წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

მსაჯულები 17:1—13

17  ეფრემის მთიან მხარეში+ ცხოვრობდა ერთი კაცი, სახელად მიქა.  მან დედამისს უთხრა: „შენგან ათას ასი ვერცხლი რომ წაიღეს და ჩემი თანდასწრებით დაიწყევლე,+ ის ვერცხლი მე მაქვს, მე ავიღე“.+ ამაზე დედამისმა უთხრა: „იეჰოვამ გაკურთხოს, შვილო“.+  დაუბრუნა დედას ათას ასი ვერცხლი,+ მან კი თქვა: „იეჰოვასთვის უნდა განვწმინდო ეს ვერცხლი ჩემი შვილის სახელზე გამოსახულებისა+ და ქანდაკების გასაკეთებლად;+ შენთვის დამიბრუნებია“.  დაუბრუნა დედამისს ვერცხლი, დედამისმა კი აიღო ორასი ვერცხლი და ვერცხლის მჭედელს+ მისცა. გააკეთა მან გამოსახულება,+ ჩამოასხა ქანდაკება+ და მიქას სახლში დადგა.  მიქას ღმერთების სახლი+ ჰქონდა. გააკეთა ეფოდი+ და თერაფიმი,+ რომ მისი ერთ-ერთი ვაჟის ხელი ძალაუფლებით აევსო+ და მღვდლად ემსახურა მისთვის.+  იმ დროს ისრაელს მეფე არ ჰყავდა+ და ვისაც რა მიაჩნდა სწორად, იმას აკეთებდა.+  იყო ერთი ახალგაზრდა ლევიანი+ იუდას ბეთლემიდან,+ იუდას საგვარეულოში, რომელიც მდგმურად ცხოვრობდა იქ.  წავიდა იგი იუდას ბეთლემიდან, რომ მდგმურად ეცხოვრა იქ, სადაც ადგილს ნახავდა. ბოლოს გზად მიმავალი ეფრემის მთიან მხარეში მიქას სახლს მიადგა.+  უთხრა მას მიქამ: „საიდანა ხარ?“ მან მიუგო: „ლევიანი ვარ იუდას ბეთლემიდან. მივდივარ, რომ სადმე მდგმურად დავდგე“. 10  უთხრა მას მიქამ: „ჩემთან იცხოვრე, გამიხდი მამად+ და მღვდლად;+ ყოველწლიურად ათ ვერცხლს, ტანსაცმელსა და საზრდოს მოგცემ“. ლევიანიც დარჩა 11  და გადაწყვიტა, რომ იმ კაცთან ეცხოვრა; შვილივით გახდა იგი მისთვის. 12  აუვსო მიქამ ლევიანს ხელი ძალაუფლებით,+ რომ მღვდლად+ ემსახურა მისთვის და მიქას სახლში დარჩენილიყო. 13  მიქამ უთხრა: „ახლა ვიცი, რომ იეჰოვა სიკეთეს მიზამს, რადგან ლევიანი მყავს მღვდლად“.+

სქოლიოები