წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

რიცხვები 23:1—30

23  უთხრა ბალაამმა ბალაკს: „ამიგე ამ ადგილზე შვიდი სამსხვერპლო+ და მომიმზადე შვიდი ხარი და შვიდი ვერძი“.  ბალაკი მაშინვე ბალაამის ნათქვამისამებრ მოიქცა. შესწირეს ბალაკმა და ბალაამმა თითო ხარი და თითო ვერძი თითოეულ სამსხვერპლოზე.+  უთხრა ბალაამმა ბალაკს: „დადექი შენს დასაწვავ შესაწირავთან,+ მე კი წავალ, იქნებ მოვიდეს იეჰოვა და შემხვდეს.+ რასაც მიჩვენებს, იმას გეტყვი“. ადგა და ავიდა შიშველ გორაზე.  მივიდა ღმერთი ბალაამთან.+ ბალაამმა უთხრა მას: „შვიდი სამსხვერპლო ავაგე ერთმანეთის გვერდიგვერდ და თითოეულ სამსხვერპლოზე თითო ხარი და თითო ვერძი შევწირე“.+  დაუდო იეჰოვამ ბალაამს ბაგეზე სიტყვა+ და უთხრა: „დაბრუნდი ბალაკთან და ასე უთხარი“.+  ისიც დაბრუნდა და რას ხედავს! ის და მოაბის ყველა მთავარი მის დასაწვავ შესაწირავთან დამდგარან.  წარმოთქვა მან იგავი:+ „მოაბის მეფემ, ბალაკმა, არამიდან+ მომიყვანა, აღმოსავლეთის მთებიდან, მოდი, დამიწყევლეო იაკობი, მოდი, შერისხეო ისრაელი.+   როგორ დავწყევლო ისინი, ვინც ღმერთს არ დაუწყევლია?+ როგორ შევრისხო ისინი, ვინც იეჰოვას არ შეურისხავს?+   ვხედავ მათ კლდის წვერიდან და გორებიდან ვუყურებ. განმარტოებით ცხოვრობს ეს ხალხი+ და ერებს შორის არ ირიცხება.+ 10  ვინ დათვლის იაკობის მტვრის ნაწილაკებს+ და ვინ აღრიცხავს ისრაელის მეოთხედს? მართალთა სიკვდილით მოვკვდე*+ და ჩემი აღსასრული მათ აღსასრულს დაემსგავსოს“.+ 11  უთხრა ბალაკმა ბალაამს: „ეს რა გამიკეთე?! ჩემს მტერთა დასაწყევლად მოგიყვანე, შენ კი კურთხევა არ დააკელი“.+ 12  მან მიუგო: „განა ის არ უნდა ვილაპარაკო, რასაც იეჰოვა დამიდებს ბაგეზე?“+ 13  ბალაკმა სთხოვა: „კიდევ ერთ ადგილზე წამომყევი, საიდანაც დაინახავ მათ, ოღონდ ნაწილს დაინახავ,+ მთლიანად კი ვერა. იქიდან დამიწყევლე“.+ 14  წაიყვანა ცოფეს ველზე, ფისგას წვერზე.+ ააგო შვიდი სამსხვერპლო და თითოეულ სამსხვერპლოზე თითო ხარი და თითო ვერძი შესწირა.+ 15  უთხრა ბალაკს: „დადექი შენს დასაწვავ შესაწირავთან, მე კი წავალ და მივალ მასთან“. 16  მივიდა იეჰოვა ბალაამთან და ბაგეზე დაუდო სიტყვა:+ „დაბრუნდი ბალაკთან+ და ასე უთხარი“. 17  ისიც მივიდა მასთან და რას ხედავს! თავის დასაწვავ შესაწირავთან იდგა იგი მოაბის მთავრებთან ერთად. ბალაკმა ჰკითხა: „რა გითხრა იეჰოვამ?“ 18  წარმოთქვა მან იგავი:+ „ადექი, ბალაკ! მომისმინე! ყური დამიგდე, ციფორის ძეო!+ 19  ღმერთი ადამიანი არ არის, რომ ტყუილი თქვას,+ არც ადამიანის ძეა, რომ ინანოს,+ თქვას და არ გააკეთოს, ილაპარაკოს და არ შეასრულოს.+ 20  წამიყვანეს, რომ მეკურთხებინა. მან აკურთხა+ და მე ვერ შევცვლი ამას.+ 21  არ უნახავს მას იაკობის წინააღმდეგ ჯადოქრული ძალა+ და არც ისრაელის გასაჭირი. იეჰოვა, მისი ღმერთია მასთან+ და მეფური ყიჟინია მასში. 22  ეგვიპტიდან გამოიყვანა ისინი ღმერთმა;+ გარეული ხარის სისწრაფით მოქმედებს იგი.+ 23  არც ჯადო არსებობს იაკობის წინააღმდეგ+ და არც მკითხაობა ისრაელის წინააღმდეგ.+ ახლა იტყვიან იაკობსა და ისრაელზე, ეს რა მოიმოქმედაო ღმერთმა!+ 24  აი, ხალხი ლომივით წამოდგება და ლომივით წამოიმართება.+ არ დაწვება, სანამ მსხვერპლს არ შეჭამს და მოკლულთა სისხლს არ დალევს“.+ 25  ბალაკმა უთხრა ბალაამს: „თუ ვერ დაწყევლი, ნურც აკურთხებ“. 26  ბალაამმა მიუგო: „ხომ გითხარი, რასაც იეჰოვა მეტყვის, იმას გავაკეთებ-მეთქი?“+ 27  სთხოვა ბალაკმა ბალაამს: „წამოდი, კიდევ ერთ ადგილზე წაგიყვან; იქნებ სწორი იყოს ჭეშმარიტი ღვთის თვალში, რომ იქიდან დამიწყევლო“.+ 28  აიყვანა ბალაკმა ბალაამი ფეორის წვერზე, რომელიც იეშიმონს+ გადაჰყურებს. 29  უთხრა ბალაამმა+ ბალაკს: „ამიგე ამ ადგილზე შვიდი სამსხვერპლო და მომიმზადე შვიდი ხარი და შვიდი ვერძი“.+ 30  ბალაკმაც ისე გააკეთა, როგორც ბალაამმა უთხრა. შესწირა მან თითო ხარი და თითო ვერძი თითოეულ სამსხვერპლოზე.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — მოკვდეს ჩემი სული. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.