წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

მარკოზი 10:1—52

10  ადგა იქიდან, წავიდა იუდეის საზღვრებთან და იორდანის გაღმა გავიდა. კვლავ მოგროვდა მასთან ხალხი და ის ჩვეულებისამებრ ასწავლიდა მათ.+  მივიდნენ მასთან ფარისევლები და გამოსაცდელად ჰკითხეს, იყო თუ არა დაშვებული ცოლთან გაყრა.+  მან ჰკითხა: „რა დაგიდოთ მოსემ მცნებად?“  „მოსემ გაყრის მოწმობის დაწერისა და გაყრის ნება დაგვრთო“,+ — მიუგეს მათ.  იესომ უთხრა მათ: «მან თქვენი გულქვაობის+ გამო დაგიწერათ ეგ მცნება.  შემოქმედების დასაწყისში ღმერთმა „კაცად და ქალად შექმნა ისინი.+  ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას  და ორნი ერთი ხორცი იქნებიან“.+ ასე რომ, ისინი ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთი ხორცი.  ამიტომ, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ».+ 10  ამაზე მოწაფეებმა კვლავ ჰკითხეს სახლში.+ 11  მან უთხრა მათ: „ვინც ცოლს ეყრება და სხვაზე ქორწინდება, მის წინააღმდეგ მრუშობს.+ 12  და თუ ქალი ქმართან გაყრის შემდეგ სხვას მიჰყვება, მრუშობს“.+ 13  ხალხს მასთან ბავშვები მიჰყავდა, რომ შეხებოდა, მაგრამ მოწაფეები კიცხავდნენ მათ.+ 14  ეს რომ დაინახა, იესო აღშფოთდა და უთხრა: „მოუშვით ბავშვები ჩემთან, ნუ აკავებთ, რადგან მაგათნაირებისაა ღვთის სამეფო.+ 15  ჭეშმარიტებას გეუბნებით: ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღვთის სამეფოს, ვერ შევა მასში“.+ 16  მერე მოეხვია ბავშვებს, ხელებს ადებდა და აკურთხებდა.+ 17  გზას რომ დაადგა, ერთმა კაცმა მიირბინა მასთან, მუხლებზე დაეცა და ჰკითხა: „კარგო მოძღვარო, რა უნდა გავაკეთო, რომ მარადიული სიცოცხლე დავიმკვიდრო?“+ 18  იესომ მიუგო: «რატომ მიწოდებ კარგს?+ არავინ არის კარგი, გარდა ერთისა, ღვთისა.+ 19  ხომ იცი მცნებები: „არ მოკლა,+ არ იმრუშო,+ არ მოიპარო,+ არ გამოხვიდე ცრუმოწმედ,+ არავის არაფერი გამოსტყუო,+ პატივი ეცი მამას და დედას“».+ 20  „მოძღვარო, ამ ყველაფერს ბავშვობიდან ვიცავ“, — უთხრა კაცმა. 21  იესომ შეხედა, სიყვარულით აღიძრა მისდამი და მიუგო: „ერთი რამ გაკლია: წადი, გაყიდე რაც გაქვს, ღარიბებს დაურიგე და გექნება განძი ზეცაში. მერე მოდი და გამომყევი“.+ 22  მაგრამ ამ სიტყვებმა ის დაამწუხრა და დანაღვლიანებული წავიდა, რადგან დიდძალი ქონება ჰქონდა.+ 23  იესომ ირგვლივ მიმოიხედა და თავის მოწაფეებს უთხრა: „რა ძნელი იქნება ღვთის სამეფოში შესვლა მათთვის,+ ვისაც ფული აქვს!“+ 24  მისმა სიტყვებმა მოწაფეები გააკვირვა.+ მაშინ იესომ უთხრა მათ: „შვილებო, რა ძნელია ღვთის სამეფოში შესვლა! 25  აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სამეფოში“.+ 26  მათ კი უფრო გაუკვირდათ და ჰკითხეს: „მაშ, ვინღა გადარჩება?“+ 27  იესომ შეხედა მათ და მიუგო: „ეს ადამიანებისთვის არის შეუძლებელი და არა ღვთისთვის. ღვთისთვის ყველაფერი შესაძლებელია“.+ 28  პეტრემ უთხრა მას: „ჩვენ ყველაფერი დავტოვეთ და შენ გამოგყევით“.+ 29  იესომ თქვა: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: არავინ არის ისეთი, რომ ჩემი გულისთვის და სასიხარულო ცნობის გულისთვის დატოვოს სახლი ან ძმები, ან დები, ან დედა, ან მამა, ან შვილები, ან მინდვრები+ 30  და უკვე ახლა, დევნის დროსაც,+ ასმაგად+ არ მიიღოს სახლი, მინდვრები, დები, დედები და შვილები, მომავალში* კი — მარადიული სიცოცხლე. 31  ბევრი, ვინც პირველია, ბოლო იქნება, ხოლო ბოლო — პირველი“.+ 32  იერუსალიმისკენ ამავალ გზაზე, იესო წინ მიუძღოდა მათ. ისინი გაოცებულნი იყვნენ, ხოლო მათ, ვინც მიჰყვებოდა, შიში დაეუფლათ. მან კიდევ ერთხელ ცალკე გაიყვანა თორმეტი და იმაზე დაუწყო ლაპარაკი, რაც უნდა შემთხვეოდა:+ 33  „აი ავდივართ იერუსალიმში და კაცის ძე უფროს მღვდლებსა და მწიგნობრებს გადაეცემა. ისინი სასიკვდილო მსჯავრს დასდებენ მას და გადასცემენ უცხოტომელებს,+ 34  რომლებიც მასხრად აიგდებენ, შეაფურთხებენ, გაშოლტავენ და მოკლავენ, მაგრამ სამი დღის შემდეგ აღდგება“.+ 35  მივიდნენ მასთან ზებედეს ვაჟები — იაკობი და იოანე,+ და უთხრეს: „მოძღვარო, გვინდა, რასაც გთხოვთ, გაგვიკეთო“.+ 36  „რა გინდათ, რომ გაგიკეთოთ?“ — ჰკითხა მან. 37  „ნება მოგვეცი, ერთი ჩვენგანი შენ მარჯვნივ დაჯდეს შენს დიდებაში, მეორე კი — შენ მარცხნივ“,+ — მიუგეს მათ. 38  იესომ უთხრა: „არ იცით, რას ითხოვთ. შეგიძლიათ ის სასმისი შესვათ, რომელსაც მე ვსვამ, ან იმ ნათლობით მოინათლოთ, რომლითაც მე ვინათლები?“+ 39  „შეგვიძლია“, — მიუგეს მათ. იესომ უთხრა: „იმ სასმისს, რომელსაც მე ვსვამ, თქვენც შესვამთ და იმ ნათლობით, რომლითაც მე ვინათლები, თქვენც მოინათლებით,+ 40  მაგრამ ჩემ მარჯვნივ ან მარცხნივ დაჯდომა ჩემზე არ არის დამოკიდებული.+ ეს ადგილები მათთვის არის, ვისთვისაც მომზადდა“. 41  ეს რომ დანარჩენმა ათმა გაიგო, აღშფოთდნენ იაკობსა და იოანეზე.+ 42  იესომ მოუხმო მათ და უთხრა: „თქვენ იცით, რომ ისინი, ვისაც ხალხთა მმართველებად თვლიან, მათზე ბატონობენ და ხალხი დიდებულთა ძალაუფლებაშია.+ 43  თქვენ შორის კი ასე არ უნდა იყოს. პირიქით, ვისაც უნდა, რომ თქვენ შორის დიდი იყოს, თქვენი მსახური იყოს,+ 44  და ვისაც უნდა, რომ თქვენ შორის პირველი იყოს, ის ყველას მონა იყოს.+ 45  კაცის ძეც ხომ არ მოსულა იმისთვის, რომ მას ემსახურონ,+ არამედ თვითონ მოემსახუროს და მისცეს თავისი სული*+ მრავალთა გამოსასყიდად“.+ 46  ისინი იერიხონში შევიდნენ. თავის მოწაფეებთან და დიდძალ ხალხთან ერთად იერიხონიდან რომ გამოდიოდა, გზის პირას ერთი უსინათლო მათხოვარი, ბარტიმეოსი (ტიმეოსის ვაჟი), იჯდა.+ 47  როგორც კი გაიგო, იესო ნაზარეთელი მოდისო, ყვირილი მორთო: „დავითის ძეო,+ იესო, შემიწყალე!“+ 48  ბევრი უწყრებოდა, გაჩუმდიო, ის კი უფრო აყვირდა: „დავითის ძეო, შემიწყალე!“+ 49  იესო შეჩერდა და თქვა: „დაუძახეთ“. მათაც დაუძახეს იმ უსინათლოს, თან ეუბნებოდნენ, გამაგრდი და წამოდექი, გეძახისო.+ 50  მიაგდო მოსასხამი, წამოხტა და იესოსკენ გაემართა. 51  იესომ მიმართა მას: „რა გინდა, რა გაგიკეთო?“+რაბუნი, თვალი ამიხილე“,+ — მიუგო უსინათლომ. 52  „წადი, შენმა რწმენამ გამოგაჯანმრთელა“,+ — უთხრა იესომ. მაშინვე აეხილა თვალი+ და გაჰყვა მას.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — მომავალ სისტემაში. ბერძნულად ეონ, რაც ნიშნავს გარკვეულ სისტემას ან წყობას.
ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.