არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

მსაჯულები 19:1—30

19  იმ დროს მეფე არ ჰყავდა ისრაელს.+ ერთი ლევიანი ცხოვრობდა ეფრემის შორეულ მთიან მხარეში.+ მან ხარჭა+ მოიყვანა ცოლად იუდას ბეთლემიდან.+  იმრუშა+ მისმა ხარჭამ და უორგულა მას. წავიდა იგი მამამისის სახლში, იუდას ბეთლემში, და იქ ოთხი სრული თვე დარჩა.  ადგა მისი ქმარი და ჩააკითხა, რომ მისი გული მოეგო და უკან წამოეყვანა; თან ჰყავდა მსახური+ და ორი ვირი. ქალმა იგი მამამისის სახლში შეიყვანა. დაინახა ის ახალგაზრდა ქალის მამამ და სიხარულით შეეგება.  არ გაუშვა იგი სიმამრმა, ახალგაზრდა ქალის მამამ, და სამ დღეს დარჩა მასთან. ჭამდნენ და სვამდნენ; იქ ათევდა ღამეს.+  მეოთხე დღეს, როცა ჩვეულებისამებრ დილით ადრე ადგნენ და წასვლა დააპირა, ახალგაზრდა ქალის მამამ სიძეს უთხრა: „ცოტა პური ჭამე+ და მერე წადით“.  დასხდნენ ორივენი, ჭამეს და სვეს. ახალგაზრდა ქალის მამამ იმ კაცს სთხოვა: „მოდი, დღესაც დარჩი+ და გული გაიმხიარულე“.+  წასვლა რომ დააპირა, არ მოეშვა სიმამრი, და კიდევ ერთი ღამე დარჩა.+  მეხუთე დღეს, როცა დილით ადრე წასვლა დააპირა, ახალგაზრდა ქალის მამამ უთხრა: „ჯერ დანაყრდი“.+ აყოვნებდნენ ისინი დღის ბოლომდე და განაგრძობდნენ ჭამას.  ადგა ის კაცი+ და წასვლა დააპირა თავის ხარჭასთან+ და მსახურთან+ ერთად. უთხრა სიმამრმა, ახალგაზრდა ქალის მამამ: „უკვე მოსაღამოვდა, ეს ღამეც გაათიეთ,+ დღე უკვე ილევა, აქ გაათიე ღამე და გული გაიმხიარულე.+ დილით ადრე ადექით, გზას დაადექით და მიდით თქვენს კარავში“. 10  არ დათანხმდა ის კაცი ღამის გათევაზე; ადგა, წავიდა და იებუსთან,+ იგივე იერუსალიმთან მივიდა;+ თან წაიყვანა ორი შეკაზმული ვირი, ხარჭა და მსახური. 11  იებუსს რომ მიადგნენ, დღე უკვე მიწურული იყო+ და მსახურმა თავის ბატონს უთხრა: „მოდი, შევიდეთ იებუსელთა+ ქალაქში და იქ გავათიოთ ღამე“. 12  ბატონმა მიუგო: „ნუ შევალთ უცხოელთა+ ქალაქში, სადაც ისრაელის ძეები არ არიან. გიბამდე მივიდეთ“.+ 13  უთხრა თავის მსახურს: „წამო, წავიდეთ და ან გიბაში გავათიოთ ღამე, ან რამაში“.+ 14  განაგრძეს გზა და ბენიამინის გიბასთან შემოაღამდათ. 15  გადაუხვიეს და გიბაში შევიდნენ ღამის გასათევად. ქალაქის მოედანზე მივიდნენ და იქ დასხდნენ; ისეთი არავინ გამოჩნდა, ვინც სახლში წაიყვანდა ღამის გასათევად.+ 16  საღამო ხანს ერთი მოხუცი გამოჩნდა,+ რომელიც მინდვრიდან ბრუნდებოდა; ის ეფრემის მთიანი მხარიდან+ იყო და დროებით გიბაში ცხოვრობდა, იქაურები კი ბენიამინელები+ იყვნენ. 17  ასწია თავი მოხუცმა და ქალაქის მოედანზე მგზავრი რომ დაინახა, ჰკითხა: „საიდან მოდიხარ და საით მიდიხარ?“+ 18  მან მიუგო: „იუდას ბეთლემიდან ეფრემის შორეულ მთიან მხარეში+ მივდივართ, იქაური ვარ. იუდას ბეთლემში+ ვიყავი, ახლა სახლში მივდივარ და არავინ გამოჩნდა, რომ შინ შევეყვანე.+ 19  ბზეც მაქვს და საკვებიც+ ვირებისთვის, პურიცა+ და ღვინოც — ჩემთვის, შენი მხევლისთვის+ და შენი მორჩილის მსახურისთვის.+ არაფერი გვაკლია“. 20  მოხუცმა უთხრა: „მშვიდობა შენდა!+ თუ რამე გაკლია, ჩემზე იყოს,+ ოღონდ მოედანზე ნუ გაათევ ღამეს“. 21  წაიყვანა სახლში,+ ვირებს საკვები დაუყარა,+ ფეხები დაიბანეს+ და დაიწყეს ჭამა-სმა. 22  გულს რომ იმხიარულებდნენ,+ იმ ქალაქის უვარგისი კაცები+ შემოეხვივნენ სახლს+ და ერთმანეთს კარზე ახეთქებდნენ; ეუბნებოდნენ იმ მოხუცს, სახლის პატრონს: „გამოიყვანე ის კაცი, სახლში რომ გყავს, რომ დავწვეთ მასთან!“+ 23  გავიდა სახლის პატრონი მათთან და უთხრა:+ „არა, ძმებო,+ ცუდს ნურაფერს ჩაიდენთ, რადგან ეს კაცი ჩემს სახლშია მოსული. ნუ ჩაიდენთ სამარცხვინო საქმეს.+ 24  აი ჩემი ქალწული, აი მისი ხარჭა, მათ გამოგიყვანთ; თუ გინდათ გააუპატიურეთ,+ ან რაც გინდათ, ის უყავით, ოღონდ ამ კაცთან არ ჩაიდინოთ ეს სამარცხვინო საქმე“. 25  არ მოუსმინეს მას. მაშინ ხელი მოჰკიდა იმ კაცმა თავის ხარჭას+ და გაუყვანა მათ. წვებოდნენ მასთან+ და მთელი ღამე, დილამდე აუპატიურებდნენ;+ მხოლოდ განთიადისას გაუშვეს. 26  გამთენიისას მივიდა ქალი და იმ კაცის სახლის შესასვლელთან დაეცა, სადაც მისი ბატონი იყო,+ და დილამდე იქ ეგდო. 27  ადგა დილით ადრე მისი ბატონი, გააღო სახლის კარი, რომ წასულიყო, და რას ხედავს! ის ქალი, თავისი ხარჭა,+ სახლის შესასვლელთან გდია და ხელები ზღურბლზე უყრია! 28  უთხრა, ადექი, წავიდეთო, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო.+ აიყვანა მან იგი, ვირს გადაჰკიდა და წავიდა.+ 29  სახლში რომ მივიდა, აიღო დასაკლავი დანა, მოჰკიდა ხელი თავის ხარჭას, თორმეტ ნაწილად,+ ასო-ასო დაჭრა და ისრაელის ყველა კუთხეში დაგზავნა.+ 30  ყველამ, ვინც ეს დაინახა, თქვა: „ასეთი რამ არც დღემდე მომხდარა და არც იმ დღიდან მოყოლებული უნახავს ვინმეს, რაც ისრაელის ძეები ეგვიპტის მიწიდან გამოვიდნენ. დაუკვირდით, იმსჯელეთ+ და თქვით!“

სქოლიოები