წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ნეემია 6:1—19

6  სანბალატს,+ ტობიას,+ არაბ+ გეშემსა+ და ჩვენს დანარჩენ მტრებს შეატყობინეს თუ არა, რომ აღვადგინე გალავანი+ და ბზარი არ დარჩენილა მასში (თუმცა იმ დროისთვის კარიბჭეების კარები+ ჯერ არ მქონდა ჩადგმული),+  სანბალატმა და გეშემმა მაშინვე შემომითვალეს: „მოდი და დავთქვათ შეხვედრა+ ონოს+ ველის ერთ-ერთ სოფელში“. ბოროტების გაკეთება ჰქონდათ ჩემთვის განზრახული.+  ამიტომ მაცნეები გავუგზავნე+ მათ და შევუთვალე: „დიდ საქმეს ვარ შეჭიდებული+ და ვერ ჩამოვალ. რატომ უნდა მივატოვო და შევაჩერო საქმე თქვენთან ჩამოსვლის გულისთვის?“+  მიუხედავად ამისა, მათ ოთხჯერ შემომითვალეს იგივე სიტყვა, მეც იმავე პასუხს ვაძლევდი.  ბოლოს სანბალატმა+ იგივე სიტყვით მეხუთეჯერ გამომიგზავნა თავისი მსახური, რომელსაც გახსნილი წერილი ეჭირა ხელში.  წერილში ეწერა: „ხალხებში ხმა დადის და გეშემიც+ იმას ამბობს, რომ შენ და იუდეველები აჯანყებას+ აპირებთ, ამიტომაც აშენებთ გალავანს. როგორც ამბობენ, შენ უნდა გახდე მათი მეფე.+  წინასწარმეტყველებიც კი დაგიყენებია, რომ იერუსალიმში აცხადებდნენ შენზე, მეფეა იუდაშიო! მივა ეს ხმები მეფის ყურამდე, ამიტომ მოდი და მოვითათბიროთ“.+  მეც შევუთვალე: არ მომხდარა+ ის, რასაც შენ ამბობ, შენ თვითონ იგონებ-მეთქი ამას.+  ისინი ჩვენ დაშინებას ცდილობდნენ და ამბობდნენ: ჩამოუშვებენ ხელებს,+ შეწყვეტენ მუშაობას და საქმე აღარ გაკეთდებაო. გთხოვ, ღმერთო, ახლა გამიმაგრე ხელები!+ 10  შევედი შემაიას, მეჰეტაბელის ვაჟის დელაიას ვაჟის სახლში და ის შინ ჩაკეტილი დამხვდა.+ მან მითხრა: „ჭეშმარიტი ღვთის სახლში, ტაძარში+ დავთქვათ შეხვედრა+ და ჩავკეტოთ ტაძრის კარები, რადგან შენ მოსაკლავად მოდიან ისინი, ღამით+ მოვლენ შენ მოსაკლავად“. 11  მე კი მივუგე: „განა ჩემნაირი კაცი უნდა გაიქცეს?!+ განა ჩემნაირი კაცი შევა ღვთის ტაძარში და იცოცხლებს?!+ მე იქ არ შევალ!“ 12  გამოვიკვლიე და გავიგე, რომ ღმერთს არ გამოუგზავნია+ ის. იმიტომ წინასწარმეტყველებდა+ ის ამას ჩემ წინააღმდეგ, რომ ტობიასა და სანბალატს+ ჰყავდათ მოსყიდული.+ 13  იმისთვის მოისყიდეს,+ რომ შემშინებოდა,+ ასე მოვქცეულიყავი და ცოდვა ჩამედინა,+ რათა ჩემი გატეხილი სახელით+ ესარგებლათ და შეურაცხყოფა მოეყენებინათ ჩემთვის.+ 14  გაიხსენე,+ ჩემო ღმერთო, ტობია+ და სანბალატი მათი ამ საქმეების გამო, წინასწარმეტყველი ქალი ნოადიაც და სხვა წინასწარმეტყველებიც,+ რომლებიც მუდამ ჩემ დაშინებას ცდილობდნენ. 15  ბოლოს დასრულდა გალავნის+ აღდგენა ორმოცდათორმეტ დღეში, ელულის თვის ოცდამეხუთე დღეს. 16  ეს რომ ჩვენმა მტრებმა+ გაიგეს და ჩვენმა მეზობელმა ხალხებმა დაინახეს, საკუთარ თვალში დამცირდნენ და მიხვდნენ, რომ ეს საქმე ჩვენი ღვთის+ წყალობით შესრულდა. 17  იმ დროს იუდას წარჩინებულები+ მრავალ წერილს უგზავნიდნენ ტობიას+ და ტობიასგანაც მოსდიოდათ წერილები. 18  იუდაში მრავალი იყო მასთან ფიცით შეკრული, რადგან ის არახის ვაჟის,+ შექანიას სიძე იყო, და მის ვაჟს, იეჰოხანანს, ბერექიას ვაჟის, მეშულამის+ ასული ჰყავდა ცოლად. 19  ყოველთვის კარგს მეუბნებოდნენ მასზე,+ ჩემი სიტყვები კი მასთან მიჰქონდათ. ჩემ დასაშინებლად წერილებს აგზავნიდა ტობია.+

სქოლიოები