წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

მსაჯულები 21:1—25

21  დაიფიცეს ისრაელებმა მიცფაში:+ „არც ერთმა ჩვენგანმა არ მივათხოვოთ ჩვენი ასულები ბენიამინელებს!“+  მივიდა ხალხი ბეთელში,+ საღამომდე იქ ისხდა ჭეშმარიტი ღვთის+ წინაშე და დიდი ტირილით მოთქვამდა,+  ამბობდნენ: „იეჰოვა, ისრაელის ღმერთო, რატომ მოხდა ასეთი რამ ისრაელში, რატომ გამოაკლდა დღეს ისრაელს ერთი ტომი?“+  მეორე დღეს ხალხი დილაადრიან ადგა; ააშენეს სამსხვერპლო და შესწირეს ზედ დასაწვავი შესაწირავი+ და მშვიდობის შესაწირავი.+  თქვეს ისრაელის ძეებმა: „ვინ არ მოვიდა ისრაელის ტომთაგან იეჰოვას კრებულში? დიდი ფიცია+ დადებული, ვინც არ ამოვა მიცფაში იეჰოვასთან, უნდა მოკვდესო“.+  ებრალებოდათ ისრაელის ძეებს ბენიამინი, თავიანთი ძმა, ამბობდნენ: „დღეს ისრაელს ერთი ტომი მოეკვეთა.  როგორ მოვექცეთ გადარჩენილებს? ჩვენ ხომ შევფიცეთ+ იეჰოვას, რომ მათ არ მივათხოვებდით ჩვენს ასულებს?“+  თქვეს: „ვინ არ ამოვიდა ისრაელის ტომთაგან მიცფაში+ იეჰოვასთან?“ იაბეშ-გალაადიდან+ არავინ იყო ასული კრებულში.  აღირიცხა ხალხი და მათ შორის არავინ აღმოჩნდა იაბეშ-გალაადის მკვიდრი. 10  გაგზავნა კრებულმა თორმეტი ათასი მამაცი მებრძოლი და უბრძანა: „წადით და მახვილით დახოცეთ იაბეშ-გალაადის მკვიდრნი, ქალებიცა და ბავშვებიც.+ 11  ასე მოიქეცით: ამოწყვიტეთ ყველა კაცი და კაცთან ნაწოლი ყველა ქალი!“+ 12  ნახეს იაბეშ-გალაადის+ მცხოვრებთა შორის ოთხასი ქალწული,+ რომლებიც კაცთან არ წოლილან, და ქანაანში, შილოს+ ბანაკში მიიყვანეს. 13  გაუგზავნა კრებულმა კაცები რიმონის კლდეზე+ მცხოვრებ ბენიამინის ძეებს და მშვიდობა შესთავაზა. 14  მაშინ დაბრუნდნენ ბენიამინელები და მისცეს მათ იაბეშ-გალაადში+ ცოცხლად დარჩენილი ქალები, მაგრამ ყველას არ შეხვდა.+ 15  შეებრალა ხალხს ბენიამინი,+ რადგან განხეთქილება ჩამოაგდო იეჰოვამ ისრაელის ტომებს შორის. 16  ბოლოს კრებულის უხუცესებმა თქვეს: „გაწყდნენ ბენიამინში ქალები, და რაღა ვუყოთ უცოლოდ დარჩენილებს?“ 17  თქვეს: „მემკვიდრეობა უნდა მიეცეს ბენიამინიდან გადარჩენილებს,+ რომ არ მოისპოს ტომი ისრაელიდან. 18  ჩვენ ვერ მივათხოვებთ მათ ჩვენს ასულებს, რადგან დაიფიცეს ისრაელის ძეებმა, წყეული იყოს, ვინც ბენიამინს ასულს მიათხოვებსო“.+ 19  ბოლოს თქვეს: „ყოველწლიურად იეჰოვასთვის დღესასწაული იმართება შილოში,+ ბეთელის ჩრდილოეთით, ბეთელიდან შექემში+ მიმავალი გზის აღმოსავლეთით და ლებონის სამხრეთით“. 20  უბრძანეს ბენიამინის ძეებს: «წადით, ვენახებში ჩასაფრდით 21  და თვალი გეჭიროთ, როცა შილოელი ასულები საცეკვაოდ+ გამოვლენ, თქვენც გამოდით ვენახებიდან, თითოეულმა მოიტაცეთ შილოელი ასული საცოლედ, და წადით ბენიამინის მიწაზე. 22  თუ გვიჩივლებენ მათი მამები ან ძმები, ჩვენ ვეტყვით: „გაგვიგეთ მათი გულისთვის, რადგან ომით ყველასთვის არ მოგვიყვანია ცოლი,+ და თქვენ რომ ნებით მიგეცათ, დამნაშავეები იქნებოდით“».+ 23  ასეც მოიქცნენ ბენიამინის ძეები. მოიტაცეს მოცეკვავე ქალები+ და ცოლად წაიყვანეს. წავიდნენ თავიანთ სამკვიდროში, აიშენეს ქალაქები+ და იქ დასახლდნენ. 24  წავიდ-წამოვიდნენ ისრაელის ძეები თავ-თავიანთ ტომებსა და საგვარეულოებში; ყველა თავის სამკვიდროში წავიდა.+ 25  იმ დროს მეფე არ ჰყავდა ისრაელს+ და ვისაც რა მიაჩნდა სწორად, იმას აკეთებდა.+

სქოლიოები