წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

მიქა 5:1—15

5  „ახლა თავს ისერავ,+ დაპყრობილო ასულო, ალყა შემოგვარტყეს.+ ჯოხს შემოჰკრავენ სახეში ისრაელის მსაჯულს.+  შენ კი, ეფრათას ბეთლემო,+ ძალიან პატარა ხარ საიმისოდ, რომ იუდას+ ათასთა შორის იყო, მაგრამ შენგან+ გამომივა მმართველი ისრაელში;+ ძველი დროიდანაა მისი წარმოშობა, უხსოვარი დროიდან.+  ამიტომ ის მიატოვებს+ მათ, სანამ მშობიარე არ შობს+ და მისი დანარჩენი ძმები დაუბრუნდებიან ისრაელის ძეებს.  დადგება ის და დამწყემსავს იეჰოვას ძალით,+ თავისი ღვთის, იეჰოვას სახელის სიდიადით.+ მშვიდად იცხოვრებენ ისინი,+ რადგან დედამიწის კიდეებს მისწვდება მისი დიდება.+  ის მოიტანს მშვიდობას.+ როცა ასურელი მოვა ჩვენს მიწაზე და გათელავს ჩვენს საცხოვრებელ კოშკებს,+ მის წინააღმდეგ გამოვიყვანთ შვიდ მწყემსს, რვა მთავარს ადამიანთა მოდგმიდან.  მახვილით დამწყემსავენ ისინი ასურეთის მიწას+ და ნიმროდის მიწას+ — მის შესასვლელებში. ის გვიხსნის ასურელისგან,+ როცა მოვა იგი ჩვენს მიწაზე და გათელავს ჩვენს სამფლობელოს.  იქნება იაკობის+ დარჩენილი ნაწილი მრავალ ხალხს შორის, როგორც ნამი იეჰოვასგან,+ როგორც შხაპუნა წვიმა მცენარეებისთვის,+ რომელიც კაცზე არ არის დაიმედებული და ადამიანის ძეებს არ ელოდება.+  იქნება იაკობის დარჩენილი ნაწილი ერებში, მრავალ ხალხს შორის, როგორც ლომი ტყის მხეცებს შორის, როგორც ფაფრიანი ლომი ცხვრის ფარაში, ჩავლისას რომ თელავს და გლეჯს,+ და არავინაა მხსნელი.  შენი ხელი შენს მოწინააღმდეგეებზე+ აღიმართება და მოიკვეთებიან შენი მტრები“.+ 10  „იმ დღეს, — ამბობს იეჰოვა, — მოგისპობ ცხენებს და გაგინადგურებ ეტლებს,+ 11  მოგისპობ შენი ქვეყნის ქალაქებს და დაგინგრევ სიმაგრეებს,+ 12  ხელიდან მოგგკვეთ ჯადოქრობას და აღარ გეყოლება ჯადოქრები,+ 13  მოგისპობ ქანდაკებებსა და სვეტებს და მეტად აღარ დაემხობი შენი ნახელავის წინაშე,+ 14  ამოგიძირკვავ წმინდა ბოძებს+ და გავანადგურებ შენს ქალაქებს. 15  რისხვითა და მრისხანებით ვიძიებ შურს დაუმორჩილებელ ხალხებზე“.+

სქოლიოები