წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ნაუმი 1:1—15

1  ნინევესთვის გამოტანილი განაჩენი.+ ელკოშელი ნაუმის ხილვის წიგნი:  იეჰოვა განსაკუთრებულ ერთგულებას+ ითხოვს, ის შურისმაძიებელი ღმერთია. შურს იძიებს იეჰოვა,+ განრისხებულია ის.+ შურს იძიებს იეჰოვა თავის მოწინააღმდეგეებზე;+ ის გამწყრალია თავის მტრებზე.+  იეჰოვა რისხვაში ნელია+ და დიდად ძლიერი.+ იეჰოვა თავს არ შეიკავებს დასჯისგან.+ გამანადგურებელ გრიგალსა და ქარიშხალშია მისი სავალი, ღრუბლები მის ფეხთა მტვერია.+  კიცხავს და აშრობს ზღვას,+ წრეტს მდინარეებს.+ გახმა ბაშანი და ქარმელი,+ დაჭკნა აყვავებული ლიბანი.  შეიძრნენ მთები მის გამო, დადნენ გორები.+ ზანზარებს დედამიწა მისი სახის წინაშე და ნაყოფიერი მიწა თავისი მკვიდრებითურთ.+  ვინ გაუძლებს მის წყრომას?+ ვინ აღუდგება წინ მის ანთებულ რისხვას?+ ცეცხლივით გადმოიღვრება მისი რისხვა+ და კლდეები ჩამოიქცევა მის გამო.  კარგია იეჰოვა,+ ციხესიმაგრეა+ გაჭირვების დღეს.+ ის ცნობს მასში თავშესაფრის მძებნელებს.+  მოვარდნილი ნიაღვრით ის მთლიანად გაანადგურებს მის* ადგილს+ და სიბნელეს დაადევნებს თავის მტრებს.+  რას განიზრახავთ იეჰოვას წინააღმდეგ?+ სრულად ის ანადგურებს. მეტად აღარ განმეორდება გასაჭირი.+ 10  ეკლებივით გადახლართულან ისინი+ და თავიანთი ხორბლის ლუდით დამთვრალან,+ თუმცა გამხმარი ნამჯასავით შთაინთქმებიან.+ 11  შენგან გამოვა იეჰოვას წინააღმდეგ ბოროტების განმზრახველი,+ ის, ვისაც ფუჭი ზრახვები აქვს.+ 12  აი რას ამბობს იეჰოვა: «ჯან-ღონით სავსენიც რომ იყვნენ და ბევრნიც, მაინც მოიკვეთებიან,+ მაინც გაივლიან მათზე. ახლა დაგჩაგრავ, რომ მეტად აღარ დაგჩაგრო.+ 13  დავამტვრევ უღელს,+ კისერზე რომ დაგადგა, და გავწყვეტ შენს აპეურებს.+ 14  ასე ბრძანა შენზე იეჰოვამ: „მეტად აღარ ეყოლება შენს სახელს შთამომავალი.+ მოვსპობ გამოსახულებასა და ქანდაკებას+ შენი ღმერთების სახლში. საფლავს გაგიმზადებ,+ რადგან არარაობა ხარ“. 15  აი, მთებზე ისმის მახარობლის, მშვიდობის გამომცხადებლის ფეხის ხმა!+ იზეიმე შენი დღესასწაულები,+ იუდავ!+ შეასრულე შენი აღთქმები, რადგან მეტად აღარ გაივლის შენზე უვარგისი ადამიანი.+ სრულიად მოისპობა ის».+

სქოლიოები

იგულისხმება ნინევე.