წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

მსაჯულები 1:1—36

1  იესო ნავეს ძის სიკვდილის+ შემდეგ ისრაელის ძეები იეჰოვას დაეკითხნენ:+ „რომელი ჩვენგანი გავიდეს პირველი ქანაანელებთან საბრძოლველად?“  იეჰოვამ მიუგო: „იუდა გავიდეს.+ მას ჩავუგდებ ხელში იმ მიწას“.  უთხრა იუდამ სიმონს, თავის ძმას: „გამომყევი ჩემს წილხვდომილ+ მიწაზე და იქიდან შევებრძოლოთ ქანაანელებს, მე კი შენს წილხვდომილ+ მიწაზე გამოგყვები“. სიმონიც გაჰყვა.+  გავიდა იუდა და ხელში ჩაუგდო+ იეჰოვამ მათ ქანაანელები და ფერიზელები და ათი ათასი კაცი დაამარცხეს ბეზეკში.  მოძებნეს ბეზეკში ადონი-ბეზეკი, შეებრძოლნენ მას და დაამარცხეს ქანაანელები+ და ფერიზელები.+  გაიქცა ადონი-ბეზეკი, ისინი კი დაედევნენ მას, დაიჭირეს და ხელ-ფეხზე ცერები დააჭრეს.  ამაზე ადონი-ბეზეკმა თქვა: „სამოცდაათი მეფე, ხელ-ფეხზე ცერებდაჭრილი, ჩემი მაგიდის ქვეშ აგროვებდა ნასუფრალს. რაც მე გავაკეთე, ღმერთმაც იმით გადამიხადა“.+ ის იერუსალიმში+ წაიყვანეს და იქ მოკვდა.  გამართეს ბრძოლა იუდას ძეებმა იერუსალიმის+ წინააღმდეგ და აიღეს ქალაქი, მახვილით გაანადგურეს ის და ცეცხლს მისცეს.  წავიდნენ იუდას ძეები მთიან მხარეში, ნეგებსა+ და შეფელაში+ მცხოვრებ ქანაანელებთან საბრძოლველად. 10  გავიდა იუდა ხებრონში+ მცხოვრები ქანაანელების წინააღმდეგ (ადრე ხებრონს კირიათ-არბა ერქვა)+ და დაამარცხა შეშაი, ახიმანი და თალმაი.+ 11  იქიდან დებირის+ მცხოვრებლების წინააღმდეგ გავიდნენ (ადრე დებირს კირიათ-სეფერი ერქვა).+ 12  თქვა ქალებ იეფუნეს ძემ:+ „ვინც კირიათ-სეფერს დაამარცხებს და დაიპყრობს, ჩემს ასულ აქსას+ მივათხოვებ“.+ 13  ქალაქი ქალებ იეფუნეს ძის უმცროსი ძმის,+ კენაზის+ ვაჟმა ოთნიელმა+ დაიპყრო და მიათხოვა მას თავისი ასული აქსა.+ 14  ქალი სახლში რომ მიდიოდა, წააქეზა იგი, რომ თავისი მამისთვის, ქალებ იეფუნეს ძისთვის მინდორი ეთხოვა. შემდეგ ვირზე+ მჯდომმა ხელი ხელს შემოჰკრა. ქალებ იეფუნეს ძემ ჰკითხა: „რა გინდა?“ 15  მან მიუგო: „მაკურთხე,+ და რაკი სამხრეთით მიწა მომეცი, ბარემ გულოთ-მაიმიც მომეცი“. მანაც მისცა ზემო გულოთი+ და ქვემო გულოთი. 16  გამოვიდნენ პალმების ქალაქიდან+ კენიელის,+ მოსეს სიმამრის,+ ვაჟები და იუდას ძეებთან ერთად იუდას უდაბნოსკენ წავიდნენ, არადის+ სამხრეთით; წავიდნენ და იქ დასახლდნენ იმ ხალხთან.+ 17  გავიდნენ იუდა და მისი ძმა სიმონი, ცეფათში მცხოვრებ ქანაანელებს შეუტიეს და გაანადგურეს+. იმ ქალაქს ხორმა*+ დაერქვა. 18  აიღო იუდამ ღაზა+ თავის მიწებიანად, აშკელონი+ თავის მიწებიანად და ეკრონი+ თავის მიწებიანად. 19  იუდასთან იყო იეჰოვა და ამიტომ დაეუფლა ის მთიან მხარეს, თუმცა დაბლობში მცხოვრებნი ვერ განდევნა, რადგან მათ დანებიანი+ საომარი ეტლები+ ჰქონდათ. 20  ქალებ იეფუნეს ძეს მოსეს დაპირებისამებრ+ ხებრონი მისცეს და განდევნა მან იქიდან ანაკის სამივე ვაჟი.+ 21  არ განუდევნიათ იერუსალიმში მცხოვრები+ იებუსელები ბენიამინის ძეებს; იებუსელები დღემდე ბენიამინის ძეებთან ერთად ცხოვრობენ იერუსალიმში.+ 22  იოსების შთამომავლობაც+ გავიდა ბეთელის+ წინააღმდეგ; იეჰოვა იყო მათთან.+ 23  ზვერავდა+ იოსების შთამომავლობა ბეთელს (ადრე ამ ქალაქს ლუზი ერქვა);+ 24  დაინახეს მზვერავებმა ქალაქიდან მომავალი კაცი და უთხრეს: „მიგვასწავლე ქალაქისკენ მიმავალი გზა და სიკეთეს გიზამთ“.+ 25  მანაც მიასწავლა ქალაქისკენ მიმავალი გზა; მათ მახვილით გაანადგურეს ქალაქი,+ ის კაცი კი თავის ოჯახთან ერთად გაუშვეს.+ 26  წავიდა ის კაცი ხეთელთა+ მიწაზე, იქ ააშენა ქალაქი და ლუზი დაარქვა. დღემდე ასე ჰქვია. 27  არ დაუპყრია მენაშეს+ ბეთ-შეანი+ და მისი მიმდებარე ქალაქები, თაანახი+ და მისი მიმდებარე ქალაქები, დორი+ და მისი მიმდებარე ქალაქები, იბლეამი+ და მისი მიმდებარე ქალაქები, მეგიდო+ და მისი მიმდებარე ქალაქები; ქანაანელები ფეხს არ იცვლიდნენ იმ მიწიდან.+ 28  გაძლიერდა ისრაელი+ და დაიმონა+ ქანაანელები, მაგრამ მთლიანად არ განუდევნია ისინი.+ 29  არც ეფრემს განუდევნია გეზერში მცხოვრები ქანაანელები; ქანაანელები მათ შორის ცხოვრობდნენ გეზერში.+ 30  არც ზებულონს+ განუდევნია კიტრონისა და ნაჰალოლის+ მცხოვრებლები; ცხოვრობდნენ ქანაანელები მათ შორის+ და მათ დაემონნენ.+ 31  არც აშერს+ განუდევნია აქოს*, სიდონის,+ ახლაბის, აქციბის,+ ხელბას, აფიკისა+ და რეხობის+ მცხოვრებნი. 32  ქანაანელებთან ერთად ცხოვრობდნენ აშერელები იმ მიწაზე, რადგან არ განუდევნიათ ისინი.+ 33  არც ნაფთალს+ განუდევნია ბეთ-შემეშისა და ბეთ-ანათის+ მცხოვრებლები; ქანაანელებთან ერთად ცხოვრობდნენ ისინი იმ მიწაზე.+ ბეთ-შემეშისა და ბეთ-ანათის მცხოვრებლები მათ დაემონნენ.+ 34  ავიწროებდნენ ამორეველები მთიან მხარეში დანის+ ძეებს და დაბლობში არ უშვებდნენ.+ 35  ფეხს არ იცვლიდნენ ამორეველები ხერესის მთიდან, აიალონიდან+ და შაალბიმიდან.+ მაგრამ ისე გაძლიერდა იოსების შთამომავალთა ხელი, რომ დაიმონეს ისინი.+ 36  ამორეველთა მიწა აკრაბიმის+ ფერდობიდან, სელადან ზევით ადიოდა.

სქოლიოები

ნიშნავს გასანადგურებელს.
მოგვიანებით უწოდეს პტოლემაიდა. იხილეთ სქ. 21:7.