არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

მსაჯულები 7:1—25

7  იერუბაალი,+ იგივე გედეონი,+ და მთელი მისი ხალხი დილით ადრე ადგნენ და ხაროდის ჭასთან დაბანაკდნენ; მიდიანი მისგან ჩრდილოეთით იყო დაბანაკებული ველზე, მორეს გორასთან.  უთხრა იეჰოვამ გედეონს: «არ არის საჭირო ამდენი ხალხი, მიდიანი რომ ხელში ჩავუგდო.+ შეიძლება ტრაბახი+ დამიწყოს ისრაელმა, ჩემმა ხელმა მიხსნაო.+  დაიძახე ხალხის გასაგონად: „ვისაც ეშინია და კანკალებს, უკან გაბრუნდეს“».+ გამოსცადა ისინი გედეონმა. ოცდაორი ათასი კაცი გაბრუნდა უკან და ათი ათასი დარჩა.  ისევ უთხრა იეჰოვამ გედეონს: „მაინც ბევრნი არიან.+ წყალთან ჩაიყვანე და იქ გამოგიცდი მათ; ვისზეც გეტყვი, წამოვა-მეთქი, ის წაიყვანე, და ვისზეც გეტყვი, არ წამოვა-მეთქი, არ წაიყვანო“.  ჩაიყვანა მან ხალხი წყალთან.+ უთხრა იეჰოვამ გედეონს: „ვინც ძაღლივით ენით შესვლეპს წყალს, ცალკე დააყენე. ვინც ჩაიმუხლება+ და ისე დალევს, ისინიც ცალკე დააყენე“.  სამასმა კაცმა პეშვით მიიტანა პირთან წყალი და ისე შეხვრიპა, დანარჩენები კი ჩაიმუხლნენ და ისე დალიეს.  უთხრა იეჰოვამ გედეონს: „სამასი მხვრეპავით გიხსნით და ხელში ჩაგიგდებთ+ მიდიანს, დანარჩენები კი შინ დაბრუნდნენ“.  აიღეს ხელში ხალხის საგზალი, მათი საყვირები+ და სახლებში გაუშვა მან ისრაელის ყველა მამაკაცი სამასი კაცის გარდა. მიდიანი მის ქვევით, ველზე იყო დაბანაკებული.+  უთხრა მას იეჰოვამ იმ ღამეს:+ „ადექი, ჩადი მათ ბანაკში, ხელში ჩაგიგდე ისინი.+ 10  თუ გეშინია, შენს მსახურ ფურაჰთან ერთად ჩადი მათ ბანაკში.+ 11  მოისმინე, რასაც იტყვიან,+ ხელში ძალა მოგეცემა+ და თავს დაესხმები ბანაკს“. ჩავიდნენ ის და მისი მსახური ფურაჰი მათ ბანაკში, დარაზმულების მახლობლად. 12  ველზე კალიებივით+ იყვნენ მოდებული მიდიანი, ამალეკი და აღმოსავლელები;+ თან უთვალავი, ზღვის ქვიშასავით ურიცხვი აქლემი+ ჰყავდათ. 13  მივიდა გედეონი და, აი, ერთი კაცი სიზმარს უყვება მეორეს: „სიზმარი ვნახე,+ ქერის მრგვალი პური მოგორავდა მიდიანის კარვისკენ; მოგორდა კარავთან, დაეჯახა და დასცა,+ თავდაყირა დააყენა და მიწაზე დაემხო კარავი“. 14  მეორემ მიუგო:+ „ეგ სხვა არაფერია, თუ არა იოაშის ძის, ისრაელი კაცის, გედეონის+ მახვილი. ჭეშმარიტმა ღმერთმა+ ხელში ჩაუგდო მას მიდიანი და მთელი ბანაკი“.+ 15  როცა გედეონმა სიზმარი და მისი ახსნა მოისმინა,+ თაყვანი სცა ღმერთს,+ დაბრუნდა ისრაელის ბანაკში და შესძახა: „ადექით,+ ხელში ჩაგიგდოთ იეჰოვამ მიდიანის ბანაკი!“ 16  სამ რაზმად დაყო სამასი კაცი და ყველას საყვირები+ და დიდი ცარიელი დოქები დააჭერინა ხელში; დოქებში ჩირაღდნები ეწყო. 17  უთხრა მათ: «მიყურეთ და თქვენც იგივე გააკეთეთ. ბანაკის პირას რომ მივალ, რასაც მე გავაკეთებ, თქვენც იგივე გააკეთეთ. 18  საყვირს რომ ჩავბერავთ მე და ჩემთან მყოფნი, თქვენც ჩაჰბერეთ ბანაკის+ ირგვლივ და შესძახეთ: „იეჰოვას მახვილი+ და გედეონის მახვილი!“» 19  ასი კაცით მიადგა გედეონი ბანაკს შუაღამის გუშაგობის დაწყებისას;+ გუშაგები ახალი შეცვლილები იყვნენ. ჩაჰბერეს საყვირებს+ და დალეწეს წყლის დიდი დოქები, ხელში რომ ეჭირათ.+ 20  სამივე რაზმმა ჩაჰბერა საყვირებს+ და დალეწა დოქები; მარცხენა ხელში ჩირაღდნები ეჭირათ და მარჯვენა ხელში — საყვირები ჩასაბერად და იძახდნენ: „იეჰოვას მახვილი+ და გედეონის მახვილი!“ 21  ყველა თავის ადგილზე იდგა ბანაკის გარშემო; მთელ ბანაკში აურზაური ატყდა, ყვიროდნენ და აქეთ-იქით გარბოდნენ.+ 22  სამასი+ კაცი აყვირებდა საყვირებს;+ იეჰოვამ მთელ ბანაკს ერთმანეთზე აღამართვინა მახვილი.+ გაიქცა ბანაკი ბეთ-შიტამდე, ცერერასკენ, აბელ-მეჰოლას+ შემოგარენამდე, თაბათამდე. 23  მოუხმეს ისრაელებს ნაფთალიდან,+ აშერიდან+ და მთელი მენაშედან+ და დაედევნენ+ ისინი მიდიანელებს. 24  გაგზავნა გედეონმა მაცნეები ეფრემის+ მთიან მხარეში და დააბარა: „ჩადით, რომ წინ დაუხვდეთ მიდიანს, და დაასწარით წყლების დაკავება ბეთ-ბარამდე, დაიკავეთ იორდანეც!“ ერთად შეიკრიბნენ ეფრემელები და დაასწრეს მათ წყლების დაკავება+ ბეთ-ბარამდე; დაიკავეს იორდანეც. 25  შეიპყრეს მიდიანის ორი მთავარიც, ორები და ზეები;+ ორები ორების+ კლდეზე მოკლეს, ზეები — ზეების საწნახელთან და დაედევნენ მიდიანს.+ ორებისა და ზეების თავები გედეონს მიუტანეს იორდანის მხარეში.+

სქოლიოები