წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

მსაჯულები 16:1—31

16  ერთხელ სამსონი ღაზაში+ წავიდა, ნახა ერთი მეძავი ქალი და შევიდა მასთან.+  ღაზელებს შეატყობინეს, სამსონი მოსულაო. ალყა შემოარტყეს+ და მთელი ღამე ქალაქის კარიბჭესთან იყვნენ ჩასაფრებულები.+ მთელი ღამე ჩუმად იყვნენ და ამბობდნენ, როგორც კი გათენდება, მოვკლათო.+  შუაღამემდე იწვა სამსონი, მერე ადგა, ჩაავლო ხელი ქალაქის კარიბჭის კარებს,+ ორივე გვერდით ბოძს, ურდულებიანად მოგლიჯა, მხრებზე გაიდო და მთის წვერზე აიტანა+ ხებრონის+ პირდაპირ.  ამის შემდეგ შეუყვარდა ერთი ქალი, სახელად დალილა,+ სორეკის ხევიდან.  მივიდნენ ქალთან ფილისტიმელთა მთავრები+ და უთხრეს: „გამოსტყუე+ და გაიგე, რაშია მისი დიდი ძალა, როგორ დავძლიოთ, რით შევკრათ, რომ დავიმორჩილოთ; თითოეული ათას ას ვერცხლს მოგცემთ“.+  ჰკითხა დალილამ სამსონს: „მითხარი, რაშია შენი დიდი ძალა, რით შეიძლება შენი შეკვრა და დამორჩილება?“+  სამსონმა მიუგო: „შვიდი, ჯერ კიდევ სველი, გამოუმშრალი ლარით+ თუ შემკრავენ, ძალა გამომეცლება და ჩვეულებრივ კაცს დავემსგავსები“.  ფილისტიმელთა მთავრებმა+ მიუტანეს იმ ქალს შვიდი სველი, გამოუმშრალი ლარი და შეკრა მან იგი,  შიდა ოთახში კი ხალხი ჰყავდა ჩასაფრებული.+ მან უთხრა მას: „სამსონ, ფილისტიმელები+ დაგესხნენ!“ ეს რომ გაიგონა, ლარები ცეცხლმოდებული ძენძივით+ დაწყვიტა. ვერ გაიგეს, რაში იყო მისი ძალა.+ 10  კიდევ უთხრა დალილამ+ სამსონს: „ხომ მომატყუე და გამაბრიყვე;+ ახლა მაინც მითხარი, რით შეიძლება შენი შეკვრა“. 11  მან უთხრა: „თუ ახალი, უხმარი თოკებით შემკრავენ, ძალა გამომეცლება და ჩვეულებრივ კაცს დავემსგავსები“. 12  აიღო დალილამ ახალი თოკები, შეკრა იგი და უთხრა: „სამსონ, ფილისტიმელები დაგესხნენ!“ შიდა ოთახში კი ჩასაფრებულები იყვნენ.+ ძაფივით შემოიწყვიტა თოკები მკლავებზე.+ 13  უთხრა დალილამ სამსონს: „აქამდე მატყუებდი და მაბრიყვებდი;+ ახლა მაინც მითხარი, რით შეიძლება შენი შეკვრა“.+ მან მიუგო: „ჩემი შვიდი ნაწნავი ქსელის ძაფთან ერთად უნდა ჩაგრიხო“.+ 14  მანაც ჩაუგრიხა ნაწნავები საძახავი ჯოხით და უთხრა მას: „სამსონ,+ ფილისტიმელები დაგესხნენ!“ გამოეღვიძა სამსონს და ამოგლიჯა საძახავი ჯოხი და ქსელის ძაფი. 15  ქალმა უთხრა მას: „როგორ მეუბნები, მიყვარხარო,+ როცა გულით ჩემთან არა ხარ?! სამჯერ მომატყუე და არ მითხარი, რაშია შენი დიდი ძალა“.+ 16  ჩასჩიჩინებდა+ თავისი სიტყვებით და არ ეშვებოდა, სიცოცხლე მოაბეზრა.+ 17  ბოლოს გადაუშალა გული+ და უთხრა: „არასოდეს მიჰკარებია სამართებელი+ ჩემს თმას, რადგან დედის მუცლიდანვე ღვთის ნაზირი ვარ.+ თავს თუ გადამპარსავენ, ძალა გამომეცლება, დავსუსტდები და ყველა დანარჩენ კაცს დავემსგავსები“.+ 18  როცა დაინახა დალილამ, რომ გული გადაუშალა, მაშინვე მოუხმო ფილისტიმელ მთავრებს+ და უთხრა: „მოდით, გული გადამიშალა“.+ მივიდნენ მასთან ფილისტიმელი მთავრები, რომ ხელში ფული გადაეცათ.+ 19  თავის მუხლებზე დააძინა იგი, მოუხმო კაცებს და შვიდივე ნაწნავი მოაჭრევინა; ამის შემდეგღა დაიმორჩილა, რადგან ძალა გამოეცალა. 20  უთხრა: „სამსონ, ფილისტიმელები დაგესხნენ!“ გამოეღვიძა მას და თქვა: „უწინდებურად+ გავალ და დავიხსნი თავს“. არ იცოდა, რომ გაეცალა იეჰოვა.+ 21  შეიპყრეს ფილისტიმელებმა და თვალები დასთხარეს;+ ჩაიყვანეს ღაზაში,+ სპილენძის ორმაგი ბორკილები დაადეს+ და საპყრობილეში+ აფქვევინებდნენ.+ 22  ამასობაში თავზე თმა წამოეზარდა.+ 23  შეიკრიბნენ ფილისტიმელი მთავრები, დიდი მსხვერპლი რომ შეეწირათ დაგონისთვის,+ თავიანთი ღვთისთვის, და ემხიარულათ; ამბობდნენ, ჩვენმა ღმერთმა* ხელში ჩაგვიგდო ჩვენი მტერი სამსონიო!+ 24  ხალხი მის დანახვაზე ხოტბას ასხამდა თავიანთ ღმერთს+ და ამბობდნენ, ჩვენმა ღმერთმა ხელში ჩაგვიგდო ჩვენი მტერი+ და ჩვენი მიწის ამაოხრებელი,+ რომელმაც მრავალი ჩვენიანი გაწყვიტაო.+ 25  გული რომ გაიმხიარულეს,+ თქვეს: „მოვიყვანოთ სამსონი, რომ ცოტა გაგვართოს“.+ მოიყვანეს სამსონი ციხიდან, რომ გაერთო ისინი,+ და სვეტებს შორის დააყენეს. 26  ბიჭს, რომელსაც ხელით მიჰყავდა იგი, სამსონმა უთხრა: „ხელი მომაკიდებინე სვეტებზე, რომელზეც სახლი დგას, რომ მივეყუდო“. 27  (სავსე იყო სახლი კაცებითა და ქალებით; ყველა ფილისტიმელი მთავარი იქ იყო;+ ბანზე სამი ათასამდე კაცი და ქალი იყო, რომლებიც უყურებდნენ, როგორ ართობდა ხალხს სამსონი).+ 28  მოუხმო სამსონმა+ იეჰოვას+ და უთხრა: „უზენაესო უფალო, იეჰოვა, გამიხსენე,+ ამ ერთხელაც მომეცი ძალა,+ ჭეშმარიტო ღმერთო, რომ შური ვიძიო ფილისტიმელებზე ორიდან ერთი თვალის გამო მაინც“.+ 29  მოსინჯა სამსონმა ორივე შუა სვეტი, რომელზეც სახლი იდგა, ერთს მარჯვენა ხელი მიაბჯინა, მეორეს — მარცხენა 30  და თქვა: „მოკვდი ფილისტიმელებთან ერთად, ჩემო სულო!“+ მთელი ძალით მიაწვა და მთავრებსა და იქ მყოფ ხალხს სახლი თავზე დაემხო.+ მისი სიკვდილისას დახოცილები მის სიცოცხლეში დახოცილებზე მეტნი იყვნენ.+ 31  ჩამოვიდნენ მისი ძმები და მამამისის მთელი სახლეულობა. აიღეს იგი, წაიღეს და ცორასა+ და ეშთაოლს+ შორის დამარხეს მამამისის, მანოახის+ სამარხში. ოცი წელიწადი იყო იგი ისრაელის მსაჯული.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — ღმერთებმა, მიუთითებს დაგონის აღმატებულობაზე. იხილეთ 1 სმ. 5:7; 2მფ. 19:37.