წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

რიცხვები 17:1—13

17  უთხრა იეჰოვამ მოსეს:  „ელაპარაკე ისრაელის ძეებს და გამოართვი თორმეტი კვერთხი: თითო კვერთხი+ თითოეულ საგვარეულოზე, ყველას თავისი საგვარეულოს მიხედვით, ყველა თავკაცს.+ ყველა კვერთხს თავისი მფლობელის სახელი დააწერე.  ლევის კვერთხს აარონის სახელი დააწერე, რადგან მათი საგვარეულოს თავკაცს ერთი კვერთხი აქვს.  დააწყვე ისინი შეხვედრის კარავში მოწმობის+ კიდობნის წინ, სადაც ყოველთვის გეცხადებით.+  ვისაც ავირჩევ,+ მისი კვერთხი კვირტს გამოიღებს და ჩავაცხრობ ჩემ წინააღმდეგ ისრაელის ძეების დრტვინვას,+ თქვენ წინააღმდეგ რომ დრტვინავენ“.+  ელაპარაკა მოსე ისრაელის ძეებს და მისცა ყველა თავკაცმა თავისი კვერთხი, თითო თავკაცმა თითო კვერთხი,+ ყველამ თავისი საგვარეულოს მიხედვით, თორმეტი კვერთხი. კვერთხებს შორის აარონის კვერთხიც იყო.+  მოსემ კვერთხები მოწმობის კარავში დააწყო იეჰოვას წინაშე.+  მეორე დღეს, როცა მოსე მოწმობის კარავში შევიდა, რას ხედავს! აარონის კვერთხს, ლევის სახლიდან, კვირტები გამოეღო. დაიკვირტა, გაიფურჩქნა და მწიფე ნუში მოიბა.  გამოუტანა მოსემ ისრაელის ძეებს კვერთხები, რომლებიც იეჰოვას წინაშე ეწყო; ისინიც მიდიოდნენ, ათვალიერებდნენ და ყველა თავის კვერთხს იღებდა. 10  უთხრა იეჰოვამ მოსეს: „აარონის კვერთხი+ ისევ მოწმობის კიდობნის წინ დადე ურჩობის+ ძეებისთვის ნიშნად,+ რათა შეწყვიტონ ჩემ წინააღმდეგ დრტვინვა და არ დაიხოცონ“. 11  მოსე მაშინვე იეჰოვას ბრძანებისამებრ მოიქცა. ზუსტად ისე გააკეთა. 12  უთხრეს ისრაელის ძეებმა მოსეს: „ახლა დავიხოცებით, დავიღუპებით, ყველანი დავიღუპებით!+ 13  ვინც იეჰოვას კარავს მიუახლოვდება,+ ყველა დაიხოცება!+ ნუთუ ასე უნდა ამოვწყდეთ?!“+

სქოლიოები