წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

მსაჯულები 5:1—31

5  ამღერდნენ+ იმ დღეს დებორა+ და ბარაკი,+ აბინოამის+ ვაჟი:   «საომრად გაშლილა თმა ისრაელში, ხალხი ხალისით+ მიდის. აკურთხეთ იეჰოვა!+   მოისმინეთ, მეფენო,+ ყური დაუგდეთ, მმართველნო: იეჰოვას ვუმღერებ. ქებას ვუმღერებ+ იეჰოვას, ისრაელის ღმერთს.+   იეჰოვა, როცა სეირიდან+ გამოხვედი და ედომის+ მინდორი გამოიარე, მიწა შეიძრა+ და ცა ჩამოიქცა,+ წყლად იღვრებოდა ღრუბლები.   მთები დადნა იეჰოვას სახის წინაშე,+ დადნა სინა+ ისრაელის ღვთის,+ იეჰოვას სახის წინაშე.+   ანათის ვაჟის, შამგარის+ და იაელის+ დროს არ იყო სავალი და მგზავრები შორიდან უვლიდნენ.+   აღარ ცხოვრობდნენ დასახლებებში, აღარ იყვნენ ისრაელში,+ სანამ მე, დებორა,+ არ გამოვჩნდი, სანამ მე არ გამოვჩნდი, დედა, ისრაელში.+   უცხო ღმერთები+ აირჩიეს. მაშინ გაჩაღდა ომი კარიბჭეებთან;+ ვერც ფარს დაინახავდი და ვერც შუბს ორმოცი ათას ისრაელს შორის.+   გულით ისრაელის მეთაურებთან+ ვარ, ხალხიდან მოხალისეებად წამოსულებთან.+ აკურთხეთ იეჰოვა!+ 10  მოწითალო ვირებზე+ ამხედრებულნო, მდიდრულ ხალიჩებზე მსხდომარენო, გზაზე მოსიარულენო, დაფიქრდით!+ 11  დასარწყულებელ ადგილზე დამრწყულებელთა ხმა ისმის,+ იეჰოვას სიმართლის საქმეებზე+ ყვებიან, ისრაელის დასახლებებში მცხოვრებთა სიმართლის საქმეებზე. მაშინ ჩავიდა იეჰოვას ხალხი კარიბჭეებთან. 12  გამოიღვიძე, გამოიღვიძე, დებორა!+ გამოიღვიძე, გამოიღვიძე, და შემოსძახე სიმღერა!+ აღსდექ, ბარაკ,+ წაასხი ტყვეები, აბინოამის+ ძეო! 13  მაშინ მივიდნენ გადარჩენილები დიდებულებთან. იეჰოვას ხალხი ჩამოვიდა ჩემთან ძლიერთა წინააღმდეგ საბრძოლველად. 14  ეფრემიდან ჩავიდნენ ველად,+ ბენიამინ, შენს ხალხთან ერთად. მაქირიდან+ ჩავიდნენ მეთაურები და ზებულონიდან — აღმრიცხველნი.+ 15  დებორასთან იყვნენ ისაქარის+ მთავრები, ისაქარიც და ბარაკიც.+ დაბლობში გაგზავნეს იგი.+ რეუბენის დანაყოფებში დიდად იცდებოდა გულები.+ 16  იმიტომ დაჯექი ორ ხურჯინს შორის, რომ ფარისთვის+ დაკრული სალამურისთვის მოგესმინა? რეუბენის დანაყოფებში დიდად იცდებოდა გულები.+ 17  გალაადი იორდანის+ გაღმაა და რატომ შეიყუჟა დანი ხომალდებში?+ ზღვის პირას დამჯდარა აშერი და თავის ნავსაყუდელთან დამკვიდრებულა.+ 18  ზებულონის ხალხმა სასიკვდილოდ გასწირა სული;+ ნაფთალიც+ ასე მოიქცა ველის მაღლობებზე.+ 19  მოვიდნენ მეფენი და იბრძოლეს. მაშინ იბრძოლეს ქანაანის მეფეებმა+ თაანახში+ მეგიდოს+ წყლებთან. მცირედი ვერცხლიც ვერ წაიღეს.+ 20  ციდან ვარსკვლავები იბრძოდნენ,+ თავიანთი გზებიდან ებრძოდნენ სისერას. 21  კიშონის ხევმა წალეკა ისინი,+ ძველ დღეთა ხევმა, კიშონის+ ხევმა. ჩემო სულო, თელავდი ძლიერებას.+ 22  ფლოქვებს სცემდნენ ცხენები+ და ჭენებ-ჭენებით მიქროდნენ ულაყები. 23  „დასწყევლე+ მეროზი, — თქვა იეჰოვას ანგელოზმა,+ წყევლეთ მისი მცხოვრებნი, რადგან არ მოვიდნენ იეჰოვას დასახმარებლად, იეჰოვას დასახმარებლად ძლიერებთან ერთად“. 24  კენიელი+ ხებერის ცოლი იაელი+ ქალთა შორის ყველაზე კურთხეული იქნება, ყველაზე კურთხეული იქნება კარვებში მცხოვრებ ქალთა შორის.+ 25  წყალი სთხოვა და რძე მიაწოდა, ნაღები მიართვა დიდებულთა თასით.+ 26  მარცხენა ხელით კარვის პალოს დასწვდა, მარჯვენა ხელით — მუშის ჩაქუჩს;+ დაჰკრა სისერას და თავი გაუხვრიტა,+ გაუპო და საფეთქლები ჩაულეწა. 27  მის ფეხებთან ჩაიკეცა, დაეცა და ვეღარ ადგა; მის ფეხებთან ჩაიკეცა და დაეცა. ჩაიკეცა და იქვე დაეცა განგმირული.+ 28  სარკმლიდან იყურებოდა ქალი მის მოლოდინში; ცხაურიდან იყურებოდა სისერას დედა:+ „რატომ აყოვნებს მოსვლას მისი საომარი ეტლი?+ რატომ აგვიანებს მისი ეტლების ფლოქვების ხმა?“+ 29  მიუგებენ მას მისი ბრძენი და წარჩინებული ქალბატონები,+ ის კი თვითონ პასუხობს თავის თავს: 30  „იქნებ ნადავლი იპოვეს და იმას იყოფენ,+ თითო ან ორი მხევალი თითო ვაჟკაცს,+ ნადავლიდან ფერადი ქსოვილი სისერასთვის, ნადავლიდან ფერადი ქსოვილი, მოქარგული სამოსი, ფერადი ქსოვილი, ორი მოქარგული სამოსი ნადავლის დამტაცებელთა ყელის შესამოსად?“ 31  იეჰოვა, ასე დაიღუპოს ყველა შენი მტერი,+ შენი მოყვარულები+ კი ამომავალი მზესავით ძლიერები იყვნენ».+ დაისვენა მიწამ ორმოცი წელი.+

სქოლიოები