წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

მათე 3:1—17

3  იმ დროს იუდეის უდაბნოში+ მოვიდა იოანე ნათლისმცემელი+ და ქადაგებდა:  „მოინანიეთ,+ რადგან მოახლოვდა ზეციერი სამეფო“.+  მასზეა ნათქვამი ესაია წინასწარმეტყველის+ სიტყვები: «ყური დაუგდეთ! უდაბნოში ვიღაც ღაღადებს: „მოამზადეთ+ იეჰოვას გზა და გაასწორეთ მისი სავალი“».  იოანეს აქლემის ბეწვის+ სამოსელი ემოსა, წელზე ტყავის სარტყელი+ ერტყა და კალიებითა+ და ველური თაფლით+ იკვებებოდა.  მასთან გამოდიოდა იერუსალიმი, მთელი იუდეა და იორდანის მთელი შემოგარენი.  ის მდინარე იორდანეში ნათლავდა ხალხს,+ რომლებიც საჯაროდ აღიარებდნენ ცოდვებს.  იოანემ მოსანათლავად მომავალი მრავალი ფარისეველი და სადუკეველი+ რომ დაინახა, უთხრა მათ: „გველგესლათა ნაშიერნო,+ ვინ გიკარნახათ მომავალი რისხვისგან გაქცევა?+  მაშ, გამოიღეთ მონანიების შესაფერისი ნაყოფი+  და არ გაბედოთ, თქვენთვის თქვათ, ჩვენი მამა აბრაამიაო,+ რადგან გეუბნებით: ღმერთს შეუძლია ამ ქვებიდან აღუდგინოს აბრაამს შვილები.+ 10  ცულიც+ უკვე დევს ხეების ძირას; ხე, რომელიც კარგ ნაყოფს არ გამოიღებს, უნდა მოიჭრას+ და ცეცხლს მიეცეს.+ 11  მე წყლით გნათლავთ,+ რადგან მოინანიეთ,+ მაგრამ ჩემ შემდეგ მომავალი+ ჩემზე ძლიერია. მე იმის ღირსიც კი არა ვარ, რომ მას სანდლები გავხადო.+ ის წმინდა სულითა+ და ცეცხლით მოგნათლავთ.+ 12  მას ხელში უჭირავს თავისი ფიწალი და მთლიანად გაწმენდს თავის კალოს: ხორბალს ბეღელში მოაგროვებს,+ ბზეს კი ჩაუქრობელი ცეცხლით დაწვავს“.+ 13  მაშინ მოვიდა იესო გალილეიდან+ იორდანის პირას, რათა იოანეს მოენათლა.+ 14  იოანე შეეწინააღმდეგა: „მე ვსაჭიროებ შენგან მონათვლას და შენ ჩემთან მოდიხარ?“ 15  იესომ მიუგო: „ამჯერად ასე იყოს, რადგან ასე გვმართებს მთელი სიმართლის შესრულება“.+ მაშინ იოანე დაემორჩილა. 16  როგორც კი მოინათლა, იესო წყლიდან ამოვიდა, და, აი, გაიხსნა ცა+ და იოანემ დაინახა, რომ იესოზე მტრედის სახით+ ეშვებოდა ღვთის სული.+ 17  ციდან ხმაც+ გაისმა: „ეს არის ჩემი საყვარელი+ ძე,+ რომელიც მე მოვიწონე“.+

სქოლიოები