არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

მსაჯულები 18:1—31

18  იმ დროს მეფე არ ჰყავდა ისრაელს.+ დანის ტომი+ დასასახლებლად სამკვიდროს ეძებდა, რადგან არ ხვდომია წილად სამკვიდრო ისრაელის ტომთა შორის.+  გაგზავნეს დანის ძეებმა ხუთი კაცი თავიანთი საგვარეულოდან, მამაცი ვაჟკაცები ცორიდან+ და ეშთაოლიდან,+ რომ დაეზვერათ+ ის მიწა და შეესწავლათ. უთხრეს მათ: „წადით, შეისწავლეთ ის მიწა“. მივიდნენ ისინი ეფრემის მთიან მხარეში+ მიქას+ სახლთან და იქ გაათიეს ღამე.  მიქას სახლთან მისულებს ახალგაზრდა ლევიანის ხმა ეცნოთ და იქ შევიდნენ. ჰკითხეს მათ: „აქ ვინ მოგიყვანა? რას აკეთებ? აქ რა გინდა?“  მან მიუგო: „ასე და ასე დამიქირავა მიქამ+ და მღვდლად+ დამიყენა“.  უთხრეს მას: „ჰკითხე+ ღმერთს,+ თუ მოგვემართება ხელი იმ გზაზე, რომელსაც ვადგავართ“.  მღვდელმა მიუგო: „მშვიდობით წადით, იეჰოვას წინაშე მიდიხართ“.  განაგრძო გზა იმ ხუთმა კაცმა და მივიდნენ ლაიშში,+ სადაც საკუთარი თავის მოიმედე ხალხი ცხოვრობდა, სიდონელებივით წყნარი და უზრუნველი;+ არ ჰყავდა იმ მიწას დამპყრობელი და შემწუხებელი, რადგან შორს ცხოვრობდნენ სიდონელებისგან+ და არავისთან ჰქონდათ საქმე.  მივიდნენ ისინი თავიანთ ძმებთან ცორასა+ და ეშთაოლში;+ ძმებმა ჰკითხეს: „რას გვეტყვით?“  მათ მიუგეს: „ადექით, გავილაშქროთ მათზე; ვნახეთ ის მიწა და ძალიან კარგი იყო.+ ნუ ყოყმანობთ, ნუ აყოვნებთ, წამოდით და დავეუფლოთ იმ მიწას!+ 10  მიხვალთ და ნახავთ უზრუნველ ხალხს;+ დიდია ის მიწა. ღმერთმა ჩაგიგდოთ ხელში+ ადგილი, სადაც ყველაფერია, რაც კი დედამიწაზეა“.+ 11  დაიძრა ექვსასი იარაღასხმული კაცი დანელთა+ საგვარეულოდან, ცორიდან და ეშთაოლიდან.+ 12  ავიდნენ და იუდაში დაბანაკდნენ კირიათ-იეარიმთან.+ დღემდე ამიტომ ჰქვია იმ ადგილს მახანე-დანი*.+ ის კირიათ-იეარიმის დასავლეთით არის. 13  იქიდან ეფრემის მთიანი მხარისკენ განაგრძეს გზა და მიქას+ სახლს მიადგნენ. 14  ლაიშის+ მიწის დასაზვერად წასულმა+ იმ ხუთმა კაცმა თავიანთ ძმებს უთხრა: „იცით, რომ ამ სახლებში არის ეფოდი, თერაფიმი,+ გამოსახულება+ და ქანდაკება?+ მოიფიქრეთ, როგორ მოვიქცეთ“.+ 15  მივიდნენ იმ ახალგაზრდა ლევიანის სახლში,+ მიქას სახლთან, და მოიკითხეს+ იგი. 16  ექვსასი იარაღასხმული+ კაცი კი, დანის ძეები,+ ჭიშკართან იდგნენ. 17  ავიდა დასაზვერად წასული ხუთი კაცი,+ რომ შესულიყვნენ და წაეღოთ გამოსახულება,+ ეფოდი,+ თერაფიმი+ და ქანდაკება+ (მღვდელი+ ჭიშკართან იდგა იარაღასხმულ ექვსას კაცთან ერთად). 18  შევიდნენ მიქას სახლში და წამოიღეს გამოსახულება, ეფოდი, თერაფიმი და ქანდაკება.+ მღვდელმა+ ჰკითხა: „რას აკეთებთ?“ 19  მათ უთხრეს: „ჩუმად! პირზე ხელი მიიფარე, წამოგვყევი და მამად+ და მღვდლად+ გაგვიხდი. რა გირჩევნია, ერთი კაცის სახლის მღვდელი+ იყო თუ ისრაელის მთელი ტომისა და საგვარეულოსი?“+ 20  ეამა მღვდლის გულს,+ აიღო ეფოდი, თერაფიმი, გამოსახულება+ და ხალხს შეუერთდა. 21  წავიდნენ თავიანთი გზით. ბავშვები, ცხვარ-ძროხა და ქონება წინ გაუშვეს.+ 22  მიქას სახლს რომ გამოსცილდნენ, ერთად შეიკრიბნენ მიქას+ სახლის მახლობლად მცხოვრებლები და დანის ძეებს წამოეწივნენ. 23  უყვიროდნენ დანის ძეებს, ისინიც მოტრიალდნენ და მიქას უთხრეს: „რა დაგემართა,+ რას შეკრებილხართ?“ 24  მან მიუგო: „ჩემი გაკეთებული+ ღმერთები+ წაიღეთ, მღვდელიც+ წაიყვანეთ, და მე რაღა დამრჩა?!+ როგორ მეუბნებით, რა დაგემართაო?“ 25  უთხრეს მას დანის ძეებმა: „შენი ხმა არ გავიგოთ, თორემ დაგეცემათ ეს გაშმაგებული+ ხალხი და სიცოცხლეს* დაკარგავთ შენც და შენი სახლეულობაც!“ 26  თავიანთი გზით წავიდნენ დანის ძეები. დაინახა მიქამ, რომ ისინი უფრო ძლიერები იყვნენ+ და შინ გაბრუნდა. 27  წაიღეს მათ, რაც მიქას ჰქონდა გაკეთებული, წაიყვანეს მისი მღვდელი+ და ლაიშისკენ+ განაგრძეს გზა წყნარ და უზრუნველ+ ხალხთან საბრძოლველად. ქალაქი მახვილით+ გაანადგურეს და გადაწვეს.+ 28  არავინ იყო მხსნელი, რადგან შორს იყო ის მიწა სიდონიდან+ და საქმეს ვერავისთან იჭერდნენ. ბეთ-რეხობის+ ველზე იყო ის ადგილი. ააშენეს მათ ქალაქი და იქ დასახლდნენ.+ 29  ქალაქს თავიანთი მამის სახელი, დანი+ დაარქვეს, რომელიც ისრაელს+ შეეძინა, თუმცა ადრე ქალაქს ლაიში ერქვა.+ 30  ამის შემდეგ აღიმართეს დანის ძეებმა გამოსახულება;+ მოსეს ვაჟის, გერშომის+ ვაჟი იონათანი+ და მისი ვაჟები დანელთა ტომის მღვდლები გახდნენ ტყვეობამდე.+ 31  აღმართული ჰქონდათ მიქას გაკეთებული გამოსახულება მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც ჭეშმარიტი ღვთის სახლი+ შილოში+ იყო.

სქოლიოები

ნიშნავს დანის ბანაკს.
სიტყვასიტყვით — სულს. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.