წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

მარკოზი 4:1—41

4  იესო კვლავ ზღვის პირას ასწავლიდა.+ მის მახლობლად იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, რომ ნავში ჩაჯდა და ზღვაში შეცურა, ხალხი კი ნაპირზე დარჩა.+  ბევრ რამეს ასწავლიდა მათ მაგალითებით+ და ეუბნებოდა:+  „მოისმინეთ. გამოვიდა მთესველი დასათესად.+  თესვისას ზოგი თესლი გზის პირას დავარდა, მოფრინდნენ ფრინველები და აკენკეს.+  ზოგი კლდოვან ადგილზე დავარდა, სადაც მიწა ბევრი არ იყო, და მალევე აღმოცენდა, რადგან მიწას სიღრმე არ ჰქონდა;+  მაგრამ მზე რომ ამოვიდა, დაჭკნა და, რადგან ფესვი არ ჰქონდა, გახმა.+  ზოგიც ეკლებში ჩავარდა, გაიზარდა ეკლები, მოაშთო ისინი და ნაყოფი ვეღარ გამოიღო.+  ზოგი კი კარგ მიწაზე+ დავარდა, აღმოცენდა, გაიზარდა და ნაყოფი გამოიღო: ზოგმა — ოცდაათი, ზოგმა — სამოცი და ზოგმაც — ასი“.+  შემდეგ დასძინა: „ვისაც ყური აქვს მოსასმენად, მოისმინოს“.+ 10  ხალხი რომ დაიშალა, იესოსთან დარჩენილებმა და თორმეტმა შეკითხვები დაუსვეს მოყვანილ მაგალითებზე.+ 11  მან უთხრა მათ: „თქვენ მოცემული გაქვთ ღვთის სამეფოს წმინდა საიდუმლო,+ გარეშეებს კი ყველაფერს მაგალითებით ველაპარაკები,+ 12  რათა, თუმცა იყურებიან, უყურონ, მაგრამ ვერ დაინახონ, თუმცა ისმენენ, მოისმინონ, მაგრამ აზრს ვერ ჩასწვდნენ, ვერც მობრუნდნენ და არც ეპატიოთ“.+ 13  შემდეგ უთხრა მათ: „ეს მაგალითი თუ არ გესმით, სხვებს როგორღა გაიგებთ? 14  მთესველი თესავს სიტყვას.+ 15  აი ისინი, რომლებიც გზის პირას არიან, სადაც სიტყვა ითესება; როგორც კი მოისმენენ, სატანა მოდის+ და მიაქვს მათში ჩათესილი სიტყვა.+ 16  არიან კლდოვან ადგილზე დათესილებიც. როგორც კი მოისმენენ სიტყვას, მაშინვე სიხარულით იღებენ.+ 17  მათ ფესვი არა აქვთ და, თუმცა გარკვეული დროით რჩებიან, როგორც კი გასაჭირი ან დევნა იწყება სიტყვის გამო, მაშინვე ბრკოლდებიან.+ 18  არიან ეკლებში დათესილებიც, რომლებმაც მოისმინეს სიტყვა,+ 19  მაგრამ ქვეყნიერების* საზრუნავი,+ სიმდიდრის მაცდუნებელი ძალა+ და სხვა ყველაფრის სურვილი+ იჭრება მათში, აშთობს სიტყვას და ის უნაყოფო ხდება.+ 20  კარგ მიწაზე დათესილები კი ისინი არიან, რომლებიც ისმენენ სიტყვას, კეთილგანწყობილებით იღებენ და გამოაქვთ ნაყოფი: ზოგს — ოცდაათი, ზოგს — სამოცი და ზოგს — ასი“.+ 21  შემდეგ უთხრა მათ: „განა იმისთვის გამოაქვთ ლამპარი, რომ საწყაოს ანდა საწოლის ქვეშ დადგან? განა სალამპრეზე დასადგამად არ გამოაქვთ?+ 22  არაფერია დაფარული, რაც არ გაცხადდება, და საგულდაგულოდ დამალული, რაც არ გამოაშკარავდება.+ 23  ვისაც ყური აქვს მოსასმენად, მოისმინოს“.+ 24  მერე უთხრა მათ: „დაუკვირდით, რასაც ისმენთ.+ რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ,+ დიახ, ამაზე მეტიც მოგეცემათ.+ 25  ვისაც აქვს, უფრო მეტი მიეცემა, ხოლო ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაც აქვს“.+ 26  შემდეგ განაგრძო: „ღვთის სამეფო იმას ჰგავს, კაცი რომ თესლს აგდებს მიწაზე.+ 27  ღამით იძინებს, დღისით იღვიძებს. თესლი აღმოცენდება და იზრდება, მან კი არ იცის, როგორ.+ 28  მიწას თავისით გამოაქვს ნაყოფი თანდათანობით: ჯერ ჯეჯილი, მერე თავთავი, ბოლოს კი სავსე მარცვალი თავთავში. 29  როგორც კი მწიფდება ნაყოფი, კაცი ნამგალს იმარჯვებს, რადგან მკის დრო მოვიდა“. 30  შემდეგ განაგრძო: „რას შევადაროთ ღვთის სამეფო ან როგორი მაგალითით აღვწეროთ?+ 31  ის ჰგავს მდოგვის მარცვალს, რომელიც მიწაში ჩათესვისას ყველაზე პატარა თესლია დედამიწაზე.+ 32  დათესვის მერე კი, როცა ამოდის, ყველა მწვანილეულზე დიდი ხდება და იმხელა ტოტები+ გამოაქვს, რომ ცის ფრინველები+ მის ჩრდილში იბუდებენ“.+ 33  ბევრი ასეთი მაგალითით+ ეუბნებოდა მათ სიტყვას, რამდენის მოსმენაც შეეძლოთ. 34  მაგალითის გარეშე არაფერს ეუბნებოდა მათ, ხოლო თავის მოწაფეებს ყველაფერს უხსნიდა ცალკე.+ 35  იმავე დღეს, საღამო ხანს, უთხრა მათ: „გაღმა გავიდეთ“.+ 36  ხალხი რომ გაუშვეს, ის იმავე ნავით წაიყვანეს, რომელშიც იჯდა. სხვა ნავებითაც გაჰყვნენ.+ 37  უცებ საშინელი ქარიშხალი ამოვარდა. ტალღები ნავს ეხეთქებოდა. ცოტაც და ნავი წყლით აივსებოდა.+ 38  ის კი კიჩოზე იყო, თავი სასთუმალზე ედო და ეძინა. გააღვიძეს და უთხრეს: „მოძღვარო, ნუთუ შენთვის სულერთია, რომ ვიღუპებით?“+ 39  მან გაიღვიძა, ქარი შერისხა და ზღვას მიმართა: „დაწყნარდი! ჩაცხრი!“+ ქარი ჩადგა და დიდი სიწყნარე ჩამოვარდა.+ 40  შემდეგ უთხრა მათ: „რამ შეგაშინათ? ჯერ კიდევ არა გაქვთ რწმენა?“ 41  მათ ძალიან შეეშინდათ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „ნეტავ ეს ვინ არის, რომ ქარიცა და ზღვაც მას ემორჩილება?“+

სქოლიოები

ბერძნულად ეონ, რაც ნიშნავს გარკვეულ სისტემას ან წყობას.