წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

მსაჯულები 12:1—15

12  შეიკრიბნენ ეფრემელები, გადავიდნენ ჩრდილოეთით და იფთახს უთხრეს: „რატომ გადახვედი ამონის ძეებთან საბრძოლველად და ჩვენ არ დაგვიძახე, რომ წამოგყოლოდით?+ თავზე დაგაწვავთ სახლს“.+  იფთახმა მიუგო: „მე და ჩემს ხალხს დიდი მტრობა გვქონდა ამონის ძეებთან.+ შველა გთხოვეთ, მაგრამ არ მიხსენით მათი ხელიდან.  დავინახე, რომ თქვენ არ იყავით ჩვენი დამხსნელები, და გადავწყვიტე, სიცოცხლე საფრთხეში ჩამეგდო+ და შევბრძოლებოდი ამონის ძეებს.+ იეჰოვამ ხელში ჩამიგდო ისინი. რატომ მოხვედით დღეს ჩემთან საბრძოლველად?“  მაშინვე შეკრიბა იფთახმა გალაადელები და შეებრძოლა ეფრემს. შეუტიეს გალაადელებმა+ ეფრემს, რადგან ისინი ამბობდნენ: „ეფრემიდან ხართ გამოქცეულები; გალაადო, ეფრემსა და მენაშეს შორისა ხარ“.  დაასწრო გალაადმა ეფრემს იორდანის+ ფონების დაკავება. როცა ეფრემიდან გამოქცეულები ითხოვდნენ, გადაგვიშვითო, გალაადელები ეკითხებოდნენ, ეფრემელი ხარო? როცა უპასუხებდნენ, არაო,  ისინი მიუგებდნენ, აბა შიბოლეთი+ თქვიო. ისინი კი სიბოლეთს ამბობდნენ, რადგან ამ სიტყვას სწორად ვერ გამოთქვამდნენ. შეიპყრობდნენ და იორდანის ფონებთან კლავდნენ. ორმოცდაორი ათასი ეფრემელი დაეცა მაშინ.+  ექვს წელიწადს იყო იფთახი ისრაელის მსაჯული; მოკვდა გალაადელი იფთახი და დამარხეს თავის ქალაქში, გალაადში.  მის შემდეგ ისრაელის მსაჯული+ ბეთლემელი+ იბცანი იყო.  მას ოცდაათი ვაჟი და ოცდაათი ასული ჰყავდა. გაგზავნა კაცები და თავისი ვაჟებისთვის ოცდაათი ქალი მოაყვანინა. შვიდი წელი იყო იგი ისრაელის მსაჯული. 10  მოკვდა იბცანი და ბეთლემში დამარხეს. 11  მას შემდეგ ზებულონელი+ ელონი იყო ისრაელის მსაჯული; ათი წელი იყო იგი ისრაელის მსაჯული. 12  მოკვდა ზებულონელი ელონიც და დამარხეს იგი აიალონში, ზებულონის მიწაზე. 13  მას შემდეგ ფირათონელი+ ჰილელის ვაჟი აბდონი იყო ისრაელის მსაჯული. 14  ორმოცი ვაჟი და ოცდაათი შვილიშვილი ჰყავდა, რომელთაც სამოცდაათი ვირი+ ჰყავდათ. რვა წელი იყო იგი ისრაელის მსაჯული. 15  მოკვდა ფირათონელი ჰილელის ვაჟი აბდონიც და ფირათონში დამარხეს, ეფრემის მიწაზე, ამალეკელთა+ მთაზე.

სქოლიოები