არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ოსია 8:1—14

8  «პირთან მიიტანე საყვირი!+ არწივივით+ მოდის ის იეჰოვას სახლის წინააღმდეგ, რადგან ესენი არღვევენ ჩემს შეთანხმებას+ და სცოდავენ ჩემი კანონის წინააღმდეგ,+  შემომღაღადებენ: „ჩემო ღმერთო, ჩვენ, ისრაელი, გიცნობთ შენ“.+  ისრაელი აგდებს იმას, რაც კარგია.+ მტერი დაედევნოს მას.+  მეფეებს აყენებენ,+ მაგრამ უჩემოდ; მთავრებს აყენებენ, მაგრამ ჩემ დაუკითხავად. თავიანთი ოქრო-ვერცხლით იკეთებენ კერპებს+ დასაღუპავად.+  გადაგდებულია შენი ხბო,+ სამარიავ. აღგზნებულია ჩემი რისხვა მათზე.+ კიდევ რამდენ ხანს ვერ შეძლებენ უდანაშაულოდ ყოფნას?+  ის ისრაელისა იყო.+ ხელოსანმა გააკეთა,+ არ არის ის ღმერთი, რადგან ნაფოტებად იქცევა სამარიის ხბო.+  ქარს თესავენ და ქარიშხალს მოიმკიან.+ ყანა არსად არის.+ არც ერთი თავთავი ფქვილს არ იძლევა;+ რომც იძლეოდეს, უცხოები ჩაყლაპავდნენ.+  ჩაიყლაპება ისრაელი.+ ისინი უსარგებლო ჭურჭელივით+ იქნებიან ერებს შორის.+  ასურეთში+ მიდის, როგორც განმარტოებული ზებრა.+ საყვარლებს ქირაობს ეფრემი.+ 10  თუმცა ერებისგან ქირაობენ მათ,+ ახლა ერთად შევკრებ. ცოტა ხანი მწვავე ტკივილები+ ექნებათ მეფისა და მთავრების მიერ დადებული ტვირთით დამძიმებულებს. 11  ცოდვის ჩასადენად ამრავლებს ეფრემი სამსხვერპლოებს.+ ცოდვის ჩასადენად აქვს სამსხვერპლოები.+ 12  ბევრ რამეს ვწერდი მას ჩემი კანონიდან,+ მაგრამ უცხოდ მიიჩნევდნენ.+ 13  ხორცს მწირავდნენ,+ როგორც საძღვნო მსხვერპლს და ჭამდნენ იმას, რაც იეჰოვას არ სიამოვნებდა.+ ემახსოვრება მას მათი დანაშაული და პასუხს მოსთხოვს ცოდვებისთვის.+ ეგვიპტეში დაბრუნდნენ ისინი.+ 14  დაივიწყა ისრაელმა თავისი შემოქმედი+ და ტაძრების შენება დაიწყო;+ იუდამ კი გამაგრებული ქალაქები გაამრავლა.+ ცეცხლს გავგზავნი მის ქალაქებში და ის შთანთქავს მათ საცხოვრებელ კოშკებს».+

სქოლიოები