წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ნეემია 12:1—47

12  აი მღვდლები და ლევიანები, რომლებიც ავიდნენ ზერუბაბელთან,+ შეალთიელის ვაჟთან,+ და იეშუასთან+ ერთად: სერაია, იერემია, ეზრა,  ამარია,+ მალუქი, ხატუში,  შექანია, რეხუმი, მერემოთი,  იდო, გინეთოი, აბია,  მიამინი, მაადია, ბილგა,  შემაია,+ იოიარიბი, იედაია,+  სალუ, ამოკი,+ ხილკია და იედაია.+ ესენი იყვნენ მღვდლებისა და მათი ძმების თავკაცები იეშუას დროს.+  ლევიანთაგან იეშუა,+ ბინუი,+ კადმიელი,+ შერებია, იუდა და მათანია+ სამადლობელი საგალობლების შესრულებას უძღვებოდნენ, ის და მისი ძმები.  ბაკბუკია, უნი და მათი ძმები მათ მოპირდაპირე მხარეზე დარაჯობდნენ. 10  იეშუას შეეძინა იოიაკიმი,+ იოიაკიმს შეეძინა ელიაშიბი,+ ელიაშიბს კი — იოიადა,+ 11  იოიადას შეეძინა იონათანი, იონათანს შეეძინა იადუა.+ 12  აი მღვდლები, რომლებიც იოიაკიმის დროს საგვარეულოთა თავკაცები იყვნენ:+ სერაიას+ სახლიდან — მერაია, იერემიას სახლიდან — ხანანია, 13  ეზრას+ სახლიდან — მეშულამი, ამარიას სახლიდან — იეჰოხანანი, 14  მალუქის სახლიდან — იონათანი, შებანიას+ სახლიდან — იოსები, 15  ხარიმის+ სახლიდან — ადნა, მერაიოთის სახლიდან — ხელკაი, 16  იდოს სახლიდან — ზაქარია, გინეთონის სახლიდან — მეშულამი, 17  აბიას+ სახლიდან — ზიქრი, მინიამინის სახლიდან — ...*, მოადიას სახლიდან — ფილტაი, 18  ბილგას+ სახლიდან — შამუა, შემაიას სახლიდან — იეჰონათანი, 19  იოიარიბის სახლიდან — მათენაი, იედაიას+ სახლიდან — უზი, 20  სალაის სახლიდან — კალაი, ამოკის სახლიდან — ებერი, 21  ხილკიას სახლიდან — ხაშაბია, იედაიას+ სახლიდან — ნეთანელი. 22  ელიაშიბის,+ იოიადას,+ იოხანანისა და იადუას+ დროს ლევიანები საგვარეულოთა თავკაცებად იყვნენ აღნუსხულნი, ასევე მღვდლებიც სპარსელი დარიოსის მეფობამდე. 23  ლევის ძეები საგვარეულოთა თავკაცებად+ იყვნენ ჩაწერილნი მატიანეში იოხანანის, ელიაშიბის ვაჟის დრომდე. 24  ლევიანთა თავკაცთაგან ხაშაბია, შერებია,+ კადმიელის ვაჟი+ იეშუა და მათი ძმები, რომლებიც მათ მოპირდაპირე მხარეს იდგნენ, საქებარ და სამადლობელ საგალობლებს ასრულებდნენ ჭეშმარიტი ღვთის კაცის, დავითის მცნებისამებრ.+ დარაჯთა ერთი ჯგუფი მეორის პირდაპირ იყო. 25  მათანია,+ ბაკბუკია, ობადია, მეშულამი, თალმონი და აკუბი+ კარიბჭის მცველები+ იყვნენ, მათი ჯგუფი კარიბჭეთა საწყობებთან დარაჯობდა. 26  ისინი ცხოვრობდნენ იოიაკიმის,+ იეშუას ვაჟის,+ იოცადაკის ვაჟის,+ გამგებელ ნეემიასა+ და მღვდლისა და გადამწერის,+ ეზრას+ დროს. 27  იერუსალიმის გალავნის მიძღვნის დროს+ ეძებდნენ ლევიანებს, რომ ყველა ადგილიდან იერუსალიმში მიეყვანათ ისინი მიძღვნის აღსანიშნავად, რათა ეხარათ სამადლობლებითა+ და საგალობლით,+ წინწილებით, ქნარებითა+ და სხვა სიმებიანი საკრავებით.+ 28  მგალობელთა ძეები შეიკრიბნენ იორდანის მხარიდან,+ იერუსალიმის მიდამოებიდან და ნეტოფათელების დასახლებებიდან,+ 29  ბეთ-გილგალიდან+ და გებასა+ და აზმავეთის+ ველ-მინდვრებიდან, რადგან მგალობლებს დასახლებები+ იერუსალიმის მიდამოებში ჰქონდათ გაშენებული. 30  განიწმინდნენ+ მღვდლები და ლევიანები და განწმინდეს ხალხი,+ კარიბჭეები+ და გალავანი.+ 31  გალავანზე ავიყვანე იუდას მთავრები,+ დავაყენე სამადლობლის შემსრულებელთა ორი დიდი გუნდი+ და ჯგუფები, რომლებიც მათ გაჰყვებოდნენ. ერთი ჯგუფი მარჯვნივ ნაცრის კარიბჭისკენ+ მიდიოდა გალავანზე. 32  გაჰყვა მათ ჰოშაია და იუდას მთავართა ნახევარი, 33  ასევე აზარია, ეზრა და მეშულამი, 34  იუდა, ბენიამინი, შემაია და იერემია; 35  მღვდელთა ძეთაგან საყვირებით+ ხელში მიჰყვებოდნენ ზაქარია, ასაფის ვაჟის,+ ზაქურის ვაჟის,+ მიქაიას ვაჟის, მათანიას ვაჟის, შემაიას ვაჟის იონათანის ვაჟი, 36  და მისი ძმები: შემაია, აზარელი, მილალაი, გილალაი, მააი, ნეთანელი, იუდა და ხანანი. მათ ეჭირათ საკრავები,+ რომელთა თანხლებითაც ჭეშმარიტი ღვთის კაცის, დავითის, სიმღერები სრულდებოდა; წინ ეზრა,+ გადამწერი მიუძღოდათ. 37  წყაროს კარიბჭესთან+ გალავნის აღმართით ისინი პირდაპირ ავიდნენ დავითის ქალაქის+ კიბის+ ზემოთ და დავითის სასახლის ზემოთ წყლის კარიბჭემდე,+ აღმოსავლეთით. 38  სამადლობლის შემსრულებელთა+ მეორე გუნდი წინ მიდიოდა, მე და ნახევარი ხალხი კი მას მივყვებოდით და მივდიოდით საცხობ ღუმელთა კოშკის ზემოთ,+ გალავანზე, ფართო კედლისკენ,+ 39  ეფრემის კარიბჭის+ ზემოთ ძველი ქალაქის კარიბჭისკენ+ და თევზის კარიბჭისკენ,+ ხანანელის კოშკისკენ,+ მეას კოშკისკენ+ და ცხვრის კარიბჭისკენ;+ ისინი მცველთა კარიბჭესთან შეჩერდნენ. 40  ბოლოს სამადლობლის შემსრულებელი ეს ორი გუნდი+ ჭეშმარიტი ღვთის სახლთან შეჩერდა,+ გავჩერდით მე, მმართველთა ნახევარი, რომლებიც ჩემთან ერთად იყვნენ,+ 41  და მღვდლები: ელიაკიმი, მაასეია, მინიამინი, მიქაია, ელიოენაი, ზაქარია და ხანანია საყვირებით ხელში,+ 42  მაასეია, შემაია, ელეაზარი, უზი, იეჰოხანანი, მალქია, ელამი და ეცერი. ამღერდნენ მგალობლები და მათი ხელმძღვანელი, იზრახია.+ 43  დიდძალ მსხვერპლს+ სწირავდნენ იმ დღეს და ხარობდნენ,+ რადგან ჭეშმარიტმა ღმერთმა დიდად გაახარა+ ისინი. ხარობდნენ ქალებიცა+ და ბავშვებიც,+ ისე რომ შორს ისმოდა იერუსალიმის სიხარულის ხმა.+ 44  იმ დღეს მიუჩინეს კაცები დარბაზებს,+ რომლებიც საწყობებისთვის,+ შესაწირავებისთვის,+ პირველი ნაყოფებისთვის+ და მეათედებისთვის იყო განკუთვნილი,+ რათა ქალაქების ყანებიდან მათში შეგროვებულიყო მღვდლებისა და ლევიანებისთვის+ კანონით+ დაწესებული წილი. ხარობდა იუდა, რადგან მსახურობდნენ მღვდლები და ლევიანები.+ 45  მათ დაიწყეს ღვთის წინაშე თავიანთი ვალდებულებისა+ და განწმენდის ვალდებულების შესრულება,+ მგალობლებიცა+ და კარიბჭის მცველებიც+ ასევე მოიქცნენ, დავითისა და მისი ძის, სოლომონის მცნებისამებრ. 46  რადგან წინათ, დავითისა და ასაფის დროს იყვნენ მგალობელთა ხელმძღვანელები+ და იმ დროს ღვთის საქებარი და სამადლობელი საგალობლები სრულდებოდა.+ 47  ზერუბაბელისა+ და ნეემიას+ დროს მთელი ისრაელი გასცემდა მგალობელთა+ და კარიბჭის მცველთა+ წილს მათი ყოველდღიური საჭიროებისამებრ, განწმენდილ წილს ისინი ლევიანებს აძლევდნენ,+ ლევიანები კი — აარონის ძეებს.

სქოლიოები

როგორც ჩანს, ებრაულ ტექსტში სახელია გამოტოვებული.