წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

მათე 21:1—46

21  იერუსალიმს რომ მიუახლოვდნენ და ბეთფაგეში მივიდნენ ზეთისხილის მთაზე, იესომ ორი მოწაფე გაგზავნა+  და უთხრა: „წადით სოფელში, რომელიც თქვენ წინაშეა, და როგორც კი მიხვალთ, ნახავთ დაბმულ ვირსა და ჩოჩორს. აუშვით და მომიყვანეთ.+  თუ ვინმე რამეს გეტყვით, უთხარით, უფალს სჭირდება-თქო და მაშინვე გამოგატანენ“.  ეს მოხდა, რათა შესრულებულიყო წინასწარმეტყველის პირით ნათქვამი:  «უთხარით სიონის ასულს: „აი, მოდის შენთან შენი მეფე,+ რბილი ხასიათისა,+ ვირზე ზის, ჩოჩორზე, სახედრის ნაშიერზე“».+  წავიდნენ მოწაფეები და ისე მოიქცნენ, როგორც იესომ უბრძანა.  მოიყვანეს ვირი და ჩოჩორი, ზედ თავიანთი ტანსაცმელი დაუფინეს და ისიც შეჯდა.+  ხალხის უმრავლესობა თავიანთ ტანსაცმელს+ უფენდა გზაზე, სხვები კი ტოტებს აჭრიდნენ ხეებს და გზაზე უფენდნენ.+  ხალხი, რომელიც მის წინ მიდიოდა და ისინიც, რომლებიც უკან მიჰყვებოდნენ, ხმამაღლა გაიძახოდნენ: „გევედრებით,+ იხსენი დავითის ძე!+ კურთხეულია იეჰოვას სახელით მომავალი!+ გევედრებით, იხსენი იგი, ზეციერო!“+ 10  შევიდა იესო იერუსალიმში+ და მთელ ქალაქში აურზაური ატყდა, კითხულობდნენ: „ეს ვინ არის?“ 11  ხალხი კი ამბობდა: „ეს არის წინასწარმეტყველი+ იესო გალილეის ნაზარეთიდან!“ 12  შევიდა იესო ტაძარში და გარეთ გაყარა ყველა, ვინც ტაძარში ყიდდა და ყიდულობდა, ფულის გადამცვლელებს მაგიდები გადაუყირავა და მტრედების გამყიდველებს — სკამები.+ 13  უთხრა მათ: «დაწერილია: „ჩემს სახლს სამლოცველო სახლი დაერქმევა“,+ თქვენ კი ყაჩაღების ბუნაგად აქციეთ».+ 14  ტაძარში მასთან უსინათლოები და კოჭლები მივიდნენ და მან განკურნა ისინი. 15  როცა უფროსმა მღვდლებმა და მწიგნობრებმა დაინახეს სასწაულები, რომლებიც მან მოახდინა,+ და ბავშვები, რომლებიც ტაძარში ხმამაღლა გაიძახოდნენ, გევედრებით,+ იხსენი დავითის ძეო,+ აღშფოთდნენ 16  და ჰკითხეს მას: „გესმის, რას ამბობენ?“ «მესმის, — მიუგო იესომ. — ნუთუ არ წაგიკითხავთ:+ „ჩვილები და ძუძუთა ბავშვები აალაპარაკე შენ საქებრად“?»+ 17  დატოვა ისინი, ქალაქიდან ბეთანიაში წავიდა და ღამე იქ გაათია.+ 18  დილით ადრე, როცა ქალაქში ბრუნდებოდა, მოშივდა.+ 19  გზაზე ლეღვის ხე დაინახა და ახლოს მივიდა, მაგრამ ფოთლების მეტი რომ ვერაფერი იპოვა+ მასზე, უთხრა: „ნუღარასოდეს გამოგეღოს ნაყოფი!“+ ლეღვი მაშინვე გახმა. 20  ეს რომ მოწაფეებმა დაინახეს, გაუკვირდათ და თქვეს: „როგორ გახმა ასე უცბად ლეღვი?“+ 21  იესომ მიუგო: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: თუ რწმენა გექნებათ და არ დაეჭვდებით,+ მარტო იმას კი არ გააკეთებთ, რაც ამ ლეღვს დავმართე, არამედ ამ მთასაც რომ უთხრათ, აიწიე და ზღვაში ჩავარდიო, ასე მოხდება;+ 22  ყველაფერს, რასაც კი ლოცვაში რწმენით ითხოვთ, მიიღებთ“.+ 23  როცა ტაძარში შევიდა და ასწავლიდა, მივიდნენ მასთან უფროსი მღვდლები და ხალხის უხუცესები და ჰკითხეს:+ „რა ძალაუფლებით აკეთებ ამას და ვინ მოგცა შენ ეს ძალაუფლება?“+ 24  იესომ მიუგო: „მეც გკითხავთ ერთ რამეს. თუ მიპასუხებთ, მეც გეტყვით, რა ძალაუფლებით ვაკეთებ ამას.+ 25  საიდან იყო იოანეს ნათლობა, ზეციდან თუ ადამიანებისგან?“+ მათ მსჯელობა დაიწყეს ერთმანეთში: „თუ ვიტყვით, ზეციდანო, ის გვეტყვის, მაშ, რატომ არ ერწმუნეთო მას?+ 26  მაგრამ თუ ვიტყვით, ადამიანებისგანო, ხალხისა უნდა გვეშინოდეს,+ რადგან იოანე ყველას წინასწარმეტყველად მიაჩნია“.+ 27  ბოლოს უთხრეს იესოს: „არ ვიცით“. „არც მე გეტყვით, რა ძალაუფლებით ვაკეთებ ამას“,+ — მიუგო იესომ. 28  «ამაზე რას ფიქრობთ? ერთ კაცს ორი შვილი ჰყავდა.+ მივიდა პირველთან და უთხრა: „შვილო, წადი დღეს ვენახში იმუშავე“. 29  მან მიუგო: „კარგი, ბატონო“,+ მაგრამ არ წავიდა. 30  მივიდა მეორესთან და იგივე უთხრა. მან მიუგო: „არ წავალ“, მაგრამ მერე ინანა+ და წავიდა. 31  ამ ორიდან რომელმა შეასრულა მამის ნება?»+ „მეორემ“, — უთხრეს მათ. „ჭეშმარიტებას გეუბნებით, — უთხრა მათ იესომ, — გადასახადების ამკრეფები და მეძავები თქვენზე წინ მიდიან ღვთის სამეფოში, 32  რადგან იოანე სიმართლის გზით მოვიდა თქვენთან,+ მაგრამ არ ერწმუნეთ მას,+ ხოლო გადასახადების ამკრეფები და მეძავები ერწმუნნენ.+ თქვენ კი, თუმცა დაინახეთ ეს, მაინც არ ინანეთ და არ ერწმუნეთ. 33  მოისმინეთ სხვა მაგალითი: ერთმა სახლის პატრონმა+ ვენახი გააშენა, ღობე შემოავლო, შიგნით საწნახელი ამოკვეთა, კოშკი ააგო+ და მევენახეებს მიაქირავა, თვითონ კი სხვა ქვეყანაში წავიდა.+ 34  რთველი რომ მოახლოვდა, მევენახეებს მონები გაუგზავნა თავისი ნაყოფის მისაღებად, 35  მაგრამ მევენახეებმა დაიჭირეს მისი მონები, ერთი სცემეს, მეორე მოკლეს, მესამე კი ჩაქოლეს.+ 36  კიდევ გაუგზავნა მონები, ადრინდელზე მეტი, მაგრამ იმათაც ისევე მოექცნენ.+ 37  ბოლოს თავისი ძე გაუგზავნა, ამბობდა, ჩემს ძეს პატივისცემით მოეპყრობიანო. 38  ძის დანახვისას მევენახეებმა ერთმანეთს გადაულაპარაკეს, ეს მემკვიდრეა,+ მოდი, მოვკლათ და მის მემკვიდრეობას დავეპატრონოთო.+ 39  დაიჭირეს, ვენახიდან გაათრიეს და მოკლეს.+ 40  მაშ, როცა ვენახის პატრონი მოვა, რას უზამს იმ მევენახეებს?“ 41  მათ უთხრეს: „ამ ბოროტებს დაუნდობლად დახოცავს,+ ვენახს კი ისეთ მევენახეებს მიაქირავებს, რომლებიც თავის დროზე მისცემენ ნაყოფს“.+ 42  იესომ უთხრა მათ: «ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ წმინდა წერილებში: „მშენებლების მიერ დაწუნებული ქვა+ მთავარ ქვაკუთხედად+ იქცა; ეს იეჰოვამ მოახდინა და ჩვენს თვალში საოცრებაა“? 43  ამიტომ გეუბნებით: წაგერთმევათ ღვთის სამეფო და მიეცემა ერს, რომელიც მის ნაყოფს გამოიღებს.+ 44  ვინც ამ ქვაზე დაეცემა, დაიმტვრევა, ხოლო ვისაც ის დაეცემა, გასრესს».+ 45  ამ მაგალითების მოსმენისას უფროსი მღვდლები და ფარისევლები მიხვდნენ, რომ მათზე ლაპარაკობდა.+ 46  ისინი მის შესაპყრობად შემთხვევას ეძებდნენ, მაგრამ ხალხისა ეშინოდათ, რადგან მათ წინასწარმეტყველად მიაჩნდათ იგი.+

სქოლიოები