წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

რიცხვები 24:1—25

24  როცა ბალაამმა დაინახა, რომ სასურველი იყო იეჰოვას თვალში ისრაელის კურთხევა, წინანდებურად აღარ წავიდა+ სამისნოდ,+ არამედ უდაბნოსკენ იბრუნა პირი.  როცა გაიხედა ბალაამმა და დაინახა ტომებად განლაგებული ისრაელი,+ ღვთის სული გადმოვიდა მასზე+  და წარმოთქვა იგავი:+ „ბალაამის, ბეორის ვაჟის სიტყვა, თვალახელილი კაცის სიტყვა,+   ღვთის ნათქვამის გამგონის სიტყვა,+ ვისაც ხილვა ჰქონდა ყოვლისშემძლისგან,+ როცა თვალგახელილი იყო დამხობილი:+   რა მშვენიერია შენი კარვები, იაკობ, შენი კარვები, ისრაელ!+  როგორც ხევი, ისეა გადაჭიმული,+ როგორც ბაღი — მდინარის პირას.+ როგორც არწივის ხეები, იეჰოვას დარგული, როგორც კედრები წყლის პირას.+   მოედინება წყალი მისი ორი ჭურჭლიდან, მისი თესლი უხვ წყლებთან არის დათესილი.+ მისი მეფე+ აგაგზე აღმატებული იქნება+ და აღზევდება მისი სამეფო.+   ეგვიპტიდან გამოიყვანა ისინი ღმერთმა; გარეული ხარის სისწრაფით მოქმედებს იგი.+ ის შთანთქავს ხალხებს, თავის მჩაგვრელებს,+ ძვლებს დაუღრღნის+ და ისრებით დალეწავს.+   ჩაიმუხლა, ლომივით დაწვა, ვინ წამოაგდებს მას?!+ კურთხეულია, ვინც გაკურთხებს+ და და დაწყევლილია, ვინც გწყევლის“.+ 10  აენთო ბალაკის რისხვა ბალაამზე, ხელი ხელს შემოჰკრა+ და უთხრა ბალაამს: „ჩემი მტრის დასაწყევლად+ მოგიყვანე, შენ კი სამივეჯერ კურთხევა არ დააკელი. 11  წადი, საიდანაც მოხვედი. ვთქვი, პატივს ვცემ-მეთქი,+ მაგრამ, აი, იეჰოვამ დაგიკავა პატივი“. 12  ბალაამმა მიუგო ბალაკს: „ხომ ვუთხარი შენ გამოგზავნილ მაცნეებს, 13  ბალაკმა თავისი სახლიც რომ მომცეს, ოქრო-ვერცხლით სავსე, ვერ გადავალ-მეთქი იეჰოვას ბრძანებას; ვერც კარგს გავაკეთებ-მეთქი და ვერც ცუდს ჩემი გულით. რასაც იეჰოვა მეტყვის, იმას ვიტყვი-მეთქი.+ 14  წავედი ახლა ჩემს ხალხთან. მოდი გეტყვი,+ რას უზამს ეს ხალხი შენს ხალხს ბოლო დღეებში“.+ 15  წარმოთქვა მან იგავი:+ „ბალაამის, ბეორის ვაჟის სიტყვა, თვალახელილი კაცის სიტყვა,+ 16  ღვთის ნათქვამის გამგონის სიტყვა,+ ვისაც უზენაესის ცოდნა აქვს. ვისაც ხილვა ჰქონდა ყოვლისშემძლისგან,+ როცა თვალგახელილი იყო დამხობილი:+ 17  დავინახავ მას,+ მაგრამ არა ახლა; ვიხილავ მას, მაგრამ არა ახლოს. ვარსკვლავი+ ამოვა იაკობიდან და კვერთხი აღიმართება ისრაელიდან.+ საფეთქლებს დაულეწავს მოაბს+ და თავის ქალას — გაპარტახების ძეებს. 18  საკუთრება გახდება ედომი,+ მტრის საკუთრება+ — სეირი,+ ისრაელი კი სიმამაცეს გამოავლენს. 19  იაკობიდან გამოვა ხალხის დამმორჩილებელი;+ ის გაანადგურებს ქალაქში გადარჩენილებს“.+ 20  როცა ამალეკი დაინახა, კიდევ ერთი იგავი წარმოთქვა:+ „ამალეკი პირველი იყო ერებს შორის,+ მაგრამ მისი ბოლო დაღუპვა იქნება“.+ 21  როცა კენიელები+ დაინახა, კიდევ წარმოთქვა იგავი: „გამძლეა შენი საცხოვრებელი და კლდეზეა შენი სამყოფელი. 22  მაგრამ გადაწვავენ კაინს*.+ რამდენი ხანი დაგრჩა ასურეთის ტყვეობაში ჩავარდნამდე?“+ 23  კიდევ წარმოთქვა იგავი: „ვაი! ვინ გადარჩება, როცა ღმერთი მოახდენს ამას?!+ 24  გემები წამოვლენ ქითიმის+ სანაპიროდან და შეავიწროებენ ასურეთს,+ შეავიწროებენ ებერს, მაგრამ თავადაც დაიღუპება“. 25  ამის შემდეგ ადგა ბალაამი, წავიდა და უკან დაბრუნდა.+ ბალაკიც თავის გზას დაადგა.

სქოლიოები

ანუ კენიელთა ტომს.