წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

მარკოზი 7:1—37

7  იერუსალიმიდან ჩამოსული ფარისევლები და რამდენიმე მწიგნობარი იესოს ირგვლივ მოგროვდნენ+  და დაინახეს, რომ ზოგი მისი მოწაფე საჭმელს წაბილწული, დაუბანელი ხელით ჭამდა.+  ფარისევლები და იუდეველები ისე არ ჭამენ, თუ ხელები იდაყვებამდე არ დაიბანეს, რადგან მტკიცედ იცავენ წინაპართა ადათ-წესებს.  არც ბაზრიდან დაბრუნებისას ჭამენ, სანამ შესხურებით არ განიწმინდებიან. ბევრ სხვა ადათ-წესსაც+ მტკიცედ იცავენ: ავლებენ სასმისებს, დოქებსა და სპილენძის ჭურჭელს.+  ამიტომ იმ ფარისევლებმა და მწიგნობრებმა იესოს ჰკითხეს: „რატომ არ იცავენ შენი მოწაფეები წინაპართა ადათ-წესებს და რატომ ჭამენ წაბილწული ხელით?“+  მან მიუგო: «სწორად იწინასწარმეტყველა ესაიამ თქვენზე, თვალთმაქცებო, როგორც დაწერილია:+ „ეს ხალხი ბაგეებით მცემს პატივს, გული კი შორსა აქვთ ჩემგან.+  ტყუილუბრალოდ მცემენ თაყვანს, რადგან ადამიანთა მცნებებს ისე ასწავლიან, როგორც სწავლებებს“.+  ღვთის მცნება მიატოვეთ, ადამიანთა ადათ-წესებს კი მტკიცედ იცავთ».+  მერე განაგრძო: «თქვენ მოხერხებულად უვლით გვერდს ღვთის მცნებას,+ რათა თქვენივე ადათ-წესები დაიცვათ. 10  მაგალითად, მოსემ თქვა: „პატივი ეცი მამას და დედას“+ და „მამის ან დედის მლანძღველი მოკვდეს“.+ 11  თქვენ კი რომ ამბობთ: „თუ კაცი მამას ან დედას ეტყვის, ჩემი ქონება, რითაც ჩემგან შეგეძლო გესარგებლა, კორბანიაო+ (ღვთისთვის განკუთვნილი ძღვენი)“,+ 12  ამით მას მამისთვის ან დედისთვის მცირედის გაკეთების ნებასაც კი აღარ აძლევთ.+ 13  ასე თქვენ ძალას უკარგავთ ღვთის სიტყვას+ თქვენ მიერ გადაცემული ადათ-წესებით. სხვასაც ბევრს+ აკეთებთ ამის მსგავსს». 14  ამიტომ კვლავ მოუხმო ხალხს და უთხრა: „ყველამ მისმინეთ და ჩასწვდით მნიშვნელობას.+ 15  ადამიანს ის კი არ ბილწავს, რაც მასში გარედან შედის, არამედ ის, რაც მისგან გამოდის“.+ 16  —— 17  ხალხისგან რომ წამოვიდა და სახლში შევიდა, მოწაფეებმა მოყვანილ მაგალითზე შეკითხვები დაუსვეს.+ 18  მან მიუგო: „ნუთუ ვერც თქვენ ხვდებით?+ ნუთუ არ იცით, რომ რაც ადამიანში გარედან შედის, ის არ ბილწავს მას, 19  რადგან შედის არა გულში, არამედ ნაწლავებში და გამოსვლისას ორმოში ჩადის?“+ ამით მან ყველანაირი საჭმელი წმინდად გამოაცხადა.+ 20  შემდეგ განაგრძო: „ადამიანს ის ბილწავს, რაც მისგან გამოდის,+ 21  რადგან შიგნიდან ანუ ადამიანის გულიდან+ გამოდის ბოროტი ზრახვები: სიძვა,+ ქურდობა, მკვლელობა,+ 22  მრუშობა, სხვისი რამის სურვილი,+ ბოროტი საქმეები, ცბიერება, თავაშვებულობა,+ შურიანი თვალი, მკრეხელობა, ამპარტავნობა, უგუნურება. 23  ყველა ეს ბოროტება შიგნიდან გამოდის და ბილწავს ადამიანს“.+ 24  ადგა იქიდან და ტვიროსისა და სიდონის+ მხარეებისკენ გასწია. შევიდა ერთ სახლში, მაგრამ არ უნდოდა, ვინმეს გაეგო, თუმცა ეს შეუმჩნეველი არ დარჩენილა.+ 25  მის შესახებ მაშინვე შეიტყო ერთმა ქალმა, რომლის გოგონაც უწმინდურ სულს ჰყავდა შეპყრობილი, მივიდა და მის ფეხებთან დაემხო.+ 26  იგი ბერძენი იყო, სიროფინიკიიდან. ეხვეწებოდა მას, რომ მისი გოგონასგან დემონი განედევნა.+ 27  იესომ უთხრა: „ჯერ შვილები უნდა გაძღნენ. არ არის კარგი, შვილებს წაართვა პური+ და ფინიებს გადაუგდო“.+ 28  „ჰო, ბატონო, მაგრამ ფინიებიც ხომ ჭამენ მაგიდის ქვეშ ბავშვების დაყრილ+ ნამცეცებს“,+ — უთხრა ქალმა. 29  იესომ მიუგო: „რადგან ასე თქვი, წადი, გამოსულია დემონი შენი გოგონასგან“.+ 30  წავიდა სახლში და ნახა,+ რომ ბავშვი საწოლზე იწვა და დემონიც გამოსულიყო. 31  ტვიროსის მხარიდან რომ გამობრუნდა, სიდონი გაიარა და დეკაპოლისის+ მხარის გავლით გალილეის ზღვისკენ გაემართა. 32  იქ ერთი ყრუ და ენაბლუ კაცი მიუყვანეს და შეეხვეწნენ, ხელი დაადეო.+ 33  იესომ ცალკე გაიყვანა იგი, თითებით ყურები დაუცო და დაფურთხების შემდეგ ენაზე შეეხო.+ 34  მერე ცას ახედა,+ მძიმედ ამოიოხრა+ და კაცს უთხრა: „ეფფათა“ ანუ „გაიხსენ“. 35  კაცს სმენაც გაეხსნა+ და დაბმული ენაც და გამართულად ალაპარაკდა. 36  შემდეგ იესომ იქ მყოფებს უბრძანა, არავისთვის არაფერი ეთქვათ,+ მაგრამ რაც უფრო უკრძალავდა, მით უფრო მეტად ახმაურებდნენ ისინი მომხდარს+ 37  და მეტისმეტად განცვიფრებულნი+ ამბობდნენ: „ყველაფერს კარგად აკეთებს. ყრუებს სმენას უბრუნებს და მუნჯებს ამეტყველებს“.+

სქოლიოები