არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

რიცხვები 13:1—33

13  უთხრა იეჰოვამ მოსეს:  „გაგზავნე კაცები ქანაანის მიწის დასაზვერად, რომელსაც ისრაელის ძეებს ვაძლევ.+ გაგზავნე თითო კაცი თავისი მამის ტომიდან, თავკაცები“.+  გაგზავნა მოსემ ისინი იეჰოვას ბრძანებისამებრ ფარანის უდაბნოდან.+ ყველანი ისრაელის ძეთა თავკაცები იყვნენ.  მათი სახელებია: შამუა, ზაქურის ვაჟი, რეუბენის ტომიდან;  შაფატი, ხორის ვაჟი, სიმონის ტომიდან;  ქალები,+ იეფუნეს ვაჟი, იუდას ტომიდან;  იგალი, იოსების ვაჟი, ისაქარის ტომიდან;  ჰოშეა,+ ნავეს ვაჟი, ეფრემის ტომიდან;  ფალტი, რაფუს ვაჟი, ბენიამინის ტომიდან; 10  გადიელი, სოდის ვაჟი, ზებულონის ტომიდან; 11  გადი, სუსის ვაჟი, იოსების+ ტომიდან — მენაშეს+ ტომიდან; 12  ამიელი, გემალის ვაჟი, დანის ტომიდან; 13  სეთური, მიქაელის ვაჟი, აშერის ტომიდან; 14  ნახბი, ვოფსის ვაჟი, ნაფთალის ტომიდან; 15  გეუელი, მაქის ვაჟი, გადის ტომიდან; 16  ეს არის მათი სახელები, ვინც მოსემ მიწის დასაზვერად გაგზავნა. ჰოშეა ნავეს ძეს მოსე იესოს ეძახდა.+ 17  როდესაც მოსე ქანაანის მიწის დასაზვერად აგზავნიდა მათ, უთხრა: „ასე ადით ნეგებში,+ იქიდან კი მთიან მხარეში+ 18  და ნახეთ, როგორი მიწაა,+ როგორი ხალხი ცხოვრობს, ძლიერი თუ სუსტი, ცოტანი არიან თუ ბევრნი; 19  როგორია მიწა, სადაც ცხოვრობენ, კარგია თუ ცუდი, როგორ ქალაქებში ცხოვრობენ, ბანაკებში ცხოვრობენ თუ სიმაგრეებში; 20  როგორია ნიადაგი, ნოყიერი თუ მწირი,+ არის იქ ხეები თუ არა; გამბედაობა მოიკრიბეთ+ და წამოიღეთ იმ მიწის ნაყოფი“. იმ დღეებში მწიფდებოდა ყურძნის პირველი ნაყოფი.+ 21  ავიდნენ და დაზვერეს მიწა ცინის+ უდაბნოდან რეხობამდე,+ ხამათის+ შესასვლელამდე. 22  ავიდნენ ნეგებში+ და მივიდნენ ხებრონში.+ იქ იყვნენ ახიმანი, შეშაი და თალმაი,+ ანაკის+ შვილები. ხებრონი+ ეგვიპტის ცოანზე+ შვიდი წლით ადრე აშენდა. 23  მივიდნენ ეშქოლის+ ხევში და მოჭრეს ვაზის მტევნიანი ლერწი+ და ორმა კაცმა ლატნით წამოიღო, წამოიღეს ბროწეულიც+ და ლეღვიც. 24  იმ ადგილს ეშქოლის* ხევი+ უწოდეს მტევნის გამო, რომელიც ისრაელის ძეებმა მოჭრეს იქ. 25  ორმოცი დღე+ ზვერავდნენ იმ მიწას და შემდეგ დაბრუნდნენ. 26  მივიდნენ მოსესთან, აარონთან და ისრაელის ძეების მთელ კრებულთან ფარანის უდაბნოში, კადეშთან.+ მოუტანეს ამბავი მათ და მთელ კრებულს და აჩვენეს იმ მიწის ნაყოფი. 27  უამბეს მას: „ჩვენ ვიყავით იმ მიწაზე, სადაც გაგვგზავნე. იქ მართლა რძე და თაფლი მოედინება,+ აი მისი ნაყოფი.+ 28  მაგრამ ძლიერი ხალხი ცხოვრობს იმ მიწაზე და დიდი გამაგრებული ქალაქები აქვთ.+ ანაკის შვილებიც ვნახეთ იქ.+ 29  ნეგების მიწაზე+ ამალეკელები+ ცხოვრობენ, მთიან მხარეში — ხეთელები, იებუსელები+ და ამორეველები;+ ზღვის პირას და მდინარე იორდანის გასწვრივ კი — ქანაანელები“.+ 30  ქალებ იეფუნეს ძემ+ ხალხის დამშვიდება სცადა მოსეს წინაშე და თქვა: „ახლავე წავიდეთ და ხელში ჩავიგდებთ მას, ნამდვილად გავიმარჯვებთ“.+ 31  მაგრამ მასთან მყოფმა კაცებმა მიუგეს: „ჩვენ ვერ შევძლებთ იმ ხალხის წინააღმდეგ წასვლას, რადგან ისინი ჩვენზე ძლიერები არიან“.+ 32  ცუდს ეუბნებოდნენ+ ისრაელის ძეებს დაზვერილ მიწაზე: „მიწა, რომელიც დავზვერეთ, ჭამს მასზე მცხოვრებთ. ვინც კი ვნახეთ, ყველანი ბუმბერაზები არიან.+ 33  ვნახეთ ნეფილიმები, ანაკის ვაჟები,+ ნეფილიმთა შთამომავლები. კალიები გვეგონა ჩვენი თავი, მათ თვალშიც ასე ვჩანდით“.+

სქოლიოები

ნიშნავს ყურძნის მტევანს.