წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

მალაქია 2:1—17

2  „ახლა თქვენ გიბრძანებთ, მღვდლებო!+  თუ არ მომისმენთ+ და გულთან არ მიიტანთ+ ამას, რომ განადიდოთ ჩემი სახელი,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — მეც მოვავლენ თქვენზე წყევლას+ და დავწყევლი თქვენს კურთხევებს.+ დავწყევლე კიდეც თქვენი კურთხევა, რადგან გულთან არ მიგაქვთ ჩემი ბრძანება.  აი, თქვენ გამო გავკიცხავ დათესილ თესლს+ და სახეში მოგაყრით ნეხვს, თქვენი დღესასწაულების ნეხვს; წაგიყვანენ და ჩაგაგდებენ მასში.  გაიგებთ, რომ ჩემგან არის ეს ბრძანება,+ რათა კვლავაც მოქმედებდეს+ ლევისთან დადებული ჩემი შეთანხმება,“+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა.  „ჩემი შეთანხმება სიცოცხლესა და მშვიდობას აძლევდა მას,+ რათა შიში ჰქონოდა. მუდამ ჩემი შიში ჰქონდა,+ ჩემი სახელი შიშის ზარს სცემდა მას.+  ჭეშმარიტების კანონი ჰქონდა ენაზე+ და უმართლობა არ იპოვებოდა მის ბაგეზე. მშვიდობითა და სიმართლით დადიოდა ჩემთან ერთად+ და მრავალი მოაბრუნა დანაშაულისგან.+  მღვდლის ბაგე ცოდნას უნდა იცავდეს და მის ბაგეზე ხალხი კანონს უნდა ეძებდეს,+ რადგან ის არის ლაშქართა ღვთის, იეჰოვას მაცნე.+  თქვენ კი გზიდან გადაუხვიეთ.+ მრავალი დააბრკოლეთ კანონის დაცვისას+ და დაარღვიეთ ლევის შეთანხმება,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. —  ამიტომ, მეც საძულველს გაგხდით და დაგამცირებთ მთელი ხალხის თვალში,+ რადგან არ იცავდით ჩემს გზებს და მიკერძოებას ავლენდით კანონის დაცვისას“.+ 10  „განა ერთი მამა არა გვყავს?!+ განა ერთმა ღმერთმა არ შეგვქმნა?!+ მაშ, რატომ ვექცევით ერთმანეთს ვერაგულად+ და ვბღალავთ ჩვენს მამა-პაპასთან დადებულ შეთანხმებას?+ 11  ვერაგულად იქცევა იუდა, ისრაელსა და იერუსალიმში სისაძაგლეს სჩადიან;+ ბღალავს იუდა იეჰოვას სიწმინდეს,+ რაც უყვარს მას, და პატარძლად დაისვა უცხო ღვთის ასული.+ 12  მოსპობს იეჰოვა იაკობის კარვებში ამის ჩამდენს,+ ვინც ფხიზლობს, ვინც პასუხს აძლევს და ვისაც საძღვნო შესაწირავი+ მიაქვს ლაშქართა ღვთისთვის, იეჰოვასთვის“. 13  „აი კიდევ რას აკეთებთ, რის გამოც ცრემლებით, ტირილითა და ოხვრით ივსება იეჰოვას სამსხვერპლო და თქვენი ხელიდან არც საძღვნო შესაწირავს იღებს და არც სხვა რამის მიღება სიამოვნებს,+ 14  ამბობთ, რის გამოო?+ — იმის გამო, რომ იეჰოვაა მოწმე შენსა და შენი ახალგაზრდობის ცოლს შორის,+ რომელსაც ვერაგულად მოექეცი, თუმცა ის შენი მეგობარი და შენი შეთანხმების ცოლია.+ 15  იყო ისეთიც, რომელსაც ეს არ ჩაუდენია, რადგან მას სულის ნატამალი შერჩა. რას ეძებდა ის? ღვთის შთამომავლობას.+ დაიცავით თქვენი სული+ და ნურავინ მოექცევა ვერაგულად თავისი ახალგაზრდობის ცოლს,+ 16  რადგან მძულს გაყრა,+ — ამბობს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი, — და ის, ვინც ძალადობით იფარავს ტანსაცმელს,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. — დაიცავით თქვენი სული და ნუ მოიქცევით ვერაგულად!+ 17  თქვენ დაქანცეთ იეჰოვა თქვენი სიტყვებით+ და თან ამბობთ: რით დავქანცეთო?! იმით, რომ ამბობთ: ყველა, ვინც ბოროტებას სჩადის, მოსაწონიაო იეჰოვას თვალში, ასეთები მოსწონსო მას.+ სად არისო სამართლის ღმერთი?“+

სქოლიოები