წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ნეემია 3:1—32

3  ადგნენ მღვდელმთავარი ელიაშიბი+ და მისი ძმები, მღვდლები, და ააშენეს ცხვრის კარიბჭე.+ განწმინდეს იგი+ და ჩადგეს კარები. განაგრძეს მშენებლობა მეას კოშკამდე+ და ხანანელის კოშკამდე+ და განწმინდეს ის, რაც ააშენეს.  გვერდით იერიხონელები+ აშენებდნენ, მათ გვერდით კი ზაქური, იმრის ვაჟი აშენებდა.  თევზის კარიბჭე+ ჰასენაას ძეებმა ააშენეს; ხის ჩარჩო+ გაუკეთეს, კარები+ ჩადგეს და საკეტები და ურდულები დაუყენეს.+  მათ გვერდით აღდგენით სამუშაოს მერემოთი,+ ჰაკოცის ვაჟის ურიას ვაჟი+ ასრულებდა, მის გვერდით — მეშულამი,+ მეშეზაბელის ვაჟის ბერექიას ვაჟი, მის გვერდით კი — ცადოკი, ბაანას ვაჟი.  მის გვერდით აღდგენით სამუშაოს თეკოელები+ ასრულებდნენ, მათი დიდებულები+ კი ქედს არ იხრიდნენ და არ ემსახურებოდნენ თავიანთ ბატონებს.  იოიადამ, ფასეას ვაჟმა, და მეშულამმა, ბესოდეიას ვაჟმა, ძველი ქალაქის კარიბჭე+ აღადგინეს; ხის ჩარჩო გაუკეთეს, კარები ჩადგეს და საკეტები და ურდულები დაუყენეს.+  მათ გვერდით გაბაონელი+ მელატია და მერონოთელი+ იადონი ასრულებდნენ აღდგენით სამუშაოს, გაბაონელი+ და მიცფელი+ კაცები, მდინარისგაღმელი+ გამგებლის+ ტახტის მორჩილები.  გვერდით ოქრომჭედელი უზიელი,+ ხარჰაიას ვაჟი ასრულებდა აღდგენით სამუშაოს, მის გვერდით — ხანანია, მენელსაცხებლეთა+ ამქრის წევრი. მათ ფილაქანი დააგეს იერუსალიმში ფართო კედლამდე.+  მათ გვერდით იერუსალიმის ნახევარი ოლქის მთავარი რეფაია, ხურის ვაჟი ასრულებდა აღდგენით სამუშაოს, 10  მის გვერდით თავისი სახლის წინ იედაია, ხარუმაფის ვაჟი ასრულებდა აღდგენით სამუშაოს,+ გვერდით კი ხატუში, ხაშაბნეიას ვაჟი ასრულებდა აღდგენით სამუშაოს. 11  ერთი მონაკვეთი მალქიამ, ხარიმის ვაჟმა,+ და ხაშუბმა, ფახათ-მოაბის ვაჟმა+ აღადგინეს; მათვე აღადგინეს საცხობ ღუმელთა კოშკი.+ 12  გვერდით იერუსალიმის ნახევარი ოლქის მთავარი შალუმი,+ ჰალოხეშის ვაჟი, და მისი ასულები ასრულებდნენ აღდგენით სამუშაოს. 13  ველის კარიბჭე+ ხანუნმა და ზანოახელებმა+ აღადგინეს. მათ ააშენეს ის, კარები ჩადგეს+ და საკეტები+ და ურდულები+ დაუყენეს; მათ ათას წყრთაზე აღადგინეს გალავანი ნაცრის კარიბჭემდე.+ 14  ნაცრის კარიბჭე ბეთ-ჰაქერემის+ ოლქის მთავარმა მალქიამ, რექაბის ვაჟმა აღადგინა; მან ააშენა ის, კარები ჩადგა და საკეტები და ურდულები დაუყენა. 15  წყაროს კარიბჭე+ მიცფის+ ოლქის მთავარმა შალუმმა, ქოლხოზეს ვაჟმა აღადგინა. მან ააშენა ის, გადახურა, კარები ჩადგა+ და საკეტები და ურდულები დაუყენა. მანვე აღადგინა შელახის* წყალსატევის+ გალავანი მეფის ბაღამდე+ და კიბემდე,+ რომელიც დავითის ქალაქიდან+ ეშვება. 16  მის იქით ბეთ-ცურის+ ნახევარი ოლქის მთავარი ნეემია, აზბუკის ვაჟი ასრულებდა აღდგენით სამუშაოს დავითის სამარხის წინა+ მხარემდე, ხელოვნურ წყალსატევამდე+ და ძლიერთა სახლამდე.+ 17  მის იქით რეხუმის, ბანის ვაჟის,+ ზედამხედველობით ლევიანები+ ასრულებდნენ აღდგენით სამუშაოს. მის გვერდით კეილას+ ნახევარი ოლქის მთავარი ხაშაბია თავისი ოლქის სახელით ასრულებდა აღდგენით სამუშაოს. 18  მის იქით მათი ძმები ასრულებდნენ აღდგენით სამუშაოს კეილას ნახევარი ოლქის მთავრის, ბავაის, ხენადადის ვაჟის ზედამხედველობით. 19  მის გვერდით მიცფას+ მთავარმა ეცერმა, იეშუას ვაჟმა,+ ერთი მონაკვეთი აღადგინა კედლის ბურჯის+ წინ, იარაღის საცავის ასასვლელთან. 20  მის იქით გულმოდგინედ მუშაობდა+ ბარუქი, ზაბაის ვაჟი,+ რომელმაც კიდევ ერთი მონაკვეთი აღადგინა კედლის ბურჯიდან მღვდელმთავარ ელიაშიბის+ სახლის შესასვლელამდე. 21  მის იქით მერემოთმა, ჰაკოცის ვაჟის ურიას ვაჟმა,+ კიდევ ერთი მონაკვეთი აღადგინა ელიაშიბის სახლის შესასვლელიდან ელიაშიბის სახლის ბოლომდე. 22  მის იქით იორდანის მხარიდან+ ჩამოსული მღვდლები ასრულებდნენ აღდგენით სამუშაოს. 23  მათ იქით ბენიამინი და ხაშუბი ასრულებდნენ აღდგენით სამუშაოს თავიანთი სახლის წინ. იქით აზარია, ანანიას ვაჟის მაასეიას ვაჟი, ასრულებდა აღდგენით სამუშაოს თავის სახლთან ახლოს. 24  მის იქით ბინუიმ, ხენადადის ვაჟმა, კიდევ ერთი მონაკვეთი აღადგინა აზარიას სახლიდან კედლის ბურჯამდე+ და კუთხემდე. 25  მის იქით ფალალი, უზაის ვაჟი ასრულებდა აღდგენით სამუშაოს კედლის ბურჯისა და მეფის სასახლიდან+ გამოწეული ზემო კოშკის წინ, რომელიც მცველთა ეზოშია.+ მის იქით ფედაია, ფაროშის ვაჟი მუშაობდა.+ 26  ნეთინიმები*,+ რომლებიც ოფელში+ ცხოვრობდნენ, აღმოსავლეთით, წყლის კარიბჭის+ წინა მხარემდე და გამოწეულ კოშკამდე ასრულებდნენ აღდგენით სამუშაოს. 27  მათ იქით თეკოელებმა+ აღადგინეს კიდევ ერთი მონაკვეთი დიდი გამოწეული კოშკის წინა მხრიდან ოფელის გალავნამდე. 28  ცხენის კარიბჭის+ ზემოთ მღვდლები ასრულებდნენ აღდგენით სამუშაოს, თითოეული თავისი სახლის წინ. 29  მათ იქით ცადოკი,+ იმერის ვაჟი ასრულებდა აღდგენით სამუშაოს თავისი სახლის წინ. მის იქით აღმოსავლეთი კარიბჭის+ მცველი შემაია, შექანიას ვაჟი ასრულებდა აღდგენით სამუშაოს. 30  მის იქით ხანანიამ, შელემიას ვაჟმა და ხანუნმა, ზალაფას მეექვსე ვაჟმა კიდევ ერთი მონაკვეთი აღადგინეს. მის იქით მეშულამი,+ ბერექიას ვაჟი ასრულებდა აღდგენით სამუშაოს თავისი დარბაზის წინ.+ 31  მის იქით მალქია, ოქრომჭედელთა+ ამქრის წევრი, ასრულებდა აღდგენით სამუშაოს ნეთინიმთა+ და ვაჭართა+ სახლამდე შემოწმების კარიბჭის წინ და კუთხის ზემოთა ოთახამდე. 32  კუთხის ზემოთა ოთახსა და ცხვრის კარიბჭეს+ შორის ოქრომჭედლები და ვაჭრები ასრულებდნენ აღდგენით სამუშაოს.

სქოლიოები

ნიშნავს არხს.
ანუ ტაძარში მომსახურეები, სიტყვასიტყვით — გადაცემულნი.