წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

მსაჯულები 10:1—18

10  აბიმელექის შემდეგ ისაქარიდან დოდოს ვაჟის, ფუას ვაჟი თოლა გამოჩნდა ისრაელის სახსნელად;+ ის შამირში ცხოვრობდა, ეფრემის+ მთიან მხარეში,  და ოცდასამი წელი იყო ისრაელის მსაჯული; მოკვდა იგი და შამირში დამარხეს.  მის შემდეგ გალაადელი+ იაირი გამოჩნდა, რომელიც ოცდაორი წელი იყო ისრაელის მსაჯული.  ოცდაათი ვაჟი ჰყავდა, რომელთაც ოცდაათი ვირი+ ჰყავდათ და ოცდაათი ქალაქი ჰქონდათ. ქალაქებს დღემდე ხავოთ-იაირი+ ეწოდება და ისინი გალაადის მიწაზეა.  მოკვდა იაირი და კამონში დამარხეს.  კვლავ დაიწყეს ბოროტების ჩადენა ისრაელის ძეებმა იეჰოვას თვალში.+ ემსახურებოდნენ ბაალებს,+ აშთორეთებს,+ სირიის ღმერთებს,+ სიდონის ღმერთებს,+ მოაბის ღმერთებს,+ ამონის ძეების ღმერთებსა+ და ფილისტიმელთა ღმერთებს.+ მიატოვეს მათ იეჰოვა და აღარ ემსახურებოდნენ მას.+  აენთო იეჰოვას რისხვა ისრაელზე+ და ფილისტიმელებსა+ და ამონის+ ძეებს ჩაუგდო*+ ისინი ხელში.  იმ წლიდან მოყოლებული თვრამეტი წელი ავიწროებდნენ და სასტიკად ჩაგრავდნენ ისინი ისრაელის ძეებს, რომლებიც იორდანის გაღმა, ამორეველთა მიწაზე ცხოვრობდნენ გალაადში.  ამონის ძეები იორდანეზე გადმოდიოდნენ ხოლმე და იუდას, ბენიამინსა და ეფრემის საგვარეულოს ებრძოდნენ. დიდ გასაჭირში იყო ისრაელი.+ 10  შველა სთხოვეს ისრაელის ძეებმა იეჰოვას:+ „შეგცოდეთ,+ რადგან მივატოვეთ ჩვენი ღმერთი და ბაალებს+ დავუწყეთ მსახურება“. 11  მიუგო იეჰოვამ ისრაელის ძეებს: „განა ეგვიპტელთა,+ ამორეველთა,+ ამონის ძეთა,+ ფილისტიმელთა,+ 12  სიდონელთა,+ ამალეკელთა+ და მიდიანელთა+ ხელიდან+ არ გიხსენით, როცა გჩაგრავდნენ ისინი, თქვენ კი შველას მთხოვდით?! 13  თქვენ კი მიმატოვეთ+ და სხვა ღმერთებს დაუწყეთ მსახურება,+ ამიტომ აღარ გიხსნით.+ 14  წადით და იმ ღმერთებს შეღაღადეთ,+ რომლებიც ამოირჩიეთ.+ მათ გიხსნან გასაჭირიდან“. 15  უთხრეს ისრაელის ძეებმა იეჰოვას: „შევცოდეთ.+ ისე მოგვექეცი, როგორც გენებოს,+ ოღონდ დღეს გვიხსენი“.+ 16  მოიშორეს უცხო ღმერთები+ და ისევ იეჰოვას ემსახურებოდნენ;+ ვეღარ აიტანა მისმა სულმა+ ისრაელის გასაჭირი.+ 17  შეიკრიბნენ ამონის+ ძეები და გალაადში+ დაბანაკდნენ. ისრაელის ძეებიც შეიკრიბნენ და მიცფაში+ დაბანაკდნენ. 18  ხალხი და გალაადის მთავრები ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „ვინც ამონის+ ძეების წინააღმდეგ ბრძოლაში გაგვიძღვება, ის გახდეს მთელი გალაადის თავკაცი“.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — მიჰყიდა.