არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

მათე 26:1—75

26  დაასრულა იესომ ეს სიტყვები და მოწაფეებს უთხრა:  „თქვენ იცით, რომ ორ დღეში პასექი+ იქნება და კაცის ძეს ბოძზე გასაკვრელად გადასცემენ“.+  მაშინ უფროსი მღვდლები და ხალხის უხუცესები მღვდელმთავარ კაიაფას+ ეზოში შეიკრიბნენ  და მოითათბირეს,+ მზაკვრულად შეეპყროთ იესო და მოეკლათ.  მაგრამ ამბობდნენ: „დღესასწაულზე არა, ხალხში აურზაური რომ არ ატყდეს“.+  როცა იესო ბეთანიაში,+ კეთროვანი სიმონის სახლში+  სუფრასთან იყო, მივიდა მასთან ქალი, მიიტანა ძვირად ღირებული ნელსაცხებელი+ ალაბასტრონის ჭურჭლით და თავზე მოასხა მას.  ამან მოწაფეები აღაშფოთა: „რა საჭიროა ასე უაზროდ ხარჯვა?+  შეიძლებოდა მისი კარგ ფასად გაყიდვა და ღარიბებისთვის+ დარიგება“. 10  იესომ იცოდა+ ეს და უთხრა მათ: „რას ერჩით ამ ქალს? მან ხომ კარგი საქმე გამიკეთა.+ 11  ღარიბები ყოველთვის თქვენთან არიან,+ მე კი ყოველთვის არ გეყოლებით.+ 12  მან ნელსაცხებელი მცხო და დასაკრძალავად მომამზადა.+ 13  ჭეშმარიტებას გეუბნებით: მთელ ქვეყნიერებაზე, სადაც კი სასიხარულო ცნობას იქადაგებენ, იმასაც იტყვიან, რაც ამ ქალმა გააკეთა, მისივე გასახსენებლად“.+ 14  მაშინ თორმეტიდან ერთ-ერთი, იუდა ისკარიოტელი,+ უფროს მღვდლებთან წავიდა 15  და უთხრა: „რას მომცემთ, ის რომ გადმოგცეთ?“+ ისინი ოცდაათ ვერცხლის მონეტად+ მოურიგდნენ. 16  მას შემდეგ ის ხელსაყრელ შემთხვევას ეძებდა, რომ გაეცა იგი.+ 17  უფუარობის დღესასწაულის+ პირველ დღეს იესოსთან მოწაფეები მივიდნენ და ჰკითხეს: „სად გინდა, რომ მოგიმზადოთ საჭმელად პასექი?“+ 18  მან მიუგო: «წადით ქალაქში ამა და ამასთან+ და უთხარით: „მოძღვარი ამბობს: მოახლოვდა ჩემთვის დანიშნული დრო. შენთან აღვნიშნავ პასექს ჩემს მოწაფეებთან ერთად“».+ 19  მოწაფეები ისე მოიქცნენ, როგორც იესომ უბრძანა, და პასექისთვის ყველაფერი მოამზადეს.+ 20  საღამო ხანს+ ის თორმეტ მოწაფესთან ერთად სუფრასთან იყო.+ 21  როცა ისინი ჭამდნენ, მან თქვა: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს“.+ 22  ისინი ძალიან შეწუხდნენ და სათითაოდ ეკითხებოდნენ: „მე ხომ არა, უფალო?“+ 23  მან კი მიუგო: „ვინც ჩემთან ერთად ყოფს ხელს ჯამში, ის გამცემს.+ 24  მართალია კაცის ძე მიდის, როგორც დაწერილია+ მასზე, მაგრამ ვაი+ იმას, ვინც კაცის ძეს გასცემს!+ მისთვის უმჯობესი იქნებოდა, არ დაბადებულიყო“. 25  იუდამ, რომელიც მის გაცემას აპირებდა, მიუგო: „მე ხომ არა, რაბი?“ იესომ კი უთხრა: „შენ თვითონ თქვი“. 26  ისინი ჯერ კიდევ ჭამდნენ, როცა იესომ აიღო პური,+ ილოცა, დაამტვრია,+ მოწაფეებს მისცა და თქვა: „აიღეთ, ჭამეთ. ეს ჩემს სხეულს ნიშნავს“.+ 27  აიღო სასმისი,+ ღმერთს მადლობა გადაუხადა, მისცა მათ და უთხრა: «ყველამ შესვით,+ 28  რადგან ეს ჩემს სისხლს ნიშნავს,+ „შეთანხმების+ სისხლს“,+ რომელიც მრავალთათვის უნდა დაიღვაროს+ ცოდვების მისატევებლად.+ 29  გეუბნებით: აღარ დავლევ ვაზის ამ ნაყოფისგან იმ დღემდე, სანამ თქვენთან ერთად არ დავლევ ახალს მამაჩემის სამეფოში».+ 30  ბოლოს ღვთის სადიდებელი იმღერეს+ და ზეთისხილის მთისკენ გაემართნენ.+ 31  მაშინ იესომ უთხრა მათ: «ამაღამ ყველანი დაბრკოლდებით და მიმატოვებთ, რადგან დაწერილია: „დავკრავ მწყემსს და გაიფანტება სამწყსოს ცხვარი“.+ 32  მაგრამ როცა აღვდგები, თქვენზე ადრე წავალ გალილეაში».+ 33  პასუხად პეტრემ უთხრა მას: „ყველა რომ დაბრკოლდეს და მიგატოვოს, მე არასოდეს დავბრკოლდები!“+ 34  იესომ უთხრა: „ჭეშმარიტებას გეუბნები: ამაღამ მამლის ყივილამდე სამჯერ უარმყოფ“.+ 35  პეტრემ კვლავ მიუგო: „მოვკვდები შენთან ერთად და არ უარგყოფ“. იმავეს ამბობდა ყველა სხვა მოწაფეც.+ 36  მაშინ იესო მათთან ერთად მივიდა გეთსემანედ წოდებულ ადგილზე+ და მოწაფეებს უთხრა: „აქ დასხედით, მე კი წავალ და ვილოცებ“.+ 37  თან წაიყვანა პეტრე და ზებედეს ვაჟები.+ მაშინ დამწუხრდა და ძალიან დანაღვლიანდა.+ 38  უთხრა მათ: „ჩემი სული* ღრმად არის დამწუხრებული, სიკვდილის პირასაა.+ დარჩით აქ და ჩემთან ერთად იფხიზლეთ“.+ 39  ცოტა გაიარა, პირქვე დაემხო და ლოცულობდა:+ „მამა, თუ შესაძლებელია, ამარიდე ეს სასმისი,+ მაგრამ არა როგორც მე მინდა,+ არამედ როგორც შენ“.+ 40  მოწაფეებთან რომ მივიდა და მძინარეები ნახა, პეტრეს ჰკითხა: „ნუთუ ვერ შეძელით ერთი საათი მაინც გეფხიზლათ ჩემთან ერთად?+ 41  იფხიზლეთ+ და განუწყვეტლივ ილოცეთ,+ რომ არ ცდუნდეთ.+ სული მონდომებულია, ხორცი კი — სუსტი“.+ 42  მეორედაც+ წავიდა და ლოცულობდა: „მამა, თუ შეუძლებელია, რომ ამერიდოს ეს სასმისი და არ დავლიო ის, იყოს შენი ნება“.+ 43  მივიდა და ისევ მძინარეები ნახა მოწაფეები, თვალები დამძიმებოდათ.+ 44  დატოვა ისინი, წავიდა და მესამედ ილოცა,+ კვლავ იგივე სიტყვები წარმოთქვა. 45  შემდეგ მოწაფეებთან მივიდა და უთხრა მათ: „ასეთ დროს გძინავთ და ისვენებთ! აი, მოახლოვდა ის საათი, როცა კაცის ძე ცოდვილებს გადაეცემა ხელში.+ 46  ადექით, წავიდეთ. აი, ახლოს არის ჩემი გამცემი“.+ 47  ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ მოვიდა იუდა,+ ერთი თორმეტთაგანი, და მასთან ერთად უფროსი მღვდლებისა და ხალხის უხუცესებისგან+ გამოგზავნილი ბრბო მახვილებითა+ და ხელკეტებით. 48  მის გამცემს მათთვის ნიშანი ჰქონდა მიცემული: „ვისაც ვაკოცებ, ის არის, შეიპყარით“.+ 49  შემდეგ პირდაპირ იესოსთან მივიდა და უთხრა: „გამარჯობა, რაბი!“+ და ეამბორა.+ 50  იესომ+ ჰკითხა: „მეგობარო, რისთვის მოსულხარ?“ მაშინ მივიდნენ, ხელი სტაცეს იესოს და შეიპყრეს.+ 51  და აი, ერთ-ერთმა იესოსთან მყოფმა მახვილი იშიშვლა, დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და ყური ჩაათალა.+ 52  მაშინ იესომ უთხრა მას: „ჩააბრუნე მახვილი თავის ადგილას,+ რადგან ყველა, ვინც მახვილს აიღებს, მახვილით დაიღუპება.+ 53  იქნებ გგონია, რომ არ შემიძლია ვთხოვო მამაჩემს, ახლავე აქ გამიჩინოს ანგელოზთა თორმეტზე მეტი ლეგიონი?+ 54  მაშინ როგორღა შესრულდება წმინდა წერილები, რომ ასე უნდა მოხდეს?“ 55  შემდეგ იესომ ხალხს უთხრა: „ყაჩაღი ვარ, მახვილებითა და ხელკეტებით რომ გამოხვედით ჩემ შესაპყრობად?+ ყოველდღე ტაძარში ვიჯექი+ და ვასწავლიდი და არ შეგიპყრივართ, 56  მაგრამ ეს ყველაფერი წინასწარმეტყველთა მიერ დაწერილის შესასრულებლად მოხდა“.+ მაშინ ყველა მოწაფემ მიატოვა ის და გაიქცნენ.+ 57  შემპყრობლებმა მღვდელმთავარ კაიაფასთან+ წაიყვანეს იესო, სადაც მწიგნობრები და უხუცესები შეკრებილიყვნენ.+ 58  პეტრე შორიახლოს მიჰყვებოდა მას მღვდელმთავრის ეზომდე,+ შიგნით შევიდა და მოსამსახურეებთან დაჯდა, რათა ენახა, რით დამთავრდებოდა ყველაფერი.+ 59  ამასობაში უფროსი მღვდლები და მთელი სინედრიონი* ცრუმოწმობას ეძებდნენ იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი,+ 60  მაგრამ ვერ პოულობდნენ, თუმცა ბევრი ცრუმოწმე გამოდიოდა.+ ბოლოს ორნი გამოვიდნენ 61  და თქვეს: „ეს კაცი ამბობდა: შემიძლია ღვთის ტაძარი დავანგრიო და სამ დღეში ავაშენოო“.+ 62  მღვდელმთავარი წამოდგა და უთხრა მას: „უპასუხებ რამეს? გესმის, რას მოწმობენ შენ წინააღმდეგ?“+ 63  იესო დუმდა.+ მაშინ მღვდელმთავარმა უთხრა: „ცოცხალ ღმერთს გაფიცებ,+ გვითხარი, რომ შენა ხარ ქრისტე,+ ღვთის ძე!“ 64  იესომ მიუგო:+ „შენ თვითონ თქვი.+ მაგრამ მე გეუბნებით: ამიერიდან+ კაცის ძეს+ იხილავთ ძლიერის მარჯვნივ მჯდომარესა+ და ცის ღრუბლებზე მომავალს“.+ 65  მაშინ მღვდელმთავარმა ტანსაცმელი შემოიხია და თქვა: „მკრეხელობს!+ რაღად გვინდა მოწმეები?+ აი, ახლა მოისმინეთ მკრეხელობა!+ 66  რას იტყვით?“ მათ მიუგეს: „სიკვდილს იმსახურებს“.+ 67  მაშინ დაუწყეს სახეში ფურთხება+ და მუშტების რტყმა.+ სხვები სილას აწნავდნენ+ 68  და ეუბნებოდნენ: „თუ წინასწარმეტყველი ხარ, ქრისტე,+ აბა გვითხარი, ვინ დაგარტყა?“+ 69  პეტრე კი გარეთ იჯდა, ეზოში. მივიდა მასთან ერთი მოახლე და უთხრა: „შენც იესო გალილეელთან იყავი!“+ 70  მან კი ყველას წინაშე უარყო: „არ ვიცი, რაზე ლაპარაკობ“. 71  კარიბჭიდან რომ გამოდიოდა, სხვა მოახლემ შენიშნა და უთხრა იქ მყოფებს: „ეს კაცი იესო ნაზარეთელთან იყო“.+ 72  მან კვლავ უარყო ის და დაიფიცა: „არ ვიცნობ ამ კაცს“.+ 73  ცოტა ხნის შემდეგ იქ მდგომნი მივიდნენ პეტრესთან და უთხრეს: „შენ ნამდვილად ერთი იმათგანი ხარ, შენივე კილო გაგცემს“.+ 74  მაშინ დაიწყო წყევლა და ფიცილი: „არ ვიცნობ მაგ კაცს!“ და მამალმაც იყივლა.+ 75  გაახსენდა პეტრეს იესოს ნათქვამი, მამლის ყივილამდე სამჯერ უარმყოფო,+ გარეთ გამოვიდა და მწარედ ატირდა.+

სქოლიოები

ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.
ებრაელების უზენაესი სასამართლო.