არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

მსაჯულები 2:1—23

2  ავიდა იეჰოვას ანგელოზი+ გილგალიდან+ ბოქიმში+ და თქვა: «მე გამოგიყვანეთ ეგვიპტიდან და მოგიყვანეთ ამ მიწაზე, რომლის მოცემაც თქვენს მამა-პაპას დავუფიცე.+ გითხარით: „არასოდეს დავარღვევ თქვენთან დადებულ შეთანხმებას;+  არ დადოთ შეთანხმება ამ მიწის მცხოვრებლებთან+ და დაანგრიეთ მათი სამსხვერპლოები“.+ მაგრამ თქვენ არ მოუსმინეთ ჩემს ხმას.+ რატომ მოიქეცით ასე?+  მაშინ გითხარით: „არ განვდევნი მათ თქვენგან, ისინი მახედ გექცევიან+ და მათი ღმერთები — სატყუარად“».+  როგორც კი უთხრა ეს სიტყვები იეჰოვას ანგელოზმა ისრაელის ძეებს, ხმამაღლა ატირდა ხალხი.+  ამიტომ უწოდეს იმ ადგილს ბოქიმი* და მსხვერპლი შესწირეს იეჰოვას იმ ადგილზე.  როცა იესო ნავეს ძემ ხალხი გაუშვა, ისრაელის ძეები თავიანთი გზით წავიდ-წამოვიდნენ თავ-თავიანთ სამკვიდროში, რათა დაუფლებოდნენ იმ მიწას.+  ემსახურებოდა ხალხი იეჰოვას იესო ნავეს ძის დროსაც და იმ უხუცესების დროსაც, რომლებიც იესო ნავეს ძის შემდეგ იყვნენ; ნანახი ჰქონდათ მათ იეჰოვას დიდებული საქმეები, რომლებიც მან ისრაელისთვის მოიმოქმედა.+  ამის შემდეგ მოკვდა იესო ნავეს ძე, იეჰოვას მსახური, ას ათი წლისა.+  დამარხეს იგი თავის სამკვიდროში თიმნათ-ხერესში,+ ეფრემის მთიან მხარეში, გააშის მთის ჩრდილოეთით.+ 10  მთელი ის თაობაც თავიანთ მამებს შეუერთდა+ და მათ შემდეგ ახალი თაობა წამოვიდა, რომლებიც არც იეჰოვას იცნობდნენ და არც ის საქმეები იცოდნენ, რაც მან ისრაელისთვის მოიმოქმედა.+ 11  ისრაელის ძეები ბოროტ საქმეებს სჩადიოდნენ იეჰოვას თვალში+ და ბაალებს+ ემსახურებოდნენ. 12  მიატოვეს იეჰოვა, თავიანთი მამების ღმერთი, რომელმაც ეგვიპტიდან გამოიყვანა,+ და სხვა ღმერთებს, მათ ირგვლივ+ მცხოვრები ხალხების ღმერთებს გაჰყვნენ; ემხობოდნენ მათ წინაშე და შეურაცხყოფდნენ იეჰოვას.+ 13  მიატოვეს იეჰოვა და ემსახურებოდნენ ბაალსა და აშთორეთებს.+ 14  აენთო იეჰოვას რისხვა ისრაელზე+ და ხელში ჩაუგდო ისინი მძარცველებს და გააძარცვინა;+ ხელში ჩაუგდო* ისინი ირგვლივ მყოფ მტერს+ და ვეღარ უმკლავდებოდნენ მათ.+ 15  სადაც არ უნდა წასულიყვნენ, მათ წინააღმდეგ იყო იეჰოვას ხელი მათდა საუბედუროდ,+ როგორც ნათქვამი ჰქონდა იეჰოვას, როგორც დაუფიცა იეჰოვამ;+ ძალიან გაუჭირდათ.+ 16  ამიტომაც დაუყენა იეჰოვამ მათ მსაჯულები,+ რომლებიც მძარცველებისგან+ იცავდნენ. 17  მაგრამ არც მსაჯულებს უსმენდნენ, გარყვნილებას სჩადიოდნენ+ სხვა ღმერთებთან+ და მათ წინაშე ემხობოდნენ. მალევე გადაუხვიეს მათ თავიანთი მამა-პაპის გზიდან, რომლებიც ემორჩილებოდნენ იეჰოვას მცნებებს.+ ისინი ასე არ იქცეოდნენ. 18  მას შემდეგ, რაც იეჰოვამ მათ მსაჯულები+ დაუყენა, თითოეულ მსაჯულთან იყო იეჰოვა და იცავდა მათ მტრის ხელიდან ყოველი მსაჯულის დროს, რადგან წუხდა+ იეჰოვა, რომ კვნესოდნენ ისინი მჩაგვრელთა+ და შემავიწროებელთა ხელში. 19  მსაჯულის სიკვდილისთანავე თავიანთ მამებზე უკეთურად იქცეოდნენ, სხვა ღმერთებს მიჰყვებოდნენ, მათ ემსახურებოდნენ და მათ წინაშე ემხობოდნენ.+ თავს არ ანებებდნენ თავიანთ საქმეებსა და სიჯიუტეს.+ 20  აენთო იეჰოვას რისხვა+ ისრაელზე და თქვა: „რადგან დაარღვია ამ ხალხმა ჩემი შეთანხმება,+ რომლის დაცვაც მათ მამა-პაპას ვუბრძანე, და არ მოუსმინეს ჩემს ხმას,+ 21  არ განვდევნი მათგან არც ერთ ხალხს, რომელთა განდევნაც ვერ მოასწრო იესო ნავეს ძემ სიკვდილამდე,+ 22  რათა გამოვცადო+ მათი მეშვეობით ისრაელი, ივლიან თუ არა იეჰოვას გზით, როგორც მათი მამები დადიოდნენ“. 23  ამიტომ მალევე+ არ გააძევა იეჰოვამ ეს ხალხები და არ ჩაუგდო ხელში იესო ნავეს ძეს.

სქოლიოები

ნიშნავს მომტირლებს.
სიტყვასიტყვით — მიჰყიდა.