წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

მარკოზი 8:1—38

8  იმ დღეებში, როცა კვლავ მოგროვდა დიდძალი ხალხი და საჭმელი არაფერი ჰქონდათ, მან მოწაფეებს მოუხმო და უთხრა:+  „გული მეწვის+ ამ ხალხის გამო, უკვე სამი დღეა ჩემთან არიან და საჭმელი არაფერი აქვთ.  სახლებში უჭმელად რომ გავუშვა, გზაში დასუსტდებიან. ზოგი მათგანი შორიდან არის მოსული“.  მოწაფეებმა მიუგეს: „ვინ დააპურებს ამდენ ხალხს ამ მიყრუებულ ადგილას?“+  იესომ ჰკითხა მათ: „რამდენი პური გაქვთ?“ „შვიდი“,+ — მიუგეს მათ.  მაშინ ხალხს უბრძანა, მიწაზე დამსხდარიყვნენ. აიღო ის შვიდი პური, ღმერთს მადლობა გადაუხადა,+ დაამტვრია და მოწაფეებს მისცა, რომ ხალხისთვის ჩამოერიგებინათ და მათაც ჩამოურიგეს.+  რამდენიმე თევზიც ჰქონდათ. ილოცა და უთხრა მათ, რომ ხალხისთვის ჩამოერიგებინათ.+  ჭამეს, გაძღნენ და დარჩენილი ნატეხებით შვიდი გოდორი გაავსეს.+  იქ ოთხი ათასამდე კაცი იყო. ბოლოს გაუშვა ისინი.+ 10  მაშინვე ჩაჯდა ნავში მოწაფეებთან ერთად და დალმანუთას+ მიადგა. 11  გამოვიდნენ ფარისევლები და დავა დაუწყეს, გამოსაცდელად ნიშანს სთხოვდნენ ციდან.+ 12  იესომ მძიმედ ამოიოხრა+ სულით და თქვა: „რატომ ეძებს ეს თაობა ნიშანს? ჭეშმარიტებას გეუბნებით: ამ თაობას ნიშანი არ მიეცემა“.+ 13  დატოვა ისინი, ჩაჯდა ნავში და მეორე ნაპირზე გავიდა. 14  მათ პურის წაღება დაავიწყდათ, ნავში კი ერთი პურის მეტი არ ჰქონდათ.+ 15  მან გააფრთხილა ისინი: „იფხიზლეთ და უფრთხილდით ფარისევლებისა და ჰეროდეს საფუარს“.+ 16  მათ კი იმაზე დაიწყეს კამათი, რომ პური არ ჰქონდათ.+ 17  ეს რომ შეამჩნია, უთხრა მათ: «რატომ კამათობთ იმაზე, რომ პური არა გაქვთ?+ ნუთუ ჯერ კიდევ ვერაფერს ხვდებით და არაფერი გესმით? ნუთუ დახშული გაქვთ გულები?+ 18  „თვალები გაქვთ და ნუთუ ვერ ხედავთ? ყურები გაქვთ და ნუთუ არ გესმით?“+ ნუთუ არ გახსოვთ, 19  ხუთი პური+ რომ დავამტვრიე ხუთი ათასი კაცისთვის, რამდენი კალათი აავსეთ დარჩენილი ნატეხებით?» „თორმეტი“,+ — მიუგეს მათ. 20  „შვიდი პური რომ დავამტვრიე ოთხი ათასი კაცისთვის, რამდენი გოდორი გაავსეთ დარჩენილი ნატეხებით?“ „შვიდი“,+ — მიუგეს მათ. 21  მაშინ ჰკითხა: „მაინც ვერ ხვდებით?“+ 22  ბეთსაიდას რომ მიადგნენ, ერთი უსინათლო კაცი მიუყვანეს და შეეხვეწნენ, შეეხეო.+ 23  ხელი მოჰკიდა უსინათლოს და სოფლიდან გაიყვანა. თვალებზე დააფურთხა,+ ხელები დაადო და ჰკითხა: „ხედავ რამეს?“ 24  კაცმა აიხედა და მიუგო: „ადამიანებს ვხედავ, თითქოს ხეებივით არიან და აქეთ-იქით დადიან“. 25  მაშინ ისევ დაადო ხელები თვალებზე და კაცმა ნათლად დაინახა, მხედველობა დაუბრუნდა და ყველაფერს გარკვევით ხედავდა. 26  სახლში გაუშვა და უთხრა: „სოფელში ნუ შეხვალ“.+ 27  იესო მოწაფეებთან ერთად ფილიპეს კესარეის სოფლებში წავიდა. გზაში მათ გამოკითხვა დაუწყო: „რას ამბობს ხალხი ჩემზე, ვინ არისო?“+ 28  „ზოგი ამბობს იოანე ნათლისმცემელიაო,+ ზოგი — ელიააო,+ ზოგი კი — ერთ-ერთი წინასწარმეტყველიაო“,+ — მიუგეს მათ. 29  „თქვენ რას იტყვით, ვინა ვარ?“ — ჰკითხა მან. „შენა ხარ ქრისტე“,+ — მიუგო პეტრემ. 30  იესომ მკაცრად გააფრთხილა ისინი, რომ მის შესახებ არავისთვის ეთქვათ.+ 31  ის იმასაც ასწავლიდა, რომ კაცის ძეს ბევრი უნდა ეტანჯა, უარყოფდნენ უხუცესები, უფროსი მღვდლები და მწიგნობრები, მოკლავდნენ+ და მესამე დღეს აღდგებოდა.+ 32  ასე პირდაპირ რომ ამბობდა ამას, პეტრემ გვერდზე გაიყვანა და გაკიცხვა დაუწყო.+ 33  ის მობრუნდა, თავის მოწაფეებს გადახედა და პეტრეს გაუწყრა: „მომცილდი, სატანა! შენ ღვთიურზე კი არა, ადამიანურზე ფიქრობ“.+ 34  შემდეგ თავის მოწაფეებთან ერთად ხალხიც მოიხმო და უთხრა: „თუ ვინმეს უნდა, რომ მომყვეს, უარყოს საკუთარი თავი, აიღოს თავისი წამების ბოძი* და გამომყვეს,+ 35  რადგან ვისაც სურს თავისი სულის* ხსნა, დაკარგავს მას, ხოლო ვინც ჩემი და სასიხარულო ცნობის გულისთვის დაკარგავს სულს, იხსნის მას.+ 36  აბა, რას არგებს კაცს, თუ მთელ ქვეყნიერებას შეიძენს, სულს კი დაკარგავს?+ 37  ანდა რას გაიღებს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ?+ 38  ვისაც შერცხვება ჩემ გამო და ჩემი სიტყვების გამო ამ მრუშ და ცოდვილ მოდგმაში, კაცის ძესაც შერცხვება+ მის გამო, როცა თავისი მამის დიდებით წმინდა ანგელოზებთან ერთად მოვა“.+

სქოლიოები

იხილეთ დანართი 3გ.
ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.