წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

მარკოზი 3:1—35

3  ის კვლავ სინაგოგაში შევიდა; იქ ერთი ხელგამხმარი კაცი იყო.+  ფარისევლები უთვალთვალებდნენ, განკურნავდა თუ არა იმ კაცს შაბათს, რათა ბრალი დაედოთ მისთვის.+  მან ხელგამხმარ კაცს უთხრა: „ადექი, შუაში გამოდი“.  შემდეგ ჰკითხა მათ: „ნებადართულია შაბათს კარგის ან ცუდის კეთება, სულის* ხსნა ან მოკვლა?“+ ხმას არავინ იღებდა.  მათი უგულობით აღშფოთებულმა და უზომოდ დამწუხრებულმა,+ თვალი მოავლო მათ და ხელგამხმარ კაცს უთხრა: „გაიწოდე ხელი!“ მანაც გაიწოდა ხელი და მოურჩა.+  მაშინ ფარისევლები გავიდნენ და ჰეროდეს+ მომხრეებთან დაიწყეს მსჯელობა, რათა მოეკლათ იგი.+  იესო მოწაფეებთან ერთად იქაურობას გაეცალა და ზღვისკენ გაემართა. დიდძალი ხალხი მიჰყვებოდა გალილეიდან და იუდეიდან.+  იერუსალიმიდან და იდუმეიდან, იორდანის გაღმიდან და ტვიროსისა+ და სიდონის შემოგარენიდანაც კი უამრავი ხალხი მივიდა მასთან, როცა გაიგეს, რამდენ რამეს აკეთებდა.  მან უთხრა თავის მოწაფეებს, პატარა ნავი ყოველთვის მზად ჰქონოდათ, თუ ხალხი შეავიწროებდა, 10  რადგან უამრავ ხალხს კურნავდა და მძიმედ დაავადებულები ზედ აწყდებოდნენ, რომ შეხებოდნენ.+ 11  უწმინდური სულებიც*+ კი, დაინახავდნენ თუ არა, მის წინაშე ემხობოდნენ და ყვიროდნენ: „შენ ღვთის ძე ხარ!“+ 12  მან კი არაერთხელ გააფრთხილა ისინი მკაცრად, არ გაემჟღავნებინათ მისი ვინაობა.+ 13  შემდეგ მთაზე ავიდა, მოუხმო მათ, ვინც მას უნდოდა,+ და ისინიც გაჰყვნენ.+ 14  ამოარჩია თორმეტი, რომლებსაც მოციქულები უწოდა, რათა მასთან ყოფილიყვნენ და გაეგზავნა საქადაგებლად+ 15  და ჰქონოდათ დემონების განდევნის ძალაუფლება.+ 16  აი მისი ამორჩეული თორმეტი: სიმონი, რომელსაც პეტრე+ შეარქვა, 17  ზებედეს ვაჟი იაკობი და იაკობის ძმა იოანე+ (მათ შეარქვა ბოანერგესი, რაც ქუხილის ძეებს ნიშნავს), 18  ანდრია, ფილიპე, ბართლომე, მათე, თომა, ალფეს ვაჟი იაკობი, თადეოზი, სიმონ კანანელი 19  და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი.+ სახლში რომ მივიდა, 20  კვლავ იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, რომ ჭამის საშუალებასაც კი არ აძლევდნენ მათ.+ 21  ეს რომ მისმა ნათესავებმა+ გაიგეს, თქვეს, ჭკუაზე შეიშალაო,+ და მის წამოსაყვანად წავიდნენ. 22  იერუსალიმიდან ჩამოსული მწიგნობრები კი ამბობდნენ: „ბელზებელი* ჰყავს და დემონების მმართველის დახმარებით დევნის დემონებს“.+ 23  იესომ მოუხმო მათ და მაგალითი მოუყვანა: „როგორ განდევნის სატანა სატანას? 24  სამეფო, რომელიც თავისივე წინააღმდეგ გაიყოფა, გაპარტახდება,+ 25  და სახლი, რომელიც თავისივე წინააღმდეგ გაიყოფა, დაიქცევა.+ 26  და თუ სატანა თავის თავს აღუდგა წინ და თავისივე წინააღმდეგ გაიყო, ვერ გაძლებს, რადგან აღსასრული უახლოვდება.+ 27  ვერავინ, ვინც ძლიერი კაცის სახლში შევა, ვერ გაიტაცებს+ ქონებას, თუ ჯერ მას არ შებოჭავს. მერე კი გაუძარცვავს სახლს.+ 28  ჭეშმარიტებას გეუბნებით: ადამიანის შვილებს ყველანაირი ცოდვა, მკრეხელობა და გმობა ეპატიებათ,+ 29  მაგრამ ვინც წმინდა სულს გმობს, იმას არასოდეს ეპატიება, რადგან მარადიულ ცოდვაშია დამნაშავე“.+ 30  ეს იმიტომ უთხრა, რომ ამბობდნენ, უწმინდური სულიაო მასში.+ 31  მივიდნენ დედამისი და მისი ძმები,+ გარეთ დადგნენ და დასაძახებლად ვიღაცა შეუგზავნეს.+ 32  ირგვლივ ხალხი ეჯდა, რომლებმაც უთხრეს: „დედაშენი და შენი ძმები გარეთ არიან და გეძებენ“.+ 33  მან მიუგო: „ვინ არიან დედაჩემი და ჩემი ძმები?“+ 34  ირგვლივ მსხდომთ თვალი მოავლო და თქვა: „აი დედაჩემი და ჩემი ძმები!+ 35  ვინც ღვთის ნებას ასრულებს, ის არის ჩემი ძმაც, დაც და დედაც“.+

სქოლიოები

ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.
ბერძნულად პნევმა. იხილეთ დანართი 2ბ.
იგულისხმება სატანა.