წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

რიცხვები 14:1—45

14  დიდი ხმით მოთქვამდა მთელი კრებული და მთელი ღამე ტიროდა+ ხალხი.  დრტვინავდნენ ისრაელის ძეები მოსესა და აარონის წინააღმდეგ:+ „ნეტავ ეგვიპტეში ან უდაბნოში დავხოცილიყავით!  რატომ მივყავართ იეჰოვას ამ მიწაზე, თუ მახვილით უნდა დავეცეთ?+ ჩვენი ცოლები და ბავშვები ნადავლად იქცევიან.+ არ ჯობია, ეგვიპტეში დავბრუნდეთ?!“+  ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „ავირჩიოთ მეთაური და ეგვიპტეში დავბრუნდეთ!“+  პირქვე დაემხვნენ+ მოსე და აარონი მთელი ისრაელის ძეთა კრებულის წინაშე.  იესო ნავეს ძემ+ და ქალებ იეფუნეს ძემ+ კი, რომლებიც მზვერავებს შორის იყვნენ, ტანსაცმელი შემოიხიეს+  და ისრაელის ძეთა მთელ კრებულს მიმართეს: „მიწა, რომელიც შემოვიარეთ და დავზვერეთ, ძალიან, ძალიან კარგი მიწაა.+  თუ მოწონება დავიმსახურეთ იეჰოვას თვალში,+ აუცილებლად შეგვიყვანს იმ მიწაზე და მოგვცემს მიწას, რომელზეც რძე და თაფლი მოედინება.+  ოღონდ იეჰოვას არ განუდგეთ+ და იმ მიწაზე მცხოვრები ხალხის არ შეგეშინდეთ,+ ერთი ლუკმა არიან ჩვენთვის. მათ დაკარგეს თავშესაფარი,+ ჩვენთან კი იეჰოვაა.+ ნუ გეშინიათ მათი“.+ 10  მთელი კრებული ამბობდა, ჩავქოლოთო,+ მაგრამ იეჰოვას დიდება გამოეცხადა ისრაელის ძეებს შეხვედრის კარავზე.+ 11  უთხრა იეჰოვამ მოსეს: „როდემდე+ უნდა მექცეოდეს ეს ხალხი უპატივცემულოდ?!+ ამდენი ნიშანი მოვახდინე მათ შორის და როდემდე არ უნდა მერწმუნონ?!+ 12  შევყრი ჭირს და თავიდან მოვიცილებ, შენგან კი ერს შევქმნი, ამაზე დიდსა და ძლიერს“.+ 13  მიუგო მოსემ იეჰოვას: «გაიგებენ ეგვიპტელები, რომელთაგანაც შენი ძალით გამოიყვანე ეს ხალხი+ 14  და ეტყვიან იმ მიწის მკვიდრთ. მათ გაგებული აქვთ, რომ შენა ხარ იეჰოვა, და ამ ხალხს შორისა ხარ,+ პირისპირ ეცხადები.+ შენა ხარ იეჰოვა და შენი ღრუბელი დგას მათ ზემოთ, დღისით ღრუბლის სვეტში მიუძღვები წინ და ღამით — ცეცხლის სვეტში.+ 15  თუ ისე გაანადგურებ ამ ხალხს, როგორც ერთ კაცს,+ ხალხები, რომლებსაც შენი დიდების შესახებ სმენიათ, იტყვიან, 16  ვერ შეძლო იეჰოვამ ამ ხალხის იმ მიწაზე შეყვანა, რაზეც დაუფიცა, და უდაბნოში გაანადგურაო.+ 17  იეჰოვა, განდიდდეს შენი ძალა+ შენი ნათქვამისამებრ: 18  „იეჰოვა რისხვაში ნელია,+ უხვი სიკეთეში*,+ პატიობს დანაშაულსა და შეცოდებას,+ თუმცა დასასჯელს დაუსჯელს არ ტოვებს,+ მამათა დანაშაულის გამო შვილებს სჯის მესამე და მეოთხე თაობამდე“.+ 19  აპატიე ამ ხალხს დანაშაული შენი აღმატებული სიკეთით*, როგორც ეგვიპტიდან მოყოლებული პატიობ მათ დღემდე».+ 20  უთხრა იეჰოვამ: „ვაპატიებ შენი სიტყვისამებრ.+ 21  ცოცხალი ვარ და მთელი დედამიწა აივსება იეჰოვას დიდებით.+ 22  ოღონდ ვერავინ, ვინც იხილა ჩემი დიდება+ და ნიშნები,+ რომლებიც ეგვიპტესა და უდაბნოში მოვახდინე, და მაინც ათჯერ გამომცადა+ და არ მოუსმინა ჩემს ხმას,+ 23  ვერასოდეს იხილავს მიწას, რაზეც მათ მამებს დავუფიცე; ვინც უპატივცემულოდ მეპყრობა, ვერ იხილავს მას,+ 24  ხოლო ჩემს მსახურ ქალებ იეფუნეს ძეს,+ რომელშიც სხვა სული იყო და ბოლომდე მომყვებოდა,+ შევიყვან იმ მიწაზე, სადაც წასული იყო, და მისი შთამომავლობა დაიმკვიდრებს მას.+ 25  ხვალ გაბრუნდით და დაიძარით უდაბნოსკენ წითელი ზღვის გზით,+ რადგან ველზე ამალეკელები და ქანაანელები+ ცხოვრობენ“. 26  უთხრა იეჰოვამ მოსესა და აარონს: 27  „როდემდე უნდა დრტვინავდეს ეს ბოროტი კრებული ჩემ წინააღმდეგ?!+ მომესმა ისრაელის ძეთა დრტვინვა, ჩემ წინააღმდეგ რომ დრტვინავენ.+ 28  უთხარი მათ: ცოცხალი ვარ, — ამბობს იეჰოვა. — ისე მოგექცევით, როგორც ჩემ გასაგონად ლაპარაკობდით!+ 29  ამ უდაბნოში დაიყრება თქვენი გვამები,+ ყველასი, ვინც აღრიცხულნი ხართ, ოცი წლიდან მოყოლებული, ვინც ჩემ წინააღმდეგ დრტვინავდით.+ 30  ვერ შეხვალთ იმ მიწაზე, რომელზეც ხელი ავწიე+ და დავიფიცე, ქალებ იეფუნეს ძისა და იესო ნავეს ძის გარდა.+ 31  თქვენს ბავშვებსაც შევიყვან იქ, რომლებზეც თქვით, რომ ნადავლად იქცეოდნენ,+ და ნახავენ ისინი იმ მიწას, რომელიც თქვენ უარყავით;+ 32  თქვენი გვამები კი ამ უდაბნოში დაიყრება.+ 33  თქვენი ვაჟები ორმოცი წელი მწყემსები იქნებიან უდაბნოში,+ პასუხს აგებენ თქვენს მეძაობაზე,+ სანამ არ გაქრება თქვენი გვამები უდაბნოში.+ 34  იმ დღეების რიცხვის მიხედვით, რამდენ დღესაც მიწას ზვერავდით — ორმოცი დღე,+ თითო დღეზე თითო წელი, ყოველ დღეზე ერთი წელი,+ პასუხი უნდა აგოთ თქვენს დანაშაულზე ორმოცი წელი,+ და გაიგებთ, რას ნიშნავს უჩემოდ ყოფნა.+ 35  მე, იეჰოვა, ვამბობ, რომ ასე მოვექცევი ჩემ წინააღმდეგ შეკრებილ ამ ბოროტ კრებულს:+ ამ უდაბნოში მოეღებათ ბოლო და აქ დაიხოცებიან.+ 36  კაცები, რომლებიც მოსემ მიწის დასაზვერად გაგზავნა და რომლებმაც ცუდი ამბები მოიტანეს იმ მიწის შესახებ და მთელ კრებულს დააწყებინეს დრტვინვა მის წინააღმდეგ,+ 37  ვინც ცუდი ამბები მოიტანა იმ მიწის შესახებ, უბედურებით დაიხოცებიან იეჰოვას წინაშე.+ 38  მიწის დასაზვერად წასულთაგან მხოლოდ იესო ნავეს ძე და ქალებ იეფუნეს ძე იცოცხლებენ“.+ 39  ხალხი გლოვა-გოდებას მოჰყვა, როცა მოსემ ეს სიტყვები ისრაელის ძეებს გადასცა.+ 40  დილით ადრე ადგნენ და მთის წვერზე ასვლა დააპირეს, ამბობდნენ: „ავიდეთ იმ ადგილზე, იეჰოვამ რომ თქვა, რადგან შევცოდეთ“.+ 41  მოსემ უთხრა: „რატომ გადადიხართ იეჰოვას ბრძანებას?+ ხელი არ მოგემართებათ. 42  არ ახვიდეთ, რომ არ დაგამარცხოთ მტერმა, რადგან არ არის იეჰოვა თქვენ შორის.+ 43  ამალეკელები და ქანაანელები გამოვლენ თქვენ წინააღმდეგ,+ მახვილით დაეცემით, და რადგან ზურგი შეაქციეთ და აღარ მიჰყვებით იეჰოვას, იეჰოვაც აღარ იქნება თქვენთან“.+ 44  მაინც გაბედეს მთის წვერზე ასვლა,+ მაგრამ არც იეჰოვას შეთანხმების კიდობანი დაძრულა ბანაკიდან და არც მოსე.+ 45  ჩამოვიდნენ მთაზე მცხოვრები ამალეკელები+ და ქანაანელები, სძლიეს მათ, ხორმამდე+ სდიეს და მიმოფანტეს.

სქოლიოები

ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს.
იხილეთ 14:18-ის სქოლიო.