წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ოსია 10:1—15

10  «ისრაელი გადაჯიშებული ვაზია.+ მხოლოდ თავისთვის იძლევა ნაყოფს.+ რაც უფრო მეტია მისი ნაყოფი, მით უფრო მეტ სამსხვერპლოს აგებს.+ რაც უფრო კარგია მისი მიწა, მით უფრო კარგ წმინდა სვეტებს დგამს.+  გაუთვალთმაქცდათ გულები;+ დამნაშავეები აღმოჩნდებიან. არის ის, ვინც დაანგრევს მათ სამსხვერპლოებს; ის გაძარცვავს მათ სვეტებს.+  ახლა იტყვიან: „არა გვყავს მეფე,+ რადგან არ გვეშინია იეჰოვასი. რას გაგვიკეთებს მეფე?“  ცარიელ სიტყვებს ამბობენ, როცა ცრუდ იფიცებენ+ ან შეთანხმებას დებენ.+ სამართალი შხამიანი მცენარესავით ამოდის მინდვრის კვლებში.+  ბეთ-ავენის+ ხბოს კერპის გამო შეეშინდებათ სამარიის მკვიდრებს; იგლოვებენ მას მისივე ხალხი და ქურუმები, მისით რომ ხარობდნენ, იგლოვებენ მის დიდებას, რადგან ის მიატოვებს მათ — გადასახლებული იქნება.+  ასურეთში წაიღებენ მას და საჩუქრად მიართმევენ დიდ მეფეს.+ სირცხვილს ჭამს ეფრემი,+ თავისი რჩევის გამო შერცხვება ისრაელი.+  სამარია და მისი მეფე ისე დადუმდებიან,+ როგორც მოტეხილი ტოტი წყლის ზედაპირზე.  მოისპობა ბეთ-ავენის მაღლობები,+ ისრაელის ცოდვა.+ ნარ-ეკალი+ ამოვა მათ სამსხვერპლოებზე.+ ხალხი ეტყვის მთებს: „დაგვფარეთ!“ და გორებს: „ზედ დაგვემხეთ!“+  გიბას+ დროიდან ცოდავ,+ ისრაელო! არ შეცვლილან ისინი. არ მიწვდომიათ მათ გიბაში გამართული ომი უმართლობის ძეების წინააღმდეგ.+ 10  თუ მოვინდომე, დავსჯი მათ.+ მათ წინააღმდეგ შეიკრიბებიან ხალხები, როცა შეებმებიან თავიანთ ორ დანაშაულში.+ 11  ეფრემი ლეწვის მოყვარული გაწვრთნილი დეკეული იყო.+ მე გავიარე მის ლამაზ ქედზე. ზურგზე შემოვაჯენ ვინმეს და მიწას მოვახვნევინებ ეფრემს;+ იუდა ხნავს,+ ხოლო იაკობი ფარცხავს+ მისთვის. 12  სიმართლით თესეთ თესლი თქვენთვის,+ სიკეთით* მოიმკეთ.+ დაამუშავეთ სახნავი მიწა,+ სანამ არის იეჰოვას ძებნის დრო, სანამ მოსულა ის+ და სიმართლე უსწავლებია თქვენთვის.+ 13  ბოროტებას ხნავთ+ და უმართლობას იმკით,+ მზაკვრობის ნაყოფს ჭამთ,+ რადგან იმედი გაქვს შენი გზისა+ და შენი ძლიერი ხალხის სიმრავლისა.+ 14  ხმაურია შენს ხალხში.+ შენი გამაგრებული ქალაქები ისე გაიძარცვება,+ როგორც შალმანმა გაძარცვა არბელის სახლი ბრძოლის დღეს, როცა სასტიკად მოკლეს დედა თავის ვაჟებთან ერთად.+ 15  ასე მოგექცევიან, ბეთელო, თქვენი უზომო ბოროტების გამო.+ განთიადისას დადუმდება ისრაელის მეფე».+

სქოლიოები

იხილეთ 2:19-ის სქოლიო.