წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

მსაჯულები 9:1—57

9  წავიდა იერუბაალის ვაჟი აბიმელექი+ შექემში+ თავისი დედის ძმებთან და ელაპარაკა მათ და დედამისის მამის სახლის მთელ საგვარეულოს:  «ჰკითხეთ შექემელებს: „რა გირჩევნიათ, სამოცდაათმა კაცმა,+ იერუბაალის ვაჟებმა იმმართველონ თქვენზე თუ ერთმა კაცმა? გახსოვდეთ, რომ თქვენი ძვალი და ხორცი ვარ“».+  მოახსენეს დედამისის ძმებმა ეს სიტყვები შექემელებს; განეწყო მათი გული აბიმელექის+ მიმართ და თქვეს: „ჩვენი ძმაა იგი“.+  მისცეს მას სამოცდაათი ვერცხლი ბაალ-ბერითის+ სახლიდან, რითაც აბიმელექმა უსაქმური და თავზეხელაღებული კაცები+ დაიქირავა, რომ გვერდით ჰყოლოდა.  წავიდა ის ოფრაში,+ მამამისის სახლში, და ერთ ქვაზე დახოცა თავისი ძმები,+ სამოცდაათი კაცი, იერუბაალის ვაჟები; მხოლოდ იოთამი, იერუბაალის უმცროსი ვაჟი გადარჩა, რადგან დაიმალა.  შეიკრიბნენ შექემელები და მილოს+ მთელი სახლი, წავიდნენ და აბიმელექი გაამეფეს+ დიდ ხესთან,+ შექემში+ მდგარ სვეტთან.  როგორც კი ეს იოთამს შეატყობინეს, ის მაშინვე გერიზიმის მთის+ წვერზე ავიდა, ხმა აღიმაღლა და შესძახა: «ღმერთმა გისმინოთ, შექემელებო, მომისმინეთ:  წავიდნენ ერთხელ ხეები, რომ თავიანთთვის მეფე ეცხოთ, და უთხრეს ზეთისხილს:+ „იყავი ჩვენი მეფე“.+  ზეთისხილმა მიუგო: „დავთმო ჩემი ნოყიერება, რითაც ღმერთსა და ადამიანებს განადიდებენ,+ და სხვა ხეებზე დავიწყო რხევა?“+ 10  შემდეგ ხეებმა ლეღვს+ უთხრეს: „მოდი, შენ იყავი ჩვენი დედოფალი“. 11  ლეღვმა მიუგო: „დავთმო ჩემი სიტკბო და ნაყოფი, და სხვა ხეებზე დავიწყო რხევა?“+ 12  ახლა ვაზს უთხრეს: „მოდი, შენ იყავი ჩვენი დედოფალი“. 13  ვაზმა მიუგო: „დავთმო ჩემი ახალი ღვინო, რაც ღმერთსა და ადამიანებს ახარებს,+ და ხეებზე დავიწყო რხევა?“ 14  ბოლოს მაყვალთან+ მივიდნენ ხეები და უთხრეს: „მოდი, შენ იყავი ჩვენი მეფე“. 15  მაყვალმა მიუგო: „თუ მართლა გინდათ ჩემი მეფედ ცხება, მოდით, ჩემს ჩრდილს შეეფარეთ,+ თუ არადა, გამოვარდეს ცეცხლი+ მაყვლიდან და შთანთქოს ლიბანის+ კედრები“.+ 16  თუ ჭეშმარიტად და უბიწოდ მოიქეცით აბიმელექის გამეფებით,+ თუ კარგად მოექეცით იერუბაალსა და მის სახლეულობას, და თუ ეს იმიტომ გაუკეთეთ, რომ დაიმსახურა, 17  როცა მამაჩემი თქვენთვის იბრძოდა+ და საფრთხეში იგდებდა თავს*,+ რომ ეხსენით მიდიანელთა+ ხელიდან, 18  თქვენ კი დღეს მამაჩემის სახლეულობის წინააღმდეგ გამოხვედით, ერთ ქვაზე რომ დაგეხოცათ მისი ვაჟები,+ სამოცდაათი კაცი,+ და მისი მხევლის ვაჟი,+ აბიმელექი გაგემეფებინათ+ შექემელებზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ის თქვენი ძმაა, 19  და თუ დღეს ჭეშმარიტად და უბიწოდ მოექეცით იერუბაალსა და მის სახლეულობას, თქვენ აბიმელექით იხარეთ და მან თქვენით.+ 20  თუ არადა, ცეცხლი+ გამოვარდეს აბიმელექიდან და შთანთქოს შექემელები და მილოს+ სახლი; გამოვიდეს ცეცხლი+ შექემელებიდან და მილოს სახლიდან და შთანთქოს აბიმელექი».+ 21  იქიდან იოთამი+ ბეერში გაიქცა და იქ დასახლდა თავისი ძმის, აბიმელექის გამო. 22  სამი წელი მართავდა აბიმელექი ისრაელს.+ 23  მტრობის სული+ ჩამოაგდო ღმერთმა აბიმელექსა და შექემელებს შორის და ვერაგულად+ ექცეოდნენ ისინი აბიმელექს, 24  რათა მიზღოდათ მათ იერუბაალის სამოცდაათი ვაჟის მიმართ გამოვლენილი ძალადობის+ გამო და მოჰკითხოდა მათი სისხლი აბიმელექს,+ მათ ძმას, რადგან მან დახოცა ისინი, და შექემელებსაც, რადგან ხელი მოუმართეს+ მას თავისი ძმების დახოცვაში. 25  კაცები ჩაუსაფრეს მას შექემელებმა მთის თხემზე და ძარცვავდნენ გამვლელებს. მოახსენეს ეს ამბავი აბიმელექს. 26  გაალი,+ ებედის ვაჟი, თავის ძმებთან ერთად შექემში+ გადავიდა და ახლა მას მიენდნენ შექემელები.+ 27  გავიდნენ მინდორში, დაკრიფეს ყურძენი, დაწურეს და დღესასწაული გამართეს;+ შემდეგ შევიდნენ თავიანთი ღვთის სახლში,+ ჭამეს, სვეს+ და წყევლეს+ აბიმელექი. 28  ებედის ვაჟმა, გაალმა თქვა: „ვინ არის აბიმელექი+ და ვინ არის შექემი, რომ მას ვემსახუროთ? განა ის იერუბაალის+ ვაჟი არ არის, ზებული+ კი — მისი დაყენებული გამგებელი?! ხამორელებს+ ემსახურეთ, შექემის მამის ხალხს. მას რატომ უნდა ვემსახუროთ?! 29  ეს ხალხი რომ ჩემს ხელში+ იყოს, ჩამოვაგდებდი აბიმელექს“. უთხრა მან აბიმელექს: „გაზარდე შენი ლაშქარი და გამოდი“.+ 30  გაიგო ზებულმა, ქალაქის მთავარმა, ებედის+ ვაჟის, გაალის სიტყვები და აენთო მისი რისხვა. 31  ფარულად გაუგზავნა მაცნეები აბიმელექს და შეუთვალა: „ებედის ვაჟი გაალი და მისი ძმები შექემში+ არიან და მთელ ქალაქს გიმხედრებენ. 32  ამაღამვე ადექით+ შენ და შენი ხალხი და მინდორში ჩაუსაფრდით.+ 33  დილაადრიან, მზის ამოსვლისთანავე ადექი და შეუტიე ქალაქს; გამოვლენ ის და მისი ხალხი შენ წინააღმდეგ და შენც ის უყავი მას, რაც შენს ხელს ძალუძს“. 34  ადგნენ ღამით აბიმელექი და მისი ხალხი, ოთხ რაზმად დაიყვნენ და შექემთან ჩასაფრდნენ. 35  გამოვიდა ებედის ვაჟი გაალი+ და დადგა ქალაქის კარიბჭესთან. ამ დროს წამოიშალნენ ჩასაფრებული აბიმელექი და მისი ხალხი. 36  დაინახა გაალმა ხალხი და ზებულს უთხრა: „შეხედე, ხალხი ჩამოდის მთიდან“. ზებულმა კი მიუგო: „მთების ჩრდილი ხალხად გეჩვენება“.+ 37  კიდევ უთხრა გაალმა: „ხალხი ეშვება შუა მაღლობიდან და ერთი რაზმიც მეონენიმის დიდი ხის მხრიდან მოდის“. 38  ზებულმა მიუგო: „რა პირით+ ამბობდი, ვინ არის აბიმელექი, რომ მას ვემსახუროთო?!+ ეს ის ხალხი არ არის, რომელიც უარყავი?!+ გადი და შეებრძოლე“. 39  სათავეში ჩაუდგა გაალი შექემელებს და აბიმელექს შეებრძოლა. 40  დაედევნა მას აბიმელექი და უკუაქცია იგი. მრავალი დაიხოცა და დაეცა კარიბჭის შესასვლელამდე. 41  აბიმელექი კვლავ არუმაში ცხოვრობდა; განდევნა ზებულმა+ გაალი+ და მისი ძმები შექემიდან.+ 42  მეორე დღეს ხალხი მინდორში გადიოდა. შეატყობინეს აბიმელექს+ ეს ამბავი. 43  გაიყვანა თავისი ხალხი, სამ რაზმად+ დაყო და მინდორში ჩასაფრდნენ. ქალაქიდან გამომავალი ხალხი რომ დაინახა, წამოდგა და თავს დაესხა მათ. 44  წინ გაიჭრა აბიმელექი თავისი რაზმით, რომ ქალაქის კარიბჭის შესასვლელთან დამდგარიყო, ორი რაზმი კი მინდორში მყოფთ შეესია და ხოცავდა.+ 45  მთელი დღე ებრძოდა ქალაქს აბიმელექი და აიღო; დახოცა ქალაქში მყოფი ხალხი,+ დაანგრია ქალაქი+ და მარილი დათესა.+ 46  გაიგეს ეს შექემის კოშკში მცხოვრებლებმა და ელ-ბერითის+ სახლის სამალავში შეცვივდნენ. 47  აცნობეს აბიმელექს, რომ შექემის კოშკში მცხოვრებლები ერთად იყვნენ შეკრებილები. 48  ავიდა აბიმელექი ცალმონის+ მთაზე თავის ხალხთან ერთად. აიღო აბიმელექმა ცული, ხეს ტოტი მოაჭრა, მხარზე გაიდო და თავის ხალხს უბრძანა: „რაც მე გავაკეთე, თქვენც საჩქაროდ იგივე გააკეთეთ!“+ 49  ყველამ მოჭრა თითო ტოტი და აბიმელექს გაჰყვა. შემოუწყვეს ისინი იმ სამალავს და ცეცხლი წაუკიდეს; ამოწყდა შექემის კოშკში მყოფი მთელი ხალხი, ათასამდე კაცი და ქალი.+ 50  წავიდა აბიმელექი თებეცში,+ თებეცთან დაბანაკდა და აიღო ის. 51  შუა ქალაქში ერთი მტკიცე კოშკი იყო. გაიქცნენ იქ იმ ქალაქში მცხოვრები კაცები და ქალები, შიგ ჩაიკეტნენ და კოშკის თავზე ავიდნენ. 52  წავიდა აბიმელექი იმ კოშკის ასაღებად და მივიდა კოშკის შესასვლელთან, რომ ცეცხლით დაეწვა.+ 53  ამ დროს ერთმა ქალმა ზევიდან ზედა დოლაბი ჩამოაგდო და აბიმელექს თავის ქალა ჩაუმტვრია.+ 54  სწრაფად მოუხმო მან თავის საჭურველთმტვირთველს და უთხრა: „იშიშვლე მახვილი და მომკალი,+ რომ არ თქვან, ქალმა მოკლაო“. მაშინვე განგმირა ის მისმა მსახურმა და მოკვდა იგი.+ 55  როცა დაინახეს ისრაელებმა, რომ მოკვდა აბიმელექი, ყველა თავ-თავის ადგილს დაუბრუნდა. 56  ასე მიუზღო ღმერთმა სამაგიერო აბიმელექს მამამისის წინააღმდეგ ჩადენილი ბოროტებისთვის, თავისი სამოცდაათი ძმის მკვლელობის გამო.+ 57  შექემელებსაც მიუზღო ღმერთმა ჩადენილი ბოროტებისთვის, რომ თავს დასტეხოდათ+ იერუბაალის+ ძის, იოთამის+ წყევლა.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — სულს. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.