წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ნეემია 11:1—36

11  ხალხის მთავრები+ იერუსალიმში იყვნენ დასახლებულნი,+ დანარჩენმა ხალხმა კი წილი ყარა,+ რომ ათიდან ერთი იერუსალიმში, წმინდა ქალაქში+ დასახლებულიყო, დანარჩენი ცხრა კი — სხვა ქალაქებში.  აკურთხა+ ხალხმა ისინი, ვინც ნებაყოფლობით+ დასახლდა იერუსალიმში.  სამთავროთა მთავრები+ იერუსალიმში ცხოვრობდნენ,+ ისრაელი,+ მღვდლები,+ ლევიანები,+ ნეთინიმები*+ და სოლომონის მსახურთა ძეები+ კი იუდას ქალაქებში ცხოვრობდნენ, თითოეული თავის სამკვიდროში და თავის ქალაქში.+  იერუსალიმში ცხოვრობდნენ ზოგიერთები იუდასა და ბენიამინის ძეთაგან.+ იუდას ძეთაგან იყვნენ: ათაია, მაჰალალელის ვაჟის, შეფატიას ვაჟის, ამარიას ვაჟის, ზაქარიას ვაჟის უზიას ვაჟი ფერეცის ძეთაგან,+  და მაასეია, ზაქარიას ვაჟის, იოიარიბის ვაჟის, ადაიას ვაჟის, ხაზაიას ვაჟის, ქოლხოზეს ვაჟის ბარუქის ვაჟი შელაელთაგან.  ფერეცის ძეთაგან იერუსალიმში ოთხას სამოცდარვა უნარიანი კაცი ცხოვრობდა.  ბენიამინის+ ძეები იყვნენ: სალუ, იეშაიას ვაჟის, ითიელის ვაჟის, მაასეიას ვაჟის, კოლაიას ვაჟის, ფედაიას ვაჟის, იოედის ვაჟის მეშულამის ვაჟი,+  მის შემდეგ გაბაი და სალაი — სულ ცხრაას ოცდარვა კაცი,  და მათი ზედამხედველი იოელი, ზიქრის ვაჟი, და იუდა, ჰასენუას ვაჟი, ქალაქის მეორე ზედამხედველი. 10  მღვდელთაგან იყვნენ: იედაია, იოიარიბის ვაჟი,+ იაქინი,+ 11  სერაია, ჭეშმარიტი ღვთის სახლის წინამძღოლი ახიტუბის ვაჟის,+ მერაიოთის ვაჟის, ცადოკის ვაჟის,+ მეშულამის ვაჟის+ ხილკიას ვაჟი, 12  და მათი ძმები, სახლის სამუშაოების შემსრულებლები+ — რვაას ოცდაორი კაცი, და ადაია, მალქიას ვაჟის,+ ფაშხურის ვაჟის,+ ზაქარიას ვაჟის, ამცის ვაჟის, ფელალიას ვაჟის იეროხამის ვაჟი,+ 13  და მისი ძმები, საგვარეულოთა თავკაცები+ — ორას ორმოცდაორი კაცი, და ამაშსაი, იმერის ვაჟის, მეშილემოთის ვაჟის, ახზაის ვაჟის აზარელის ვაჟი, 14  და მათი ძმები — ას ოცდარვა ძლიერი და მამაცი კაცი.+ მათი ზედამხედველი+ იყო ზაბდიელი, დიდებულთა ვაჟი. 15  ლევიანთაგან+ იყვნენ: შემაია, ბუნის ვაჟის, ხაშაბიას ვაჟის, აზრიკამის ვაჟის ხაშუბის ვაჟი,+ 16  და შაბეთაი+ და იოზაბადი+ ლევიანთა თავკაცებიდან, რომლებიც ზედამხედველობას უწევდნენ ჭეშმარიტი ღვთის სახლის გარე სამუშაოებს, 17  და მათანია,+ ასაფის ვაჟის,+ ზაბდის ვაჟის მიქას ვაჟი — ქების მგალობელთა ხელმძღვანელი,+ ლოცვისას ხოტბის შემსხმელი,+ და ბაკბუკია, მის ძმათაგან მეორე, და აბდა, იედუთუნის ვაჟის,+ გალალის ვაჟის+ შამუას ვაჟი. 18  წმინდა ქალაქში+ სულ ორას ოთხმოცდაოთხი ლევიანი იყო. 19  კარიბჭის მცველები+ იყვნენ: აკუბი, თალმონი+ და მათი ძმები, რომლებიც იცავდნენ კარიბჭეებს+ — ას სამოცდათორმეტი კაცი. 20  დანარჩენი ისრაელები, ლევიანები და მღვდლები იუდას სხვა ქალაქებში ცხოვრობდნენ, თითოეული თავის სამკვიდროში.+ 21  ნეთინიმები+ ცხოვრობდნენ ოფელში;+ ციხა და გიშფა ზედამხედველობდნენ ნეთინიმებს. 22  იერუსალიმში ლევიანების ზედამხედველი+ იყო უზი, მიქას ვაჟის,+ მათანიას ვაჟის,+ ხაშაბიას ვაჟის ბანის ვაჟი ასაფის ძეთაგან,+ მგალობელთაგან.+ ის ჭეშმარიტი ღვთის სახლის სამუშაოებს ზედამხედველობდა. 23  მეფის ბრძანებისამებრ, მათ სასარგებლოდ+ რომ იყო გაცემული, მგალობლებს ყოველდღიური საჭიროების მიხედვით დაწესებული სარჩო ეძლეოდათ.+ 24  ფეთახია, მეშეზაბელის ვაჟი, იუდას ვაჟის ზერახის ძეთაგან, ყველა სახალხო საქმეში მეფის გვერდით იდგა. 25  იუდას ძეთაგან ზოგიერთები ცხოვრობდნენ დასახლებებში,+ რომლებსაც გარს მინდვრები ეკრა. ისინი ცხოვრობდნენ კირიათ-არბასა+ და მის მიმდებარე ქალაქებში, დიბონსა* და მის მიმდებარე ქალაქებში, იეკაბცეელსა+ და მის დასახლებებში, 26  იეშუაში, მოლადაში,+ ბეთ-ფალეტში,+ 27  ხაცარ-შუალში,+ ბეერ-შებასა+ და მის მიმდებარე ქალაქებში, 28  ციკლაგში,+ მექონასა და მის მიმდებარე ქალაქებში, 29  ენ-რიმონში,+ ცორაში,+ იარმუთში,+ 30  ზანოახში,+ ადულამსა+ და მათ დასახლებებში, ლაქიშსა+ და მის მინდვრებში, აზეკასა+ და მის მიმდებარე ქალაქებში. ისინი ბეერ-შებადან ჰინომის+ ველამდე იყვნენ დაბანაკებულნი. 31  ბენიამინის ძეები ცხოვრობდნენ გებაში,+ მიქმაშში,+ აიაში,+ ბეთელსა+ და მის მიმდებარე ქალაქებში, 32  ანათოთში,+ ნობში,+ ანანიაში, 33  ხაცორში, რამაში,+ გითაიმში,+ 34  ხადიდში, ცებოიმში, ნებალატში, 35  ლოდსა+ და ონოში,+ ხელოსანთა ველზე. 36  იუდაში მცხოვრებ ლევიანთა ზოგი ჯგუფი ბენიამინში დასახლდა.

სქოლიოები

იხილეთ 3:26-ის სქოლიო.
შესაძლოა იგივე დიმონა იეს. 15:22-ში.