წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

მათე 20:1—34

20  «ზეციერი სამეფო ჰგავს სახლის პატრონს, რომელიც დილაადრიან გავიდა, რომ თავის ვენახში+ სამუშაოდ მუშები დაექირავებინა.  მუშებს დღეში თითო დინარად+ მოურიგდა და ვენახში გაუშვა.  მესამე საათისთვის*+ კიდევ გავიდა მოედანზე+ და დაინახა უსაქმოდ მდგომი სხვა მუშები.  უთხრა მათ: „თქვენც წადით ჩემს ვენახში და რაც გერგებათ, მოგცემთ“.  ისინიც წავიდნენ. მეექვსე საათისთვის*+ და მეცხრე საათისთვის*+ კიდევ გავიდა და მსგავსად მოიქცა.  ბოლოს მეთერთმეტე საათისთვის* გავიდა და კიდევ სხვები ნახა უსაქმოდ მდგომნი. ჰკითხა მათ: „რატომ დგახართ აქ მთელი დღე უსაქმოდ?“  „არავინ დაგვიქირავა“, — უპასუხეს მათ. მან უთხრა: „თქვენც წადით ჩემს ვენახში“.+  როცა მოსაღამოვდა,+ ვენახის პატრონმა თავისი ქონების მეთვალყურეს უთხრა: „დაუძახე მუშებს და გადაუხადე გასამრჯელო,+ ბოლოს მოსულებით დაიწყე და პირველებით დაამთავრე“.  მოვიდნენ ისინი, ვინც მეთერთმეტე საათიდან მუშაობდნენ და თითო დინარი მიიღეს. 10  მოვიდნენ პირველებიც და იფიქრეს, რომ მეტს მიიღებდნენ, მაგრამ მათაც თითო დინარი მიიღეს. 11  მიიღეს და ბუზღუნი დაუწყეს სახლის პატრონს:+ 12  „ბოლოს მოსულებმა სულ ერთი საათი წაიმუშავეს, შენ კი ისინი ჩვენ გაგვიტოლე, რომლებმაც დღის სიმძიმე და პაპანაქება გადავიტანეთ!“ 13  მან კი მიუგო ერთ მათგანს: „მეგობარო, არ გექცევი უსამართლოდ. ერთ დინარად არ მომირიგდი?+ 14  აიღე, რაც გეკუთვნის და წადი. მე კი მინდა, ამ ბოლოს მოსულსაც იმდენივე მივცე, რამდენიც შენ.+ 15  განა იმის უფლება არა მაქვს, ჩემი ქონება როგორც მინდა, ისე მოვიხმარო? თუ შენს თვალს შურს,+ რომ კარგი ადამიანი ვარ?“+ 16  ასე გახდებიან ბოლოები პირველები და პირველები — ბოლოები».+ 17  იერუსალიმში რომ ადიოდა, იესომ ცალკე გაიხმო თორმეტი მოწაფე+ და გზაში უთხრა: 18  „აი, ავდივართ იერუსალიმში და კაცის ძე გადაეცემა უფროს მღვდლებსა და მწიგნობრებს. ისინი სასიკვდილო მსჯავრს დასდებენ მას+ 19  და გადასცემენ უცხოტომელებს, რომ მასხრად აიგდონ, გაშოლტონ და ბოძზე გააკრან,+ მესამე დღეს კი აღდგება“.+ 20  მაშინ მივიდა მასთან ზებედეს ვაჟების დედა+ თავის ვაჟებთან ერთად, მდაბლად თაყვანს სცემდა და რაღაცას სთხოვდა.+ 21  იესომ ჰკითხა: „რა გინდა?“ მან უთხრა: „სიტყვა თქვი, რომ ჩემი ერთი ვაჟი შენს სამეფოში შენ მარჯვნივ დაჯდეს, მეორე კი — შენ მარცხნივ“.+ 22  იესომ მიუგო: „არ იცით, რას ითხოვთ. შეგიძლიათ ის სასმისი შესვათ,+ რომელსაც მე შევსვამ?“ „შეგვიძლია“, — მიუგეს მათ. 23  მან უთხრა: „ჩემს სასმისს კი შესვამთ,+ მაგრამ ჩემ მარჯვნივ ან მარცხნივ დაჯდომა ჩემზე არ არის დამოკიდებული. ეს ადგილები მათთვის არის, ვისაც ჩემმა ზეციერმა მამამ მოუმზადა“.+ 24  ეს რომ დანარჩენმა ათმა გაიგო, აღშფოთდნენ ამ ორ ძმაზე,+ 25  მაგრამ იესომ მოუხმო მათ და უთხრა: „თქვენ იცით, რომ ხალხთა მმართველნი ბატონობენ მათზე და დიდებულთა ძალაუფლებაში არიან ისინი.+ 26  თქვენ შორის კი ასე არ უნდა იყოს.+ პირიქით, ვისაც უნდა, რომ თქვენ შორის დიდი იყოს, თქვენი მსახური იყოს,+ 27  და ვისაც უნდა, რომ თქვენ შორის პირველი იყოს, ის თქვენი მონა იყოს.+ 28  კაცის ძეც არ მოსულა იმისთვის, რომ მას ემსახურონ, არამედ თვითონ მოემსახუროს+ და მისცეს თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად“.+ 29  იერიხონიდან რომ გამოდიოდნენ,+ დიდძალი ხალხი მოჰყვებოდა მას. 30  გზის პირას ორი უსინათლო იჯდა და როგორც კი ყური მოჰკრეს, იესო მოდისო, აყვირდნენ: „შეგვიწყალე, უფალო, დავითის ძეო!“+ 31  ხალხი უწყრებოდა მათ და აჩუმებდა, ისინი კი უფრო ხმამაღლა ყვიროდნენ: „შეგვიწყალე, უფალო, დავითის ძეო!“+ 32  იესო შეჩერდა, დაუძახა მათ და ჰკითხა: „რა გინდათ, რა გაგიკეთოთ?“ 33  მათ მიუგეს: „თვალი აგვიხილე, უფალო“.+ 34  იესოს გული დაეწვა და თვალებზე შეეხო მათ;+ მაშინვე აეხილათ თვალი და გაჰყვნენ მას.+

სქოლიოები

დაახლოებით დილის 9 საათი, მესამე საათი მზის ამოსვლიდან.
დაახლოებით დღის 12 საათი.
დაახლოებით დღის 3 საათი.
დაახლოებით საღამოს 5 საათი.