წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ოსია 4:1—19

4  ისმინეთ იეჰოვას სიტყვა, ისრაელის ძეებო, რადგან სასამართლოში ედავება იეჰოვა ამ მიწის მკვიდრებს,+ რადგან არ არის ამ მიწაზე ჭეშმარიტება,+ არც სიკეთე* და არც ღვთის ცოდნა.+  გავრცელდა წყევლა,+ მზაკვრობა,+ მკვლელობა,+ ქურდობა+ და მრუშობა,+ სისხლის ღვრას სისხლის ღვრა მოჰყვება.+  ამიტომაც იგლოვებს მიწა+ და მიილევა ყოველი მისი მკვიდრი მინდვრის მხეცებთან და ცის ფრინველებთან ერთად, ზღვის თევზებიც სასიკვდილოდ იქნებიან შეგროვებული.+  „ნურავინ იდავებს,+ ნურც ამხელს სხვას, რადგან შენი ხალხი მღვდელთან მოდავეებს ჰგავს.+  წაიბორძიკებ დღისით+ და შენთან ერთად წინასწარმეტყველიც კი ისე წაიბორძიკებს, თითქოს ღამე იყოს.+ დავადუმებ დედაშენს.+  დადუმდება ჩემი ხალხი, რადგან არა აქვს ცოდნა.+ რაკი ცოდნა უარყავი,+ მეც უარგყოფ, რათა მღვდლად აღარ მემსახურო;+ შენი ღვთის კანონი რომ დაივიწყე,+ მეც დავივიწყებ შენს ძეებს.+  რაც უფრო მეტნი არიან, მით უფრო მეტად მცოდავენ.+ ჩემი დიდება სირცხვილში გაცვალეს.+  ჩემი ხალხის ცოდვებს შთანთქავენ ისინი და მათი სული მათი დანაშაულისკენ ისწრაფვის.+  რაც მღვდელს დაემართება, იგივე დაემართება ხალხსაც;+ პასუხს მოვთხოვ მათ თავიანთი გზების გამო+ და თავიანთი საქმეებისამებრ მივაგებ.+ 10  შეჭამენ, მაგრამ ვერ გაძღებიან.+ ქალებს ისე მოექცევიან, როგორც მეძავებს, მაგრამ ვერ გამრავლდებიან,+ რადგან პატივს აღარ მიაგებენ იეჰოვას.+ 11  გარყვნილება, ღვინო და მაჭარი კაცში კეთილ ზრახვებს ახშობს.+ 12  ხის+ კერპს ეკითხება ჩემი ხალხი+ და მათი საკუთარი ხელჯოხი ელაპარაკება მათ; რადგან გარყვნილების სული ახეტიალებდა+ მათ და გარყვნილებით განუდგნენ თავიანთ ღმერთს.+ 13  მთების მწვერვალებზე სწირავენ მსხვერპლს+ და გორებზე შესაწირავს აბოლებენ+ უზარმაზარი ხის, სტირაქსისა და დიდი ხის ძირში, რადგან კარგია მათი ჩრდილი.+ ასე რომ, გარყვნილებას სჩადიან თქვენი ასულები და მრუშობენ თქვენი რძლები. 14  არ მოვთხოვ პასუხს თქვენს ასულებს გარყვნილებისთვის და თქვენს რძლებს — მრუშობისთვის, რადგან კაცები მეძავებთან განმარტოვდებიან+ ხოლმე და ტაძრის მეძავ ქალებთან+ ერთად სწირავენ მსხვერპლს; ხალხი, რომელსაც არა აქვს გაგება,+ გაითელება. 15  თუმცა გარყვნილებას სჩადიხარ, ისრაელო,+ იუდა ნუ გახდება დამნაშავე;+ ნუ მიხვალთ გილგალში,+ ნუ ახვალთ ბეთ-ავენში+ და ნურც დაიფიცებთ, ცოცხალიაო იეჰოვა!+ 16  რადგან ჯიუტი ძროხასავით გაჯიუტდა ისრაელი.+ განა ახლა დამწყემსავს მას იეჰოვა, როგორც ბატკანს ვრცელ ადგილზე?! 17  ეფრემი შეუერთდა კერპებს.+ თავი დაანებე მას!+ 18  თავდება მათი ხორბლის ლუდი,+ ქალს ისე ექცევიან, როგორც მეძავს.+ მის მფარველებს+ სირცხვილი უყვართ.+ 19  ქარი ახვევს მას თავის ფრთებში.+ შერცხვებათ თავიანთი მსხვერპლის“.+

სქოლიოები

იხილეთ 2:19-ის სქოლიო.