სამარადისოდ მისთვის და მისი შთამომავლობისთვის,+ რადგან არ შეიწყნარა მეტოქეობა თავისი ღვთისადმი+ და ისრაელის ძეებისთვის გამოსყიდვის წესი შეასრულა“».+ 14  მიდიანელ ქალთან ერთად მოკლულ ისრაელ კაცს ზიმრი ერქვა. ის სიმონელთა საგვარეულოს მთავრის,+ სალუს ვაჟი იყო. 15  მოკლულ მიდიანელ ქალს ერქვა ქოზბი. ის მიდიანელთა+ საგვარეულო შტოთა თავკაცის, ცურის+ ასული იყო. 16  კიდევ ელაპარაკა იეჰოვა მოსეს: 17  „შეავიწროეთ მიდიანელები და შეუტიეთ მათ,+ 18  რადგან ისინი თქვენ გავიწროებდნენ ცბიერებით,+ როცა გაცდუნეს ფეორისა+ და მიდიანელი მთავრის ასულის, ქოზბის+ საქმეებით, თავიანთი დის საქმეებით, რომელიც იმ დღეს მოკლეს,+ როცა უბედურება დატრიალდა ფეორის+ საქმეების გამო“.

სქოლიოები